საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტორელავეგაში ესპანეთი 41:3 დაამარცხა.

დებიუტში ჩვენი გუნდი ტაბუცაძის დუბლით დაწინაურდა, აბჟანდაძემ ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენა, მასპინძლებმა კი მოედნის ცენტრიდან სამიდან ერთი საჯარიმოს რეალიზება შეძლეს. საქართველოს ნაკრები სრულ უპირატესობას ფლობდა, მუდმივად უტევდა, 25-ე წუთზე გიგაშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძე გარდასახვისას ისევ არაზუსტი იყო. პირველი ტაიმის დასასრულს მასპიძლები მოგვეძალენ, თუმცა „ბორჯღალოსანთა“ დაცვა კარგად დაუხვდა, რასაც აბჟან
დაძის ლელო-გარდასახვა მოჰყვა და პირველი ტაიმი 3:22 დასრულდა.

მეორე ტაიმი ლამაზი კომბინაციის შედეგად შარიქაძის დაგვირგვინებული ლელოთი დაიწყო და აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემდეგ მაღალი ბოჭვის გამო მამუკაშვილი გაასინბინეს, რითაც ესპანელებმა ვერ ისარგებლეს. მერე აფრასიძის კიდეზე გადაკიდებული ბურთი თოდუამ დაამიწა, მატკვას გარდასახვიდან დარტყმული ბურთი კი ძელს მოხდა. 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბე გაასინბინა, ნინიაშვილმა მათი დაცვა გააღრვია, ხოლო მატკავამ ამჯერად ზუსტად გარდასახა.

მაისაშვილის გუნდმა ა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 5 მარტს მასპინძლის უფლებით ითამაშებს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ხვალ, პორტუგალიისა და რუმინეთის შეხვედრაში გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნაკრებმა დიდებულად ითამაშა და მხოლოდ 8 გამოხმაურებაა დადებული.მათ შორის,ერთი ჩემია.რომ გაგვჭირვებოდა,ანდა უარესი,წაგვეგო,სულ ცოტა 100 კომენტარი და კომენტატორი მაინც გამოვარდებოდა,წიოკით,მოაშორეთ ტყემალაძე,მოაშორეთ მაისაშვილი,მაგათ მოსპეს და დააქციეს,ქართული რაგბიო.არადა ბიჭებმა,სული და გული ჩადეს,ამ თამაშში,80 წუთი არც თავი დაზოგეს,არც მეტოქე და 6 ერის შესაფერისი დატვირთვებით ჩაატარეს მთელი მატჩი.არც მსაჯმა მოგვაკლო,ხელი,მაგრამ ბიჭებმა ყველა გარემოებაზე გაიმარჯვეს და ისე ითამაშეს,ამდენი წელი,საოცნებოდ რომ გვქონდა.ხელდახელ გაიტანეს ლელოების უმეტესობა.ჩვენ უკვე თითქმის ისე ვთამაშობთ,როგორი თამაშის სწავლასაც,მილტონ ჰეიგისაგან ველოდით.მანაც დიდი შრომა გასწია,თუმცა საბოლოოდ,მაინც მაისაშვილის ფორმაციის ნაკრებმა დაიწყო ისეთი თამაში,როგორზეც ვოცნებობდით.რა თქმა უნდა ოცნებას საზღვარი არა აქვს და ახლა სხვა ამოცანები გვექნება გადასაჭრელი,მაგრამ ბორჯღალი უკვე გადაიქცა,თანამედროვე სტილით მოთამაშე ნაკრებად და ამის შემდეგაც,ამ მიმართულებით განვითარდება.ასე რომ წარმატებები და გამარჯვებები,ბიჭებო!
სოსო
20 თებერვალი 2023 22:16
0
გილოცავთ ბიჭებო!!!... მადლობა რომ გაგვახარეთ!!!...
კობა
19 თებერვალი 2023 18:51
0
კარგად ითამაშეს მაგრამ დისციპლინა მოისუსტებდა და ბევრად გამოსასწორებლია. მსოფლიოზე ამდენს არავინ გვაპატიებს. მთავარი ის არის გუნდი წინ მიდის და ხაზიც ბევრად უკეთესად გამოიყიურება ვიდრე წინა წლებში. თოდუა არის სამაგალითო ადამიანი ამდენი წლი უმაღლეს დონეზე თამაშობს და მისი დაშებული შეცდომა დაცვაშიც არ მახსოვს. გამეხარდა რომ ბუკა ფორმაში შევიდა და დადო კიდევაც. აუტებიც გამოსწორდა. დემეც კარგად ჩაერთო თამაშში. რაგბა მართლა ჩვენი თამაშია და თუ ასე გავაგრძელეთ წესით ათეულში უნდა მოვხვდეთ. მსოფლიოზე დიდი შანსია 3 თამაშის მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. სავსებით შესაძლებელია. გამარჯვებით ლომებო!!!
simartle
19 თებერვალი 2023 17:22
0
დისციპლინაში ისევ მაგრად გვიჭირს, ამდენი ყვითელი რა ამბავია? მაგით მთელ წვალებას წყალში ვყრით
: )))))))
19 თებერვალი 2023 08:16
1
15 ქულით (ან უფრო დიდი სხვაობით) უნდა მოგვეგო, რომ მსოფლიო რაგბის რეიტინგში ჩვენი ნაკრები დაბრუნებულიყო მე-12 ადგილზე. ამ გამარჯვების შემდეგ იტალია ჩავწიეთ მე-13 ადგილზე.
ქ. გ.
19 თებერვალი 2023 03:10
0
საღოლ მაის, კარგად დალაგებული თამაში იყო...
Zviads
19 თებერვალი 2023 00:27
3
გამარჯვებას გილოცავთ და მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის, ნამდვილად მშვენიერი თამაში იყო როგორც დაცვაში ისე შეტევაში, სტატიკაში და დინამიკაში, მაგრამ რომ არ დავწერო არ შეიძლება: ბოლო ორი თამაში დისციპლინა არის გამაოგნებელი - 6 სინბინი, ამხელა უპირატესობის ფონზე თან. დღეს 25 წუთში სამი სინბინი მივიღეთ.. ეს ნიშნავს რომ გუნდი მობილიზებული ვერ არის სათანადოდ ამ მხრივ, რაღაცეების უფლებას აძლევს თავს(მაგალითად,კაპიტანი ძალიან ბევრს ეკამათება მსაჯს, აფრასიძე საერთოდ ხელებს უქნევს ძველბიჭურად) და ძვირად არ დაგვიჯდეს რუმინეთთან ან მითუმეტეს პორტუგალიასთან. მაისაშვილმა სასწრაფოდ უნდა მიხედოს ამ ამბავს. კიდევ ერთი- დამთავრებულია დრო და იგებ უზარმაზარი სხვაობით, ხომ შეიძლება ადეკვატურად მოიქცე,გადააგდო აუტში და ტრამვის მიღების რისკი გამორიცხო? კიდევ ერთხელ მადლობა ბიჭებს და იმედია კიდევ ერთხელ აღმართავენ ერთა თასს!
ალექს
19 თებერვალი 2023 00:12
0
ძალიან ვისიამოვნე,ჩვენი ბიჭების თამაშით!გილოცავთ და მომავალ თამაშებშიც ასეთივე დამაჯერებელ გამარჯვებებს გისურვებთ!გუნდი ძალიან კარგი განწყობით თამაშობდა და ის მრავალი ჯარიმა,რაც მათ მიიღეს,ძირითადში,მგონი ამ აზარტის ბრალი იყო.ცდილობდნენ მაქსიმალურად სწრაფად ეთამაშათ და რაქიდან ასე სწრაფად ბურთის გამოტანა,მგონი იტალიასთან და უელსთანაც არ გამოგვდიოდა.არ ვიცი როგორ გამოვალთ,მსოფლიოს თასზე(დიდი იმედი მაქვს,რომ კარგად),მაგრამ სათამაშო სტილი რომ გაცილებით სწრაფი და კომბინაციური გახდა,ეს ახლავე ცხადად ჩანს.
სოსო
19 თებერვალი 2023 00:12
0
საშინელი მსაჯობა იყო. ჯერ ხო ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და ბოლოს რაც ქნა ყველანაირი ჩარჩოდან ამოვარდნილია. თუ ჯარიმა იყო დაენიშნა ეგრევე ყურში რისთვის აქვს ის აპარატურა ვერ უთხრეს ეგრევე?? და თუ მაგის მერე 5 წუთი გვაბურთავა გაეტარებინა ეგ ეპიზოდი :) ფუ რა
გილოცავთ გამარჯვებას
19 თებერვალი 2023 00:07
3

სიახლეები პოპულარული