ეს არაა სამართლიანი მოთამაშეებისა და საქართველოს მიმართ - მერაბ შარიქაძის მიმართვა გულშემატკივარს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ტელეკომპანია "მთავარ არხზე", გადაცემა "შენი დილას" ეთერში ისაუბრა და ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"სადაც შანსი მექნება, მინდა ეს ყველგან ვთქვა. როგორც წესი, თუ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, ჩვენი გულშემატკივრები საგულშემატკივროდ სტადიონზე მოდიან.

გასული მსოფლიო ჩემპიონატის წინ "დინამო არენაზე" შოტლანდიას ვეთამაშეთ, თუმცა მოედანი არ გაივსო. როდესაც გვაქვს პრეტენზია, რომ "ექვს ერში" მიგვიღონ, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. პირადად ჩემთვის, ეს ფაქტი სამარცხვინო იყო.

ჩვენი ქომაგი მოწინააღმდეგის სიძლიერის მიხედვით წყვეტს, მივიდეს თუ არა სტადიონზე. ვფიქრობ, ეს არასამართლიანია როგორც
მოთამაშეების, ასევე საქართველოს მიმართ. მაგალითად, უელსისთვის ჩვენ ძლიერ მეტოქედ არ ვითვლებოდით, მაგრამ სტადიონი სავსე იყო - 80 000 კაცი მოვიდა იქ, რადგან ქომაგები არა მოწინააღმდეგის სანახავად, არამედ თავისი გუნდის საქომაგოდ მივიდნენ. ვისურვებდი, რომ საქართველოშიც ასე იყოს.

ამის გამო გერმანიასთან გასამართი შეხვედრა პატარა სტადიონზე ("ავჭალის სტადიონზე") გაიმართება, რადგან კავშირში ივარაუდეს, რომ ბევრი ქომაგი არ მოვიდოდა. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად ასე იქნებოდა. როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, თუ სად გვირჩევნია თამაში, ცხადია, პატარა სტადიონს ვირჩევთ, რადგან დიდ მოედანზე ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაშისას იმედგაცრუებული ვრჩებით, ეს ხასიათსა და მიდგომაზე ძალიან მოქმედებს", - განაცხადა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები "რაგბი ევროპის" ფარგლებში პირველ მატჩს გერმანიის წინააღმდეგ 5 თებერვალს, 13:00 საათზე გამართავს.

წყარო: "მთავარი არხი"

altშარიქაძე: ბევრი სცდება და ბევრს აზრის შეცვლა მოუწევს

altშარიქაძე: კარგი იქნებოდა მსაჯიანად მოგვეგო

მკითხველის კომენტარები / 62 /
აქ შედარებები მოჰყავთ უკეთესს ვერსად ნახავ. :) თურმე ნუ იტყვი და ფეხბურთში თბილისის დინამოს დიდების წლებში სტადიონზე ხალხი დადიოდა. ახლა რატომ არ დადიანო. :) არ მსურს საბჭოთა კავშირის პერიოდის გახსენება, მაგრამ მინდა ყველას გაცნობოთ, მაშინ ხალხს არ უჭირადა როგორც დღეს...
....
22:15 08-02-2023
0
კარგი იქნება ფედერაციამ რომ შუკვეთოს ანიმაციური ფილმი რაგბის წესებზე. თამაშგარე, შერკინება, რაქი, არ გადაგორება, მოლი, გაჭედვა და ა.შ. ეს იქნებოდა რაგბის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალება. ამის შემდეგ გაცილებით მეტი გუშემარკივარი გაუჩნდება ქართულ რაგბს და ტრიბუნებიც შეივსება.
გიორგი
16:55 05-02-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული