"ბორჯღალოსნებმა" 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების მეორე ეტაპი დაასრულეს. ერთკვირიანი შესვენების წინ, გუნდმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრისთვის ღია ვარჯიში გამართა.

ინტენსიური ვარჯიში, რომელიც მართვად ორმხრივ თამაშსაც მოიცავდა, თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ზაფხულის პაპანაქების მიუხედავად, მორაგბეები მაღალ ტემპში ირჯებოდნენ და სხვადასხვა სტატიკური სიტუაციებიდან კომბინაციებს რეალური წინააღმდეგობის ფონზე ხვეწდნენ.

გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ თედო აბჟანდაძეს და ბექა გორგაძეს, რომლებსაც მცირე დაზიანებები აქვთ, თუმცა ისინი ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას. გახურებისას დაშავდა დემე თაფლაძე და მისი დაზიანების სიმძიმე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა განვლილ პერიოდზე და გასახურებელ მატჩებზე ისაუბრეს, რომლებსაც "ბორჯღალოსნები" 12 და 19 აგვისტოს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ რუმინეთთან და აშშ-სთან, ხოლო 26 აგვისტოს შოტლანდიასთან ედინბურგში გამართავენ.

ლევან მაისაშვილი: „მზადების მეექვსე კვირა დავასრულეთ და ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თავს არავინ ზოგავს და ინტენსიური, აქტიური ვარჯიშები გვაქვს. ერთადერთი, რაც ხელს გვიშლის წვრილ-წვრილი ტრავმებია. ბექა გორგაძისა და თედო აბჟანდაძის გარდა, დაზიანება მიიღო დემე თაფლაძემ, რომლის მდგომარეობას უახლოეს პერიოდში გავიგებთ. შემდეგი კვირიდან სრული დატვირთვით შემოგვიერთდება ბექა გიგაშვილი. სხვა ყველა ლიმიტირებული მორაგბე უკვე მწყობრშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს“.

„დაგვემატა სამი მოთამაშე 20-წლამდელთა ნაკრებიდან, რომლიდან ორი გამოძახებულთა შორის თავიდანვე იყო. ჩვენ მათ კარგად ვიცნობთ, ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრები ერთი სისტემით ვარჯიშობს და ჩართულობის მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია“.

„ახლა ერთი კვირა დავისვენებთ და მომავალი კვირიდან უშუალოდ გასახურებელი მატჩებისთვის დავიწყებთ მზადებას. მოთამაშეები, სამწვრთნელო შტაბი, რაგბის კავშირი, მაქსიმუმს აკეთებს, რათა მსოფლიო თასისთვის კარგად მოვემზადოთ და გასახურებელ თამაშებზე ძალიან დაგვჭირდება გულშემატკივრის თანადგომა, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“.

გიორგი ჭყოიძე: „ინტენსიური მზადება გვაქვს და ურთულესი კვირები გავიარეთ, რომელიც მოიცავდა აუცილებელ ფიზ. მომზადებას და დიდი დოზით რაგბს. ყველანი ვგრძნობთ, რომ წინ მივდივართ და ველოდებით გასახურებელ თამაშებს. პირველი შეხვედრა კარგად ნაცნობ რუმინეთთან გვიწევს, რომელსაც ჩვენს ძლიერ მხარეებს დავუპირისპირებთ. მესმის, რომ ზაფხულია და ძალიან ცხელა, თუმცა ჩვენ ძალიან გვჭირდება გულშემატკივრის თანადგომა და იმედი მაქვს „მიხეილ მესხის“ ტრიბუნები შეივსება. ჩვენის მხრივ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ისინი და მთელი ქვეყანა გავახაროთ“.

ოთარ ლაშხი: „თავიდან შედარებით მსუბუქი სავარჯიშო კვირები გვქონდა და ინტენსივობა ნელ-ნელა იზრდებოდა. ყველა ვხედავთ პროგრესს დარბაზსა თუ მოედანზე. წინა მსოფლიო თასებისგან განსხვავებით, ეს მოსამზადებელი ეტაპი შედარებით ხანმოკლეა და ყველა მაქსიმალურად ვცდილობთ დავიხარჯოთ. ახლა გველის ტესტ-მატჩები, რომლებიც აუცილებელია სათამაშო პრაქტიკის მისაღებად. ვეცდებით ვარჯიშებზე გავლილი დეტალები თამაშში გადავიტანოთ და ჩვენი დონე კიდევ უფრო ავწიოთ“.

Rugby.ge

გიორგი 50
იმ დღეეს ნინიაშვილი დავინახე, მანამდე ტრავმა ჰქონდა... გამეხარდა.... სერიოზული ძალააა...

არგუმენტი ის აქვთ, რომ ჩილაჩავა აღარაა ფორმის პიკში და თითქმის სულ შეცვლაზეა, ბოლო 2 წელი საშუალოდ მატჩში 22 წუთს თამაშობს. მართალია იმ მცირე დროშიც ძალიან კარგ პერფორამნსს დებს, მაგრამ პრიორიტეტი როგორც ჩანს გამძელობა და მზარდობა უფროა ვიდრე გამოცდილება
დავითი...
ჩილაჩავას არ ყოფნას სამი წელია ვკითხულობ,ვწერ... არავის საერთოდ ამ უთქვამს მიზეზი,როგორც ჩანს რაღაც აერიათ სამწვრთნელო შტაბთან ურთიერთობა და აღარ იძახებენ, და არც ამბობენ რატო?
გიორგი
ეგ შეკითხვა არა ერთ ადგილას დავსვი, პასუხი არ მიმიღია.
გორელი
თუ იცით ვინმემ სად არის და ნაკრებთან ერთად რატომ არ არის ლევან ჩილაჩავა
სოსო
ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს,თუმცა წინა მსოფლიოზეც ასევე იყო.ასე რომ, მთავარია,ფორმის პიკში შესვლა,სასურველ დროს მოხერხდეს და ბიჭები არ გადაიწვან,დატვირთვებით.ისე,მაგის მწარე გამოცდილება გვაქვს და არა მგონია ისევ იგივე დაგვემართოს.შედეგი არ ვიცი,რიგორი გვექნება,მაგრამ ფაქტია,რომ ნაკრები სულ უფრო ძლიერდება
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
პსჟ-მ ნიგერიელი თავდამსხმელის დამატება მოისურვა
ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
იამალმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს - "ბარსელონამ" "სელტას" მოუგო
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
კიტეიშვილმა "შტურმი" ორკაცნაკლულ "ლასკთან" მარცხისგან იხსნა
[VIDEO] უკვე დუბლი - ხვიჩამ დიდებული გოლი გაიტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ პენალტით პსჟ დააწინაურა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-0 რუსთავი. სტუმარს მეტი შანსი ჰქონდა...
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
"შავი ლომი" | სამი მატჩი სამხრეთაფრიკულ გუნდებთან
კრიშტიანო რონალდომ მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, თავის შვილთან ერთად ითამაშოს
"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია
ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ოფიციალურად: რებროვი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს
"სწორედ ამიტომ, შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია" - მიქაუტაძემ თავისი მოსაზრება ახსნა
რა შემთხვევაში გამოვა ირანი მუნდიალზე - ქვეყნის სპორტის მინისტრმა პირობა დაასახელა
მატჩის დღე - კვარაცხელიამ უნდა დაიწყოს!
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის