რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მელ­საც ტა­ლახ­ში სვრი­ან - ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, რომ ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი მო­რაგ­ბე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მთე­ლი თა­ვი­ან­თი ფი­ზი­კუ­რი, ემო­ცი­უ­რი, გო­ნებ­რი­ვი ძა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ხე­ლოდ იხარ­ჯე­ბი­ან და ის­ტო­რი­ულ წარ­მა­ტე­ბებს ზე­დი­ზედ აღ­წე­ვენ მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე, ჩირ­ქი არ მო­ე­ცხო პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით გო­ნე­ბა­და­ბინ­დულ, ყვე­ლაფ­რისმკად­რე­ბელ ვი­თომ ჟურ­ნა­ლის­ტთა ჯგუფს ტვ-პირ­ველ­ზე;

რო­გორც კი შე­მა­ტყო­ბი­ნეს ტვ-პირ­ვე­ლის ანონ­სის შე­სა­ხებ, თით­ქოს იმ სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ჩვე­ნი მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი იყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი იტა­ლი­ას­თან ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის წინ - რუსი ოლი­გარ­ქი ჩა­ვიყ­ვა­ნე ვერ­ტმფრე­ნით და რეს­ტო­რან­ში გა­ვუ­მას­პინ­ძლდი, გა­ვავ­რცე­ლე
უარ­ყო­ფა და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში სარფში, სას­ტუმ­რო ლიც­ში მატ­ჩის წინ გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი, ექი­მე­ბი, ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჯგუ­ფი და რაგ­ბის კავ­ში­რის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ჩემი ჩათ­ვლით - ასამ­დე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა მა­ლუ­ლად ვინ­მეს მარ­თლაც რომ მო­ენ­დო­მე­ბი­ნა ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის შე­უმ­ჩნევ­ლად და თან სა­გან­გე­ბოდ გა­მას­პინ­ძლე­ბა, იყო სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი.

ავ­ხსე­ნი ისიც, რომ სას­ტუმ­რო ლიცი შე­ირ­ჩა ქა­ლა­ქი­დან გა­რი­ყუ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გამო, რათა სპორ­ტსმე­ნებს ჰქო­ნო­დათ მატ­ჩამ­დე სრულ სიმ­ყუდ­რო­ვე­ში კონ­ცენ­ტრი­რე­ბის და ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, და, რომ ამა­ვე მი­ზე­ზით, რაგ­ბის კავ­ში­რის თხოვ­ნით, სას­ტუმ­რო და­ხუ­რუ­ლი იყო სხვა სტუმ­რე­ბის­თვის. გა­ვავ­რცე­ლე ფოტო მა­სა­ლაც იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩემი პი­რა­დი სახ­სრე­ბით და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სამი ვერ­ტმფრე­ნით სვა­ნე­თი, რაჭა და აჭა­რა და­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე სა­რაგ­ბო სამ­ყა­როს თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ შო­რის კლოდ სო­რელს და რიჩ დიქ­სონს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტებს, ინფლუ­ენ­სე­რებს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ევ­რო­პი­დან ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ჩა­ვიყ­ვა­ნეთ ბა­თუმ­ში მატჩზე და­სას­წრე­ბად, და ასე­ვე ჩემს პი­რად სტუმ­რებს, ქარ­თუ­ლი რაგ­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დეს გულ­შე­მატ­კივ­რებს, - მარკ ჰე­ი­ნეს და­ნი­ელს, რომ­ლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია ქა­ს­ქა­დენ გრუ­პი 200 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის კერ­ძო აქ­ტი­ვებს მარ­თავს და იაშა ელი­გუ­ლას, რომ­ლის კომ­პა­ნია მსოფ­ლიო მას­შტა­ბის კონ­ცერ­ტებს აწყობს, პი­რა­დად კი მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აქ­ტი­ვებს ფლობს.

10 ივ­ლისს, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში 6 ერის წევ­რი იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით და­ვა­მარ­ცხეთ და მთე­ლი მსოფ­ლიო კი­დევ ერთხელ ავა­ლა­პა­რა­კეთ ქარ­თუ­ლი რაგ­ბის სას­წა­ულ­ზე - სამ­წუ­ხა­როდ, რაგ­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­გან გან­სხვა­ვე­ბით ტვ-პირ­ვე­ლი მხო­ლოდ ბოღ­მი­თა და ღვარ­ძლით აღავ­სო და მას შემ­დეგ მო­ყო­ლე­ბუ­ლი შუ­რის სა­ძი­ებ­ლად, ჩირ­ქის მო­სა­ცხე­ბად ეძე­ბა კომ­პრო­მა­ტი და რომ ვერ მი­აგ­ნო, გა­მო­ი­გო­ნა ჩვე­უ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბით - “ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით” - თით­ქოს იტა­ლი­ას­თან ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის წინა დღეს, რო­დე­საც მთე­ლი სა­რაგ­ბო ოჯა­ხი ბრძო­ლი­სა და წარ­მა­ტე­ბის­თვის იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სწო­რედ იქ სა­დაც ეს ოჯა­ხი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, სას­ტუმ­რო ლიც­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ვერ­ტმფრე­ნით რუს მი­ლი­არ­დერს გა­ვუ­მას­პინ­ძლდით, რომ­ლის გვა­რი პი­რა­დად მე პირ­ვე­ლად გა­ვი­გე - ბინ­ძუ­რი ცი­ლის­წა­მე­ბა და და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა პი­რა­დად ჩემი, ქვეყ­ნის მე­სა­ზღვრე­ე­ბის, მთავ­რო­ბის და სა­ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თულ მო­რაგ­ბე­თა მი­სა­მარ­თით, რომ­ლე­ბიც ბინ­ძუ­რი კონ­სპი­რა­ცი­ის ნა­წი­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნეს.

“თა­ვი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით” ტვ-პირ­ვე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც გა­დაწ­ვდა, ქარ­თუ­ლი რაგ­ბის მო­ა­მა­გეს, რომ­ლის შემ­წე­ო­ბით აშე­ნე­ბულ სა­რაგ­ბო სტა­დი­ო­ნებ­ზე აღ­ზრდი­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი აღ­წე­ვენ დღეს სწო­რედ ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბებს, და, მას რუსი მი­ლი­რა­დე­რის­თვის სა­კუ­თა­რი ვერ­ტმფრე­ნით სარ­გებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა და­აბ­რა­ლა. ყვე­ლა ეს ბრალ­დე­ბა, რომ შე­თი­თხნი­ლი იყო, არ ეყ­რდნო­ბო­და არა­ნა­ირ ფაქ­ტებს წი­ნას­წარ ეც­ნო­ბა ტვ-პირ­ველს, უფრო მე­ტიც შევ­თა­ვა­ზეთ სას­ტუმ­რო ლი­ცის სტუმ­რე­ბი­სა და ვერ­ტმფრე­ნე­ბის მგზავ­რთა სრუ­ლი სიაც, რი­თაც არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, ბო­რო­ტი გან­ზარ­ხვით გა­ავ­რცე­ლა ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი და რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლახ­ვე­ლი სიც­რუე,- იმე­დი მაქვს ქარ­თუ­ლი მე­დია, მისი მომ­ხმა­რე­ბე­ლი აუ­დი­ტო­რია, სა­მო­ქა­ლა­ქო და ადა­მი­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჯე­როვ­ნად შე­ა­ფა­სე­ბენ ტვ-პირ­ვე­ლის ამ კი­დევ ერთ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის ძირ­გა­მომ­თხრელ ძა­ლის­ხმე­ვას და გა­ე­მიჯ­ნე­ბი­ან მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სლო­გა­ნით შე­ნიღ­ბულ ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პრაქ­ტი­კას" - აცხა­დებს იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე.

(R)
მკითხველის კომენტარები / 19 /
სოსო ბატონო მიაწექით და გააგრძელეთ თქვენი საქმის მაქსიმალურად წარმატებით კეთება, ხალხი ხედავს რომ შედეგები მოდის, იტალია და უელსი წავაქციეთ, სხვანაირად დაგვიწყეს ყურება რაგბის ბობოლებმაც და ა.შ.

რაც შეეხება ბოღმითა და ღვარძლით აღსავსე თანამემამულეთა ნაწილს, სამწუხაროდ ისტორიულადაც გვყავდა ეგეთები ერში, ხვიჩასასც ლანძღავენ, ტალახაძესაც და პეტრიაშვილსაც. თუმცა როგორც იტყვიან ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.

წარმატებები და მხნეობა კარგო კაცო ქართული სპორტის საკეთილდღეოდ!

ჩეტო
11:22 21-02-2023
13
ბატონო იოსებ დაანებეთ თავი ოპოზიციურ ტვ-ზე თავდასხმას. თქვენ რომ ბიძინას კაცი ხართ და ის რომ რუსია მენტალურად ეს უცხოა თქვენთვის? ნუ ეფარებით ქოცები ხან ხვიჩას ხან ტალახაძეს და ახლა რაგბს ოპოზიციურუ ტვ-ზე შეტევებისათვის. მე იმედს უყურებდი სააკაშვილმა ავტომატებიანი ხალხი რომ გამოაგზავნა და ახლა ის იმედი ''ნადეჟდათ'' გახადეთ, მთავარი ოფისი კრემლში აქვთ გადატანილი, ყოველდღიურად დასავლეთს აგინებენ, რუსეთს საერთოდ არ ახსენებენ. ადამიანები არ იცვლებიან ის თარგამაძე ვისაც ავტომატებით შეუარდენენ სიმართლის მოძულე ხალხი, ახლაც სიმართლეს ლაპაეაკობს. ნურაფერს გააკეთებთ დამალვით და ყველაფერს დავინახავთ ოპოზიციონერების გარეშეც. არც ლამაზ დენდროლოგიური პარკის ფასად და არც რაგბის ფასად საქართველოს რუსეთის გუბერნიაში დაბრუნებსას ხალხი არ გაპატიებთ იცოდეთ.
G.LA
13:49 21-02-2023
30
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული