ნოემბრის ტესტ-მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული გამოდგა, "ბორჯღალოსნებმა" უელსი სტუმრად კარდიფში 13:12 დაამარცხა და კალენდარულ წელიწადში მეორედ, ტიერ 1-ის გუნდზე გამარჯვება იზეიმა. შეგახსენებთ, 10 ივლისს ქართველებმა ბათუმში იტალიასთან 28:19 იმარჯვეს.
უელსისა და ურუგვაის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები 75.18 ქულით რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა, მე-13 ადგილზე გადავიდა და ფიჯის ნაკრები ჩამოიტოვა.
პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ირლანდია - 90.63
2. საფრანგეთი - 90.01
3. ახალი ზელანდია - 88.98
4. სამხრეთი აფრიკა - 88.01
5. ინგლისი - 84.62