საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისის თანამშრომლობა კიდევ 4 წლით გაგრძელდა

AutoSharing Option
ქართული რაგბის და თიბისის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდნენ და თანამშრომლობა 2027 წლამდე გახანგრძლივეს. პარტნიორები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდებიან და რაგბის ახალ თაობაში და საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციაზე ერთად იზრუნებენ. მრავალწლიანი მეგობრობა, რომელიც თიბისის და ქართულ რაგბის 2015 წლიდან აკავშირებს და ბევრ წარმატებას ითვლის, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. მხარეები რაგბის ბრენდირებული მაღაზიის და ახალი მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაზეც ერთად იზრუნებენ.

2022 წლის 25 ნოემბერს, ორი დიდი
ქართული ბრენდის - ქართული რაგბის და თიბისის ხელმძღვანელებმა, იოსებ ტყემალაძემ და ვახტანგ ბუცხრიკიძემ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში თიბისის მხრიდან რაგბის განვითარების ხელშეწყობას და პარტნიორობის ჩარჩოს განსაზღვრავს.

ქართული რაგბის სამომავლო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალურ პროექტებში ჩართულობა, როგორიცაა ინკლუზიურობის ხელშეწყობა სხვადასხვა თაობებსა და სოციალურ ჯგუფებში, ქალთა და გოგონათა გაძლიერება და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობები, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუწყობს ხელს.

"ქართულმა რაგბიმ ამ ბოლო, ძალიან მოკლე პერიოდში ზედიზედ რამდენიმე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და რაგბის მთელ სამყაროს აჩვენა, რომ უდიდესი განვითარების პერსპექტივა გააჩნია. უელსთან გამარჯვების შემდეგ ბიბისის კომენტატორმა ქართული ნაკრების სიძლიერე იმით ახსნა, რომ რაგბი ყოველი ქართველის სისხლშიაო, და ეს სიმართლეა, ჩვენი ისტორიული ლელო-ბურთი ამის დასტურია. სახელოვანი ქართველი მორაგბეები ათწლეულების განმავლობაში უყრიდნენ საფუძველს დღევანდელ წარმატებებს, რასაც ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის მსოფლიოში უპრეცედენტო ქველმოქმედებაც დაემატა – 100 მილიონი დოლარის ინვესტირება სარაგბო ინფრასტრუქტურაში და ეს უმძლავრესი ბიძგი აღმოჩნდა. ძალიან მიხარია, რომ ამ ხაზს თიბისი ბანკიც გააგრძელებს და ახალი ძალით დაუდგება გვერდში ქართულ რაგბის. თიბისი 2015 წლიდან არის საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორი და სასიამოვნოა, რომ დღემდე ინარჩუნებს ნდობას, – უფრო მეტიც, კიდევ უფრო ზრდის მხარდაჭერას. თიბისი ბანკი ხედავს ქართული რაგბის ბოლოდროინდელ შთამბეჭდავ შედეგებს და სრულად იზიარებს რაგბის კავშირის გრძელვადიანი განვითარების გეგმასაც. ვიმედოვნებ, რომ ქართული ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც დაინახავენ თიბისისთან ჩვენი განახლებული ურთიერთობის სიკეთეს და ასევე შემოგვიერთდებიან, გამარჯვება ხომ მხოლოდ ერთობას მოაქვს, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ ქართული რაგბის ყველა გულშემატკივრის სანუკვარ ოცნებას," - განაცხადა იოსებ ტყემალაძემ. 

„თიბისის და რაგბის მეგობრობა დათქმული პარტნიორობის ჩარჩოს სცდება, რადგან ჩვენს შორის ღირებულებათა სრული თანხვედრა არსებობს. თიბისი და რაგბის კავშირი დასახულ მიზანს ერთად ვემსახურებით. როგორც რაგბის რიგითი გულმხურვალე გულშემატკივარი და ამავდროულად თიბისელი, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობის პერიოდში ერთად შევძელით ქართული რაგბი უდიდესი წარმატების მაგალითად გვექცია და საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაგვეტანა. მტკიცედ მჯერა, რომ განახლებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართულ რაგბის, რომ კიდევ ბევრი გამარჯვება მოუტანოს საქართველოს. ჩვენი მხრივ, მხარდაჭერისთვის რესურსებს და ძალისხმევას არ დავიშურებთ,“ - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ დამაწერინოს ბუცხრიკიძემ როგორ იქცეოდნენ სულ ცოტა ხნის წინ (წლების წინაც)...
გივი
18:22 26-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული