+50. "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი გაანადგურა!

AutoSharing Option
მსოფლიო თასის წინ გასახურებელ პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთი 56:6 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნები“ სრულ უპირატესობას ფლობდნენ, ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს სარეკორდო სხვაობით სძლია, 21 ქულით კი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლუკა მატკავა იყო.

ლევან მაისაშვილის გუნდი 19 აგვისტოს აშშ-ს უმასპინძლებს, ხოლო 26 აგვისტოს სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - რუმინეთი 56:6

საქართველო

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი,
10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი კვესელაძე.


მკითხველის კომენტარები / 23 /
ახლა ვნახე,"რუგგერ ინფოზე":რუმინელებმა,ამერიკელებთან წაგების შემდეგ,15-ვე კაცი შეცვალეს და მთლიამად ექსპერიმენტული შემადგენლობით გამოსულან.ჩვენებმა კი,რამდენიმე ლიდერი დაასვენეს და ნაკლები სანაკრებო პრაქტიკის მქონე მორაგბეებს მისცეს საშუალება,თავი გამოეჩინათ.
სოსო
14:31 16-08-2023
0
ჩვენები გაძლიერდნენ, ბევრ კომპონენტში გააუმჯობესეს თამაში... რუმინეთი კი, ჩვენგან განსხვავებით, დასუსტდა. თავად რუმინელები ამას რაგბიში პოლიტიკურად მოტივირებული არაპროფესიონალების მოსვლით ხსნიან და იმით, რომ ეგ ადამიანები ფულს ჯიბეში იდებენ და სპორტს არ ახმარენო. ალბათ, მართალია და ჭკუის სასწავლებლად უნდა გამოდგეს ჩვენთვის........
არჩილი
17:36 15-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული