"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
ამას ამბობს ადამიანი რომელმაც ჯერ მწვანე ღილაკს დააჭირა და მერე წითელს!
საბა
14 მარტი 2023 20:09
18
ეეჰ, კაჭი კაჭი, არ გიფიქრია რომ ეს 20 წელიწადი 2 დღეში შენ თვითონ გაყიდე? რომელი პოლიტიკოსი შენ იყავი, ან რა განათლების მიღება მოასწარი ამ 20 წელიწადში,(თუმცა ვაჭარბებ, განათლება ამ პარლამენტში ისევე როგოგორც წინა პარლამენტებში პრიორიტეტული არაა და არც ყოფილა) რომ ამბიციამ გძლია და ძალაუფლება მოგინდა?
zaza
14 მარტი 2023 16:37
18
აღარ ხარ კაჭი, ეხლა ხარ კაჭკაჭი და ბუჩქად გიყენებენ როგორც უგუნურს. 20 წლის ნაოფლარი ერთ თითის დაჭერაში გაფლანგე. გრცხვენოდეს! ახლავე თუ დატოვებ მაგ დივერსიულ ჯგუფს, შეიძლება ხალხმა და იმ გულშემატკივრებმაც გაგიგოთ. მაგრამ ვხედავ უარესისთვის ხარ მზად როგორც ეგ დივერსანტები, რომელიც ქვეყნის დასამარებას აპირებს ყველაფრის ფასად. არ გაგაყიდინებთ...!!!
G.LA
14 მარტი 2023 17:16
32
რამეს რომ აკეთებ უნდა შედეგზეც იფიქრო.
ზურა
14 მარტი 2023 17:34
17
მაგიტომაც დაგვწყდა გული შენზე - მოედანზე მაგარი ჯიგრიანი მოთამაშე იყავი, პოლიტიკაში თუნდაც ამ ტექსტიდან გამომდინარე რა გითხრა ….
Gogi
14 მარტი 2023 14:52
24
პუწინის მაისურით ირბინე ბარებ, რა პრაბლემაა. არც ორჯონიკიძე თვლიდა თავს მოღალატედ
გიორგი
14 მარტი 2023 18:54
23
სპორტს როცა მიყვები ესეიგი იცი და გესმის ის საქმე, რომლითაც ვამაყობდით ყველა მაგრამ პოლიტიკა არაა შენი საქმე, განათლებაა საჭირო, წინარე ცოდნა !... ამიტომაც არაკაცად ჩაგთვლის ყველა როდესაც ხელს მოაწერ ან ტაშს დაუკრავ სამშობლოს ღალატს!
emzar
14 მარტი 2023 18:36
13
მადლობა იმ აღმაფრენისთვის, რასაც თქვენი თამაში გვანიჭებდა, მაგრამ ცუდსაც ხომ უნდა ეწოდოს თავისი სახელი?! შეცდომას შეცდომას ნუღარ ამატებთ! ნუ იფურთხებით!ნიკაპზე დაგრჩებათ!
შორენა
15 მარტი 2023 01:48
15
ის, რომ ვითომ ევროპაც და კანადაც იღებენ ამ კანონს, არის თვალში ნაცრის შეყრა. მაშინ რატომ არის, რომ მთელი ევროპა და ამერიკა არ გვირჩევს ამ კანონის მიღებას? როგორ, თავისთვის უნდათ და ჩვენთვის "ენანებათ"? გჯერათ ეხლა ამისა? სწორადაც რომ საქმე ნიუანსებში და კონტექსტებშია. სინამდვილეში რისთვისაც უნდოდა ეს კანონი ჩვენს ხელისუფლებას, ყველასთვის ცხადია (და ამას გამჭვირვალობასთან არაფერი აქვს საერთო) და ამას "ქართული ოცნების" ყოველდღიური საქმიანობა ადასტურებს. თუნდაც დღეს რაც მოხდა ის (დროშის დაწვა).
ნიკა
15 მარტი 2023 00:54
12
კარგით რა დათო. ვერ ხვდებით, რომ ასეთი პოსტებით ხალხს შეურაცხყოფას აყენებთ? (არ წამიკითხია, მაგრამ (არ)ვეთანხმების ამბავში :) არ არის ასე საქმე. ხალხი ბრძენია!
ნიკა
15 მარტი 2023 17:35
0
ეგაა საქმე, რომ მხოლოდ მსჯელობით შემოიფარგლებით ფაქტების და დოკუმენტების გაცნობის გარეშე. რატომ გვიშლიან - სხვა საკითხია და შეიძლენა ზოგადად იდეა ასეთი კანონის ჩვენნაირ ქვეყანაში რაღაც დამატებით რისკებს ატარებდეს, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ ამ დროს დოკუმენტზე, რომლოს გამოც ხალხს მოღალატეებს უწოდებთ და მზად ხართ აღტკინებილი ბრბოს ყიჟინით ჩაქოლოთ...
დათო
15 მარტი 2023 08:33
7
გუშინ იგივე პათოსით გამოვიდა კობიაშვილის ცოლი,შემდეგი სანიკიძის და კალაძის ცოლები არიან ნუ გვეძახით მოღალატეებსო,"უტყდებაც"კიდეც
!!!
14 მარტი 2023 17:33
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული