11 გატანილი ლელო - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა გერმანია 75:12 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა და 75:12 დაამარცხა

შეხვედრის მე-4 წუთზე სადებიუტო შეხვედრაში ლელო ოთარ ლაშხმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.

მე-9 წუთზე თავისი პირველი ლელოს ავტორი უკვე აკაკი ტაბუცაძე გახდა, გარდასახვაზე კი სიზუსტით უკვე კვლავ ლუკა მატკავა გამოირჩა.

23-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთი კვლვ აკაკი ტაბუცაძემ დაამიწა და ეროვნულ ნაკრებში 21-ე ლელო მიითვალა, ლუკა მატკავამ კი მორიგი გარდასახვა გაიტანა.

ეროვნული ნაკრების მე-14 ნომერმა თავისი მესამე ლელო გერმანელებს 31-ე წუთზე დაუდო, გარდასახვაზე კვლავ
ზუსტი მატკავა იყო.

36-ე წუთზე ლელო კონსტანტინე მიქაუტაძემ დადო, ლუკა მატკავამ კი უკვე მე-5 გარდასახვა გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლო ლელო თორნიკე ჯალაღონიამ დადო, მატკავამ გარდასახვა ამჯერადაც არ ააცილა.

მეორე ნახევარი გერმანელთა ლელოთი დაიწყო, რომელიც 48-ე წუთზე ფელიქს ლამერსმა გაიტანა, გარდასახვა კი ზუსტად ედუარდ სტელამ ვერ შეასრულა.

53-ე წუთზე ლელოს გატანა კვლავ ქართველებმა იზეიმეს - ამჯერად მისი ავტორი გიორგი ცუცქირიძე გახდა, გარდასახვისა კი კვლავ ლუკა მატკავა.

57-ე წუთზე "ბორჯღალოსნებში" კიდევ ერთი სადებიუტო ლელო ვიხილეთ, რომელიც მიშიკო ალანიამ გაიტანა, მერვე გარდასახვა ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.

61-ე წუთზე ლელო ედუარდო სტელამ დაგვიდო და გარდასახვაც მან ზუსტად დაარტყა.

65-ე წუთზე ლუკა მატკავამ ამჯერად ლელო დადო, რასაც გარდასახვაც მიაყოლა.

70-ე წუთზე ლელო კვლავ გიორგი ცუცქირიძემ დადო, ლუკა მატკავამ კი ამჯერად გარდასახვა ზუსტად ვერ დაარტყა.

79-ე წუთზე ლელო კვლავ გიორგი ცუცქირიძემ დადო, გარდასახვა კი ლუკა მატკავამ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებმა გერმანია მეათედ დაამარცხა. "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპაზე მორიგ შეხვედრას 11 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან გამართავენ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
გილოცავთ, გაიხარეთ ბიჭებო! კარგი იქნება ფედერაციამ რომ შუკვეთოს ანიმაციური ფილმი რაგბის წესებზე. თამაშგარე, შერკინება, რაქი, არ გადაგორება, მოლი, გაჭედვა და ა.შ. ეს იქნებოდა რაგბის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალება. ამის შემდეგ გაცილებით მეტი გულშემარკივარი გაუჩნდება ქართულ რაგბს და ტრიბუნებიც შეივსება.
გიორგი
17:13 05-02-2023
2
მადლობა,ბიჭებო.გაიხარეთ!
მერაბი
15:08 05-02-2023
0

სიახლეები პოპულარული