11 გატანილი ლელო - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია 75:12 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა და 75:12 დაამარცხა

შეხვედრის მე-4 წუთზე სადებიუტო შეხვედრაში ლელო ოთარ ლაშხმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.

მე-9 წუთზე თავისი პირველი ლელოს ავტორი უკვე აკაკი ტაბუცაძე გახდა, გარდასახვაზე კი სიზუსტით უკვე კვლავ ლუკა მატკავა გამოირჩა.

23-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთი კვლვ აკაკი ტაბუცაძემ დაამიწა და ეროვნულ ნაკრებში 21-ე ლელო მიითვალა, ლუკა მატკავამ კი მორიგი გარდასახვა გაიტანა.

ეროვნული ნაკრების მე-14 ნომერმა თავისი მესამე ლელო გერმანელებს 31-ე წუთზე დაუდო, გარდასახვაზე კვლავ
ზუსტი მატკავა იყო.

36-ე წუთზე ლელო კონსტანტინე მიქაუტაძემ დადო, ლუკა მატკავამ კი უკვე მე-5 გარდასახვა გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლო ლელო თორნიკე ჯალაღონიამ დადო, მატკავამ გარდასახვა ამჯერადაც არ ააცილა.

მეორე ნახევარი გერმანელთა ლელოთი დაიწყო, რომელიც 48-ე წუთზე ფელიქს ლამერსმა გაიტანა, გარდასახვა კი ზუსტად ედუარდ სტელამ ვერ შეასრულა.

53-ე წუთზე ლელოს გატანა კვლავ ქართველებმა იზეიმეს - ამჯერად მისი ავტორი გიორგი ცუცქირიძე გახდა, გარდასახვისა კი კვლავ ლუკა მატკავა.

57-ე წუთზე "ბორჯღალოსნებში" კიდევ ერთი სადებიუტო ლელო ვიხილეთ, რომელიც მიშიკო ალანიამ გაიტანა, მერვე გარდასახვა ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.

61-ე წუთზე ლელო ედუარდო სტელამ დაგვიდო და გარდასახვაც მან ზუსტად დაარტყა.

65-ე წუთზე ლუკა მატკავამ ამჯერად ლელო დადო, რასაც გარდასახვაც მიაყოლა.

70-ე წუთზე ლელო კვლავ გიორგი ცუცქირიძემ დადო, ლუკა მატკავამ კი ამჯერად გარდასახვა ზუსტად ვერ დაარტყა.

79-ე წუთზე ლელო კვლავ გიორგი ცუცქირიძემ დადო, გარდასახვა კი ლუკა მატკავამ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებმა გერმანია მეათედ დაამარცხა. "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპაზე მორიგ შეხვედრას 11 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან გამართავენ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფეღბურთშიც რომ მოუგოთ ესეთებს საჭიროა ესეთი სულისკვეთებით თამაში და ესეთი სამწვრთნელო შტაბი!

გილოცავთ ბიჭებო და მწვრთნელებო მაგჰრები ხართ!
mesxi
06 თებერვალი 2023 12:23
3
მოუხედავად გერმანელი რეგბისტების სიფარჩაკისა, მაინც კარგად ჟღერს: საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ნაკრები 75:12 (ფეხბურთის ენაზე 11:2) გაანადგურა!
ერთი მოვესწრებოდე გერმანიის, საფრანგეთის და მათნაირების ფეხბურთში ძლევას!
მერაბ გ.
06 თებერვალი 2023 09:35
0
ალანია სანაკრებე არაა..
გიო
05 თებერვალი 2023 18:13
9
გილოცავთ, გაიხარეთ ბიჭებო! კარგი იქნება ფედერაციამ რომ შუკვეთოს ანიმაციური ფილმი რაგბის წესებზე. თამაშგარე, შერკინება, რაქი, არ გადაგორება, მოლი, გაჭედვა და ა.შ. ეს იქნებოდა რაგბის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალება. ამის შემდეგ გაცილებით მეტი გულშემარკივარი გაუჩნდება ქართულ რაგბს და ტრიბუნებიც შეივსება.
გიორგი
05 თებერვალი 2023 17:13
2
ძალიან დასანანია, რომ რუსეთი გაწიხლეს აქედან. აბა, იმაზე დიდ სიამოვნებას სხვა რა მოგვანიჭებდა, თუ არა მეასეჯერ ზედიზედ რომ მივარჭობდით მწარედ მათსავე გაყინულ მოედანზე. ახლა ეს პერსპექტივა ხელიდან დაგვისხლტდა, ეეეჰჰჰჰ, ვაი-ვუი! რაც შეეხება პატივცემულ გერმანელებს, ისინი მგონი ისე დამძიმდნენ ამდენი ლუდის სმით, რომ მალე, როგორც ჩანს, ფეხბურთშიც კი შემოგვეჭმებიან მათივე ლუდის ზედ დაყოლებით.
ელიასი
05 თებერვალი 2023 16:01
17
შენც კაი პივის კაცი ხარ ელიას.
ანდრი
05 თებერვალი 2023 16:29
3
მატკავა რა ბიჭია,ყოჩაღ ძმაო!!!
გიუშა
05 თებერვალი 2023 15:48
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
სააკაძე
05 თებერვალი 2023 15:14
0
მადლობა,ბიჭებო.გაიხარეთ!
მერაბი
05 თებერვალი 2023 15:08
0

სიახლეები პოპულარული