+50. "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი გაანადგურა!

AutoSharing Option
მსოფლიო თასის წინ გასახურებელ პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთი 56:6 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნები“ სრულ უპირატესობას ფლობდნენ, ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს სარეკორდო სხვაობით სძლია, 21 ქულით კი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლუკა მატკავა იყო.

ლევან მაისაშვილის გუნდი 19 აგვისტოს აშშ-ს უმასპინძლებს, ხოლო 26 აგვისტოს სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - რუმინეთი 56:6

საქართველო

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი,
10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი კვესელაძე.


მკითხველის კომენტარები / 23 /
ახლა ვნახე,"რუგგერ ინფოზე":რუმინელებმა,ამერიკელებთან წაგების შემდეგ,15-ვე კაცი შეცვალეს და მთლიამად ექსპერიმენტული შემადგენლობით გამოსულან.ჩვენებმა კი,რამდენიმე ლიდერი დაასვენეს და ნაკლები სანაკრებო პრაქტიკის მქონე მორაგბეებს მისცეს საშუალება,თავი გამოეჩინათ.
სოსო
16 აგვისტო 2023 14:31
0
ჩვენები გაძლიერდნენ, ბევრ კომპონენტში გააუმჯობესეს თამაში... რუმინეთი კი, ჩვენგან განსხვავებით, დასუსტდა. თავად რუმინელები ამას რაგბიში პოლიტიკურად მოტივირებული არაპროფესიონალების მოსვლით ხსნიან და იმით, რომ ეგ ადამიანები ფულს ჯიბეში იდებენ და სპორტს არ ახმარენო. ალბათ, მართალია და ჭკუის სასწავლებლად უნდა გამოდგეს ჩვენთვის........
არჩილი
15 აგვისტო 2023 17:36
0
ჩვენ მსოფლიოს თასისათვის ვემზადებით და გაცილებით უკეთეს კონდიციებში ვართ,ვიდრე რუმინელები.ისედაც ჩვენგან დაჩოთირებულ ნაკრებს,რა თქმა უნდა ადვილად ვაჯობეთ,ამ ნაწილობრივ ექსპერიმენტული შემადგენლობითაც კი.ეს რა თქმა უ8ნდა იმასაც ნიშნავს,რომ ძველისაგან განსხვავებით,ახლა, ნაკრების შემადგენლობის სიღრმე,გაცილებიდ დიდი გვაქვს,ვიდრე თუნდაც 5 წლის წინ.შავი ლომი,ასაკობრივი ნაკრებები და პირველი ნაკრები,ერთი და იგივე სისტემით ემზადებიან და ერთიდან მეორეში დაწინაურება,ყოველგვარი შეფერხებების გარეშე ხდება.ეს ძალიან აადვილებს,პირველ ნაკრებში,ახალბედათა სწრაფ შეგუებას.დღეს დიდი ალბათობით,შეგვიძლია თითქმის სამი ნაკრების დაკომპლექტება,რომლებიც რაგბი ევროპის პირველობაზე,ფავორიტები იქნებიან.
სოსო
13 აგვისტო 2023 23:07
0
თითქმის მეთქი,გენო!სწორედ მაგიტომ დავწერე.ორი ნაკრები ულაპარაკოდ,მესამეს კი,რამდენიმე პოზიციაზე ექნებათ,შედარებით სუსტი წერტილი.
სოსოს-ს.რა თქმა უნდა მართალს ბრძანებთ,მაგრამ რუმინეთი ჯგუფის აუტსაიდერია და მათი ამოცანა,ჩემპიონატში ერთი თამაშის მოგება იქნება,ბოლო ადგილებზე გასვლის, თავიდან ასაცილებლად.ეს კი,ჩემპიონატის მიწურულს მოუწევთ და ფორმის პიკშიც მაშინ უნდა იყვნენ.ჩვენ,მთავარი ბრძოლები,ჯგუფში გველის.ჯგუფიდან გასასვლელად და ფორმაშიც უფრო ადრე გვჭირდება შესვლა.მგონი ლოგიკურია.
სოსო
15 აგვისტო 2023 22:27
0
სამი არა მაგრამ ორი 23 კაციანი ნაკრების შეკვრა მართლა შეგვიძლია.
გენო
15 აგვისტო 2023 13:10
0
ყველა გამოხმაურება
რატომ არის ლევანი სუსტი მწვრთნელი? იქნებ რუმინეთი კი არ დასუსტდა, არამედ ჩვენ გავძლიერდით. უელსი და იტალია დაგავიწყდათ?
თემო
13 აგვისტო 2023 19:21
1
აბჟანდაძე და ნინიაშვილი რატომ არ იყვნენ ხომ არ იცით?. შეიძლება იყო რამე ინფორმაცია და გამომრჩა.
ქორ-პარიკმახერი
13 აგვისტო 2023 13:24
1
საღინაძე, მიქაუტაძე,გორგაძე,გიგაშვილი გამოგრჩნენ კიდევ
ქორსტილისტჩიკს
14 აგვისტო 2023 23:05
0
რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა. ასეთი დაჩმორება!? რა უნდა რუმინეთს მსოფლიოზე? პირველივე მატჩი ირლანდიასთნ აქვთ. ჩვენ მინიმუმ ორი თამაში უნდა მოვიგოთ. უელსი ისევ გაძლიერდა, სათუოა. ავსტრალია, მართალია ახალი სახეებით, მაინც ავსტრალიაა. აი ფიჯის ბოღმა მახრჩობს, ჩვენთან შედარებით კარგად დასვენებულებმა რომ გადაგვიარეს... მიდით! დადეთ
S.K.K.
13 აგვისტო 2023 13:19
1
პირველი ტაიმი გაუჭირდათ, მეორე კარგად ითამაშეს. უკეთეს გუნდებთან უნდა დაგეგმილიყო გასახურებელი თამაშებუ რეალურად მხოლოდ შოტლანდიასთან თამქში გვაჩვენებს მზად ვართ თუ არა.
123
13 აგვისტო 2023 01:19
36
აქ დღე და ღამე კვარცხელიაზე წერენ - მოთხოვნადი თემაა, ფული ბაბაია, ფული... რაგბი ვიღას ახსოვს და ლელო.
შალო
13 აგვისტო 2023 00:26
29
,,ფეოლა" გამახსენდა :) ,,ფეოლა 13-0 მოვიგეთ--გაგიჭირდებოდათ :)
ვახო
13 აგვისტო 2023 00:00
2
მაისაშვილი მაგარია ლომებთან ერტად.........
სიმართლე
12 აგვისტო 2023 23:28
1

სიახლეები პოპულარული