ედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ედი ჯონსი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტს დატოვებს. როგორც კი ეს ცნობილი გახდა, დაიწყო საუბრები, თითქოს ის ფრანგულ "რასინგ 92"-ს ჩაუდგება სათავეში ან იაპონიის ეროვნული გუნდის კონსულტანტი გახდება.

ახლა მას ახალი ვარიანტი და როგორც ამბობენ, ყველაზე სერიოზული გამოუჩნდა. ედის თვალი ამერიკელებმა დაადგეს და ნაკრების ჩაბარება შესთავაზეს. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რვაწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ასეთ შემთხვევაში ჯონსი აშშ-ის ნაკრებს 2031 წლის საშინაო მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.

თავად ჯონსმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ინგლისის შემდეგ
ნაკრებში მუშაობა არ სურს, მაგრამ ეტყობა, ამერიკელთა წინადადება ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო საინტერესოა Sydney Morning Herald-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, გამოცემა ირწმუნება, რომ ამერიკულ მხარეს ედისთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხში ქართველების მხრიდან სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.

ეს ამბავი, ცოტა არ იყოს და, დაუჯერებლად მოჩანს, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს რაგბის კავშირმა 62 წლის ჯონსს ამერიკელებზე უფრო მაცდუნებელი წინადადებით მიმართოს. თუმცა, ვინ იცის...

მკითხველის კომენტარები / 37 /
ვეთანხმები კომენტარებს, მაისაშვილი ძალიან კარგი მწვრთნელია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კინაღამ შეეწირა რაგბს და ასეთი მწვრთნელი უნდა დავაფასოთ და მივცეთ კიდე დიდხანს შესაძლებლობა აკეთოს თავისი საქმე, რომელიც ძალიან უყვარს.
გიორგი
22 ნოემბერი 2022 10:05
6
დაანებეთ მაისაშვილს თავი. შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს.
ტაბალი
22 ნოემბერი 2022 09:47
8
ქართული ანდაზაა "სხვა შენს გამოსადეგ შვილს არ გაგიზრდისო". კარგ გზას ადგას ფედერაციაც და ნაკრების მწვრთნელიც. რატომ არ ვიცით ქართველებმა საკუთარის დაფასება, ესაა საკითხავი.
ჟორა გაბრიჭიძე
22 ნოემბერი 2022 09:42
6
რაც კარგად გვეხერხება ეს ოცნებაა ასე რომ ვიოცნებოთ ჩვენი რამიდის..ეგ მაინც ხო არის უფასო ))))))
რონი
22 ნოემბერი 2022 08:54
5
უმადურობის ზეიმი!!!
SL
22 ნოემბერი 2022 08:46
6
კი, როტაცია ხდება-ედი საქარᲗველოᲨი მოდის და მაისაᲨვილი ინგლისᲨი მიდის.
ასავალ- დასავალი
22 ნოემბერი 2022 07:38
6
ნეტავ დაინიშნოს
.
22 ნოემბერი 2022 05:12
2
რაგბის კავშირის პრეზიდენტი აშკარად მარიფათიანი და ამბიციური კაცია. სავარაუდოდ მისი ინიციატივაა და რატომაც არა.

'Some men see things as they are and say why, I dream things that never were and say, why not' – George Bernard Shaw
ირაკლი
22 ნოემბერი 2022 04:21
22
მაგის მარიფათი იმაში გამოჩნდა მისი მეჯვარე რო გვყავს ახლა მწვრთნელად
sormona
22 ნოემბერი 2022 09:29
14
აფერისტი და დილეტანტი მეტყევეა რაგბთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეგ ედი ჯონსი კი თეორეტიკოსია. სუსტი ტიპია არ გვინდა არაფრად. ბერნარდ შოუ დეგენერატი იყო ვერ გაიგებდი რა უნდოდა საერთოდ. მაგ ციტატას რაც შეეხება ძალიან მარტივად და პირდაპირ ითარგმნება ქართულად, მაგრამ მაინც ინგლისურად დაწერა ვიღაცამ. რამე ისეთი რომ ეწერის რაც ინგლისურიდან არ ითარგმნება და ვერ გადმოთარგმნე კიდე ჰო, მაგრამ ამ შემთხვევაში ზედმეტი იყო (რბილად რომ ვთქვათ*). მაგის "ორიგინალში" დაწერა. და გინდ გეთარგმნა მაინც აზრი არა აქვს. იმდენად უაზრო, ბანალური და ალოგიკურია ამ სიტუაციაში საერთოდ გარტყმაში არ არის. და ეს "რატომაც არა" საერთოდ ყველაფერზე მიდის
inteleqti.
22 ნოემბერი 2022 06:51
9
ნეტა მართალი იყოს ეს ამბავი.
ლომი
22 ნოემბერი 2022 03:12
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული