"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
არ, შვილო, აქლემი.
ზოოპარკის დირექტორი
14 მარტი 2023 22:24
0
არ ინერვიულო, გავიხსენოთ, რომ ამ რეგვნებმა და მათმა იდეოლოგიურმა მამებმა თავის დროზე თვით ზვიად გამსახურდია გამოაცხადეს ქვეყნის მოღალატედ. (1992 წლის პარლამენტმა)
mamuka
14 მარტი 2023 16:29
26
ტიპი კიდევ იტყუება და აქეთ იმუქრება, რა კანადა და რა ევროკავშირი?! მოგატყუეს კანადაზე:)))
რაგბი
16 მარტი 2023 10:04
8
ეს ბმული ნახე თუ ტყუილია კანადაზე. ხომ ყოფილა სიმართლე რომ კანადაც იხილავს ამ კანონს

https://www.nationalobserver.com/2023/03/10/news/liberals-create-foreign-influence-registry
რაგბი-ს
17 მარტი 2023 05:06
0
წმინდა მამები გვასწავლიან,"ცილისწამება ერთ-ერთი უდიდესი ცოდვააო".მცირე გამონაკლისის გარდა,ცოდვილ,ღვთისმგმობ ცილისმწამებელთა პარადია აქ!!!ამაზრზენია ეს ყოველივე!!!
გივი
15 მარტი 2023 18:24
6
შენივე გადაფურთხებული ალოკე. ხალხის რისხვა თავს დაგატყდა, შეგეშინდა და გაიწვიე კანონი. ახლა გინდა იფურთხე, გინდა ქვები ისროლე. ისტორიაში შეხვალ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძედ.
ირაკლი
15 მარტი 2023 09:36
4
+100
Georgian
15 მარტი 2023 15:21
1
ღირსეული კაცის უსაგნო, უსაფუძვლო საჯარო ძაგება მხოლოდ უღირსებს ძალუძთ.ეს მორალური მკვლელობაა.მოგეკითხებათ უზენაესისგან ყოველი უსამართლოდ ნათქვამი სიტყვა!!! უწყალოებს უწყალო მსჯავრი!!!
სამართალი
14 მარტი 2023 17:37
23
ვინც ხელი მოაწერა იმ კანონს არ მჯერავს სუყველა მოგალატე იყოს ნუ მივაწებებთ ამ ცუდ რაგაცას ხო გესმით მოგალატეს განმარტება ქართულად რაც არის თუ ქართველების უმრავლესობას ევროპა გვინდა და კეთილდგეობ ცოტათი დავფიქრდეთ და ისე მივიგოთ კანონები არ მინდა ქართველებმა ისევ ერთმანეთი დავხოცოთ ყველაფერს ახსნა სჩირდება და არა უცებ მიგება დავფიქრდეთ ამაზე თხოვნა იქნება ჩემგან
დავით
14 მარტი 2023 15:20
10
შენ, ძმაო,დავით,ქართული პოლიტიკა თუ არ აგიშენებია,არც არაფერი დაგიშავებია.მით უფრო არც ვინმესთვის და არც რაისთვის გიღალატნია!პირიქით,სიმართლესა და ობიექტურობას,საზოგადო და სახელმწიფოებრივ ინტერესებს ღალატობს ყველა ის,ვინც საკუთარი სიბრიყვით,პოლიტიკური მიკრძოებითა და არაობიექტურობით,რეალობაში გაურკვევლობით,საქმის არსში ჩაუწვდომლობით,ზედაპირულობითა და სულსწრაფობით,სხვათა მიერ თავსმოხვეული ბილწი პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოყოლილი,აუხსნელი სიძულვილით აღვსილი,სულელურად მზადაა თეთრზე შავი იძახოს,მოყვასი სრულიად დაუმსახურწბლად ანათემას გადასცეს და ეს სიბრიყვე ბოროტი თუთიყუშივით წარა- მარა იძახოს....არა გრცხვენიათ?ღვთის რისხვის არ გეშინიათ????!!!
სამართალი
15 მარტი 2023 12:07
19
კანონი იურისტებმა და კანონმდებლებმა უნდა დაამუშაონ და არა რაგბისტებმა. როგორც რაგბისტს პატივს გცემ. შენ კაცების გუნდიდან არაკაცების გუნდში გადახვედი.
Nika
15 მარტი 2023 10:40
6
კალაძეც მაგარი ფეხბურთელი იყო, ამის გამო რა, ყველაფერი ვაპატიოთ რასაც აკეთებს სისულელეს?!
Lou
15 მარტი 2023 09:07
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული