მაგრამ როგორც მწვრთნელები, ასევე თავად მორაგბეები და გულშემატკივრები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ, ჩვენთვის კი ტიტულის მე-15-ედ მოპოვებასთან ერთად, ხარისხიც მნიშვნელოვანია.
„ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ნიდერლანდებში ჩასვლა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თურქეთში მომხდარი ტრაგედიისა და უამინდობის გამო ბევრი რეისი გადაიდო და ამის შესახებ გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგეთ. მოგვიწია ორ ეტაპად მგზავრობა. პირველ ჯგუფს გადაჯდომაზე აეროპორტში დიდი ხნით მოუწია ლოდინი,
„მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ტექნიკური და თამაშის მართვის კუთხით მაინც უკეთ უნდა გვეთამაშა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც მეტოქეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა მისცა. პრობლემები გვქონდა დისციპლინის კუთხითაც, თუმცა სამიდან ორ ყვითელ ბარათში მსაჯს ვერ დავეთანხმები. და მაინც, გუნდი გაფრთხილებული იყო, რომ მსაჯი არაფერს გვაპატიებდა და ამდენი ჯარიმა მოსაწონი ვერ იქნება. იმედი მაქვს, ეს გამოცდილება მომდევნო თამაშში გამოგვადგება. გამოცდილების კუთხით, ასეთი თამაშები უკეთესია, ვიდრე 80 ქულის სხვაობით მოგება, თუმცა არც ამ შემთხვევაში იყო სხვაობა პატარა“.
ამსტერდამში მოგების შემდეგ "ბორჯღალოსნები" პორტუგალიაში ჩავიდა, სადაც ესპანეთთან ტორელავეგაში, 18 თებერვალს გასამართი მატჩისთვის ემზადება. ორივე გუნდს განაღდებული აქვს პლეი-ოფის საგზური, თუმცა ურთიერთშეხვედრამ უნდა გაარკვიოს, ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით.
„ესპანეთთან თამაშისთვის პორტუგალიაში ვემზადებით. გვქონდა ვიდეოანალიზი და დავაფიქსირეთ შეცდომები. შემადგენლობასთან დაკავშირებით მწვრთნელები ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ესპანეთს, ის ძლიერი გუნდია და რომ არა დაუდევრობა, ახლა მსოფლიო თასის მონაწილე იქნებოდა. მათ ჰყავთ ბრძოლისუნარიანი ფორვარდები და სახიფათო ბექები. ვფიქრობ, საინტერესო თამაში გველოდება“ – აღნიშნა მაისაშვილმა.
Rugby.ge