იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, კარდიფში, ლეგენდარულ "ფრინციფალითიზე" უელსის 13:12 დამარცხების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ უელსი დაამარცხა. ასევე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ბორჯღალოსნებმა" ტიერ1-ის გუნდს სტუმრად მოუგეს:

"დიდი მადლობა ამ მშვენიერი დღისთვის. მადლობა უელსის ნაკრებს. ჩვენ ეს მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. ჩვენ ვართ დიდი ისტორიის მქონე პატარა ქვეყანა, რომელიც ძალიან რთულ რეგიონში მდებარეობს. დღევანდელი დღე კი სწორედ იმის დადასტურებაა, რომ ისტორიულად ჩვენ ამ ოჯახის ნაწილი ვართ. ყველას გთხოვთ, მოგვეცით საშუალება, რომ ასეთი მაღალი
დონის თამაშები ასეთ ატმოსფეროში ჩავატაროთ, რომ რაგბის განვითარებაში ერთად შევიტანოთ წვლილი.

უელსელმა ბიჭებმა თამაში წააგეს, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენს მორაგბეებს გადაეხვივნენ და გამარჯვება მოულოცეს. მთელი მსოფლიო ასე უნდა იქცეოდეს. თამაშის დასრულების შემდეგ, ჩემი კოლეგა იღიმოდა და გვილოცავდა. ეს არის სწორედ ის, რაც თანამედროვე სამყაროს სჭირდება. საქართველოს სურს, რომ დაამტკიცოს – ჩვენ ისტორიულად შეგვიძლია კარგი თამაში და სიხარულის ყველასთან ერთად გაზიარება".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
აჰა, გამოგვადგა ეს ქალიც რაღაცაში :)
გია
12:18 21-11-2022
7
მე - 6 პალატიდან ხარ შე უბედურო ?
ვ. პუტინს
08:55 21-11-2022
7

სიახლეები პოპულარული