"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე

AutoSharing Option
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ უარყო უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიმდინარეობს მოლაპარაკება ინგლისის ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსთან და მან შესაძლოა, "ბორჯღალოსნები" ჩაიბაროს:

"საიდან გაჩნდა მედიაში ეს ინფორმაცია, ვერ გეტყვით. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც მე წელიწადნახევრის წინ რაგბის კავშირში მოვედი, მიმდინარეობდა მოლაპარაკება რამდენიმე მაღალი დონის მწვრთნელთან, ისეთებთან - როგორიც ედი ჯონსია, მაგრამ მას შემდეგ ამ მიმართულებით არანაირი განახლება არ ყოფილა.

ვულოცავთ ლევან მაისაშვილს საოცარ გამარჯვებებს. როდესაც მან გამგეობაზე საკუთარი გეგმები წარმოადგინა, ტიერ1-ის გუნდებთან სხვადასხვა
კომპონენტებში ხარისხიანი თამაში იგეგმებოდა, თუმცა მოკლე პერიოდში ორი გამარჯვების მოპოვება შეძლო (იტალიასთან და უელსთან). შესაბამისად, არ იქნება კორექტული სხვა მწვრთნელის კანდიდატურის განხილვა.

პირიქით, ჩვენ მივიღეთ წინადადებები სხვადასხვა ქვეყნებიდან ლევან მაისაშვილთან დაკავშირებით და მათ აინტერესებთ, თუ იქნება ის თავისუფალი 2023 წლის შემდეგ. მსოფლიო თასის დასრულებამდე მასთან კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული და მინდა წარმატებები ვუსურვო, სამომავლო გეგმებს კი, მთელი სარაგბო ოჯახი ამის შემდეგ განვიხილავთ".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეხლა, მე რომ იმპერატორი დავირქვა, ისე ხარ შენ სიმართლე
გიორგი 11
15:30 27-11-2022
10
ვულოცავ ჩვენ ლომებს და წარმატებებს ვუსურვებ. ტყემალადზე გარტყმაშიბარ არ არის რაგბის მაისაშვილს არ მოუგია თამაში და ეს ყველამ იცის ჩვენ გვჭირდება კარგი მწვრთნელი. ტყემალაძე ცოტათი მოდი აზრზე
დავით
12:04 27-11-2022
17
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული