ლევან მაისაშვილი - ოპტიმალური შემადგენლობით რაგბი ევროპაზე

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" 29 იანვარს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან და 30-იდან 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაშისთვის მზადებას შეუდგებიან, რომელსაც 5 თებერვალს „ავჭალაზე“, 13 საათზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ.

ფორმატის ცვლილების მიუხედავად, გუნდებს კვლავინდებურად 5-5 თამაშის გამართვა მოუწევთ – 3-ის ჯგუფურ ეტაპზე და ორის ფლეი ოფში დაკავებული ადგილის მიხედვით.

"ბორჯღალოსნებმა" 2000 წლიდან დღემდე რაგბი ევროპის ჩემპიონატი (და მისი წინამორბედი ერთა თასი – 2000-2016) 14-ჯერ მოიგეს, მათგან 11 ბოლო 12 გათამაშებიდან. 2018 წლიდან საქართველო რაგბი ევროპის უცვლელი ჩემპიონია და თუ ტიტული
წელსაც დაიცვა, საკუთარ რეკორდს გაიმეორებს – ზედიზედ 6 გამარჯვება 2011-2016 წლებში.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ უმთავრესი მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა, თუმცა არის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანი:

„ტრადიციულად, უპირველესი მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონობაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2023 წლის მსოფლიო თასამდე სულ 8 თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი – 5 რაგბი ევროპაზე და სამიც გასახურებელი მატჩი აგვისტოში. სასურველია, რომ უფრო მაღალი დონის შეხვედრები გვქონოდა, მაგრამ თებერვალ-მარტში ეს მოცემულობა გვაქვს და ვერაფერს შევცვლით“.

„აქედან გამომდინარე, ექსპერიმენტებისთვის დრო ძალიან ცოტა გვრჩება და თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი. ასევე გვყავს რამდენიმე ახალბედა, რომლებიც გვინდა მსოფლიო თასამდე გავსინჯოთ და მათ ამ პერიოდში დავაკვირდებით“.

გაფართოებულ რაზმში სამი დებიუტანტია, 8 მოთამაშეს კი 10-ზე ნაკლები კეპი აქვს მოხვეჭილი. დებიუტანტებთან დაკავშირებით მთავარი მწვრთნელი ამბობს:

„სერგო აბრამიშვილი და ოთარ ლაშხი ნოემბრის შეკრებაზეც გვყავდა. ორივეს დიდი ხანია ვაკვირდებით, კარგად ვიცით მათი შესაძლებლობები და ვეცდებით ახლა მივცეთ თამაშის შანსი. თენგიზ ზამთარაძე ახალგაზრდა კვაჭია და მთელი სანაკრებო ვერტიკალი აქვს გავლილი, 20-წლამდელების ჩათვლით და ახლა "შავ ლომშია". მისი საქმეში ხილვა აქამდეც გვსურდა, თუმცა ტრავმამ შევიშალა ხელი“.

გაფართოებულ რაზმშია, თუმცა გერმანიასთან მატჩს გამოტოვებს ბექა გორგაძე და გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. დისკვალიფიკაციის გამო გერმანიასთან და ნიდერლანდებთან ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

„ის გუნდის კაპიტანია და შეკრებაზე მისი ყოფნა მნიშვნელოვანია. ბუკა ჩვენთან ერთად ივარჯიშებს, ფიზიკურ კონდიციებს შეინარჩუნებს და ესპანეთთან დაგვიბრუნდება. ვინ იქნება გუნდის კაპიტანი პირველ ორ თამაშში მას შედეგ გადაწყდება, რაც სათამაშო შემადგენლობას დავასახელებთ“.

„ასევე გაფართოებულ შემადგენლობაშია ლაშა მალაღურაძე, რომელიც თამაშის შეთხვევაში მე-100 კეპს მოიხვეჭს. მას მე-100 თამაში 2020 წელს უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ რუსეთთან თამაში გადაიდო, მერე კი კოვიდ-პანდემიის გამო თამაშები საერთოდ გაუქმდა. ყოველთვის მინდოდა, რომ ლაშასთვის ამ ნიშნულის მიღწევის შესაძლებლობა მიმეცა და ახლა ამ აქტივობაზე დავაკვირდებით“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
გავცვალოთ ინფო მაშინ) ჟვანიაზე მე არ ვიცი ზუსტად. ჩილაჩავასთან კონფლიქტი მსოფლიოზე მოხდა, როცა ძირითადში დაყენება კატეგორიულად მოითხოვა. ( კაცმა რო თქვას, იმსახურებდა). მაგრამ ასე დაყენება საკითხის შეურაცხმყოფელია სხვა ბიჭებისთვის და შტაბისთვის.მერე კი განეიტრალდა თითქოს, მაგრამ მონპელიეში რაც დაემართა კი ვნახეთ( საზარდულის ტრავმუს მერე ვეღარ აღდგა როგორც ჩანს. ნარო და ეგ მანამდე ყველას რო აწვებოდნენ , უცებ სურათი რადიკალურად შეიცვალა. ოდესღაც მსოფლიოს საუკეთესო დუეტმა ადგილი დაკარგა ძირითადში((( ლომის წილი საშინელმა ტრავმებმა იქონია ამაში. კასტრში გაუშვეს და იქ 20 წუთს თამაშობს მაქსიმუმ. სამწუხაროდ ( მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი 3 ნომერია დუდუსთან და ზირაქასთან ერთად) დღეს საკუთარი თავის აჩრდილია. აი ჟვანიას ისტორიას თუ მომიყვებით, დამავალებთ
@@ -ს
30 იანვარი 2023 16:34
0
ჩილაჩავას ამბავი არ ვიცოდი. გმადლობ ცნობისთვის. არც ჟვანიას ამბავი ვიცი. დამალვა რა პონტია?
გიორგი
30 იანვარი 2023 22:18
0
2015 წლოს მსოფლიო გადავიმეოროთ. მალაღურას სუპერ გამოსვლა.
Docki
30 იანვარი 2023 10:07
0
1. მალაღურა წინაზეც უნდა გამოეძახა. მაგალითად ჰოლანდიასთან. უბრალიდ 100 რომ შეესრულებინა, თორემ ისე დიდი რაგბი დამთავრებულია, რა თქმა უნდა. მადლობა მად. 2. ძალიან მაინტერესებს, იქნებ ჟურნალისტებმა პირდაპირ კითხოთ ლევანს, გოგოლაძემ რამე დააშავა? თყ დააშავა, ვიმსახურებთ ვიცოდეთ. არ შეიძლება კომუნიკაციის ასეთი იგნორირება. ჩილაჩავაზე გვითხარით- გავიგეთ. მელიქიძეზე გვითხარით- გავიგეთ. გაგვაგებინეთ რა გოგოლაძეზე??? სხვა შემთხვევაში გაუგებარია სრული იგნორირება კაცის, რომელიც პრო დ 2 ში შეუცბლელად თამაშობს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელივან პოზიციებზე: 15-14. რატომ არ გვინდა? ბევრი გვყავს?
რეზო
30 იანვარი 2023 01:36
0
მე მაგალითად ჟვანიაზე ვიცი პასუხი, მაგრამ ჩილაჩავაზე არა. მელიქიძემ, როგრც ცნობილია, საკლუბო პერსპექტივის გამო, ბოლო თამაშებზე დარჩენა გადაწყვიტა
@@
30 იანვარი 2023 12:15
0
შე კაი კაცო! კაცი ამდენი ხანია მეასე თამაშს ელის და იტალიასთან ან უელსთან რომ გამოგეძახა, ქვეყანა დაიქცეოდა? ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს, 6 ერის გუნდს მეასე თამაშით რომ დაამარცხებ?
: )))))))
29 იანვარი 2023 00:38
12
ვინც იყო უკეთეს ფორმაში და ვინც პერსპექტივაში გამოიძახა და გამარჯვებაც მოგვიპოვა უელსთან მაგის პოზიციაზე მოთამაშემ. :) სწორედ ამ ორღობის ევროპის ჩემპიონატზე უნდა გამოიძახო სადაც შეცვლების გარეშეც კი მოუგებ გერმანიას და პატივი სცე რომ ცენტურიონი გახდეს 1 კეპი რაღა გახდა.
._.
29 იანვარი 2023 21:47
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, გისურვებთ ჩემპიონობას!
ლაშა
28 იანვარი 2023 23:46
0

სიახლეები პოპულარული