მსოფლიო რაგბი "ბორჯღალოსნების" კაპიტან მერაბ შარიქაძეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეექვსედ მოგების შემდეგ ესაუბრა.

„საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე თვლის, რომ უელსთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, "ბორჯღალოსნებისთვის" მნიშვნელოვანი იყო ამ წარმატების რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებით გამყარება.

შარიქაძემ და საქართველომ „ფრინციფალითი“ შარშან ნოემბერში შეაჯანჯღარეს, როდესაც პირველი ტაიმის 3:12 დათმობის შემდეგ, ლუკა მატკავას გვიანი ჯარიმით 13:12 გაიმარჯვეს. კაპიტნის თქმით, უელსთან გამარჯვებამ გუნდს საკუთარი თავის რწმენა აუმაღლა:

„ახლა ჩვენ თავდაჯერებულები ვართ. ადრეც ასე იყო, თუმცა როდესაც ხედავ და შეიგრძნობ შედეგს, შეიძენ ასეთ გამოცდილებას, თავდაჯერებულობაც მატულობს“ – ამბობს შარიქაძე.

"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მიიჩნევს, რომ უელსთან შესანიშნავი პერფორმანსის შემდეგ, გუნდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში და ასეც მოხდა. ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის დამარცხების შემდეგ, საქართველომ ნახევარფინალში რუმინეთს 31:7 სძლია, თავად მერაბმა კი, რომელიც ტურნირის მსვლელობისას ძალიან კარგ ფორმაში იყო, ესპანეთს და რუმინეთს თითო-თითო ლელო გაუტანა.

ბადახოსში, პორტუგალიასთან გამართული ფინალის პირველ ტაიმში საქართველო მინიმალური სხვაობით დაწინაურდა (12:11), შესვენების შემდეგ კი 4 ლელო გაიტანა და 38:11 გამარჯვებით, ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა.

„ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრისთვის. ყველას სურდა ენახა რას გავაკეთებდით უელსთან მოგების შემდეგ. არავის გაუხარდებოდა ამ დიდი გამარჯვების შემდეგ უკან თუ გადავდგამდით ნაბიჯს და ვფიქრობ დავამტკიცეთ, რომ ეს წარმატება დამსახურებული იყო და არა გამართლების შედეგი“.

„მსოფლიო თასი – ეს სულ სხვა რამეა“

ევროპის კონტინენტზე ქართული გუნდების დომინირება გრძელდება. "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელი 13 რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან 12 მოიგეს და ტურნირზე 29-მატჩიანი წაუგებელი მატჩების სერია მოუგროვდათ, "შავმა ლომმა" კი ევროპის სუპერთასის ორივე გათამაშებაში ჩემპიონობა მოიპოვა.

შარიქაძე ერთ-ერთი იყო "შავი ლომის" იმ ექვსი მორაგბიდან, რომლებმაც ბადახოსში თამაში დაიწყეს და ამბობს, რომ კლუბმა უდიდესი როლი ითამაშა "ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხში:

"‘შავმა ლომმა" უდიდესი გავლენა იქონია ეროვნული გუნდის წარმატებაში. არა მხოლოდ შედეგი, თამაშის ხაროსხიც ბევრი რამითაა დაკავშირებული "შავ ლომთან".

საქართველო და შარიქაძე ახლა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებაზე არიან კონცენტრირებული, სადაც გ ჯგუფში უელსს, პორტუგალიას, ავსტრალიასა და ფიჯის ეთამაშებიან. "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მიიჩნევს, რომ პორტუგალიასთან 23 სექტემბერს, ტულუზაში გასამართი მატჩი კვირას გამართული ფინალისგან განსხვავებული იქნება:

„შესაძლოა, ამ გამარჯვებამ მომავალ შეხვედრაზე რაღაც გავლენა იქონიოს, მაგრამ მსოფლიო თასი სხვა რამეა და არ ღირს დასკვნების წინა შედეგის მიხედვით გამოტანა“.

2023 წლის მსოფლიო თასი შარიქაძისთვის მესამე იქნება და ის იმედოვნებს, რომ საქართველო პირველად შეძლებს ჯგუფური ეტაპის დაძლევას და მეოთხედფინალში გასვლას:

„განვლილმა ორმა მსოფლიო თასმა დამანახა, რომ იქ შეცდომების დაშვება დაუშვებელია. ერთი შეცდომა და შესაძლებლობა ხელიდან გაშვებულია. მსოფლიო თასზე თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო.

მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ ქართული რაგბისთვის ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება“.

Rugby.ge

გიორგი 50
დიდი მადლობა ლევანს და ბიჭებს! ლევან, ერთი მოკრძალებული აზრი მექნება (არა რჩევა). თავიდანვე ძირითადში, შერკინებაში ნუ აყენებ ხანდაზმულებს... უფრო მეტად ენდეთ ახალგაზრდებს. ,,მოყვარეს პირში უძრახეო'': ერთ-ერთმა პორტუგალიასთან სამჯერ დაგვაკარგინა დერეფნიდან ბურთი და მინდორზეც სუსტად გაირჯა ...სტატისტიკურად გადაამოწმეთ და დარწმუნდებით... და ეს გამონაკლისი არააა... წარმატებები...
გიორგი 50
დიდი მადლობა ლევანს და ბიჭებს! ლევან, ერთი მოკრძალებული აზრი მექნება (არა რჩევა). თავიდანვე ძირითადში, შერკინებაში ნუ აყენებ ხანდაზმულებს... უფრო მეტად ენდეთ ახალგაზრდებს. ,,მოყვარეს პირში უძრახეო'': ერთ-ერთმა პორტუგალიასთან სამჯერ დაგვაკარგინა დერეფნიდან ბურთი და მინდორზეც სუსტად გაირჯა ...სტატისტიკურად გადაამოწმეთ და დარწმუნდებით... და ეს გამონაკლისი არააა... წარმატებები...
ქომაგი
გაიხარეთ ბიჭებო,ჩვენი გახარებისთვის და წინ დიდი გამარჯვებისკენ.
jei
თკვენ იცით ლომებო..ჯგუფიდან გასვლას გისურვებთ.. მერაბი მაგარი კაცია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
[VIDEO] ზურიკოს მეთორმეტე გოლი - "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის