ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ედინბურგში, მსოფლიო თასის დაწყებამდე ჩატარებულ ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 6:33 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ტრავმამორჩენილი აბჟანდაძე დაუბრუნდა, მამუკაშვილმა კი ეროვნულ გუნდში მეასე შეხვედრა ჩაატარა.

პირთამდე სავსე 67-ათასიან „მარიფილდზე“ თამაში ქართველი მორაგბეების შეტევებით დაიწყო და მე-12 წუთზე საჯარიმოთი მატკავამ წინ გაიყვანა. ჩვენი გუნდი მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, წნეხში ამყოფებდა, ორჯერ ლელოს გატანასთან ახლოს იყო, 21-ე წუთზე კი მატკავამ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. აქედან მოყოლებული შოტლანდია მოგვეძალა, 35-ე წუთზე სტეინმა ლელო დაგვიდო, მაგრამ იქამდე ბურთი წინ დაუვარდა და პირველი ტაიმი 0:6 დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი სრულად შეიცვალა, მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, ჩვენი გუნდის შეცდომებმა იმატა და სკოთებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

იმედია, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი საჭირო დასკვნებს გამოიტანს და დაშვებული შეცდომები მსოფლიო თასზე  არ განმეორდება.

26 აგვისტო. ედინბურგი. „მარიფილდი“
შოტლანდია – საქართველო 33:6
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

მკითხველის კომენტარები / 86 /
მსოფლიომდე დათვლილი დღეებია. რამე არ მოგწონს გულისტკივილი გამოხატე, მაგრამ ეს მაისაშვილის უაზრო (უაზრო იმიტომ რომ მცირე დრო დარჩა და ჩემპიონატის დამთავრებამდე მვრთნელი ხელშეუხებელია - თუ რამე კონსტრუქციული/მხარდასაჭერი/რჩევა გაქვს სათქმელი კი ბატონო) ლანძღვა რა უბედურებაა.
ღმერთმა ქნას ისე წაგვივიდეს საქმე ყაყანის გამო საბოდიშოდ გაგიხდეთ. რაც შეეხება შოტლანდიასთან პირველი ტაიმი ღირსეულად ვითამაშეთ. შოტლანდიასთან, ვინც მსოფლიოში დღეს სიძლიერით მეხუთეა. მეორე ტაიმი ჩავაგდეთ და იმას თუ გავითვალისწინებთ რა შეცვლები გვქონდა (ანუ თადარიგში ვინც იყვნენ) ეს იმთავითვე წარმოდგენადი იყო. კი ბატონო, შეიძლება არც პირველი ტაიმი უნდა მოგვეგო შოტლანდიისთვის (ობიექტური მოცემულობებიდან გამომდინარე) და არც მეორე ტაიმი უნდა წაგვეგო ასე (იმავე ობიექტური მონაცემებიდან გამომდინარე).
ეხლა ყაყანს, თუ რამე სასიკეთო (ვიმეორებ ბიჭების და გუნდის მხარდამჭერი, გამამხნევებელი) სათქმელი არ გაქვს დადუმდი და დაელოდე შენ დროს, იქნებდა რომ არ დადგეს (რატომღაც მჯერა რომ შენც გინდა რომარ დადგეს).
ვნახოთ ავსტრალიასთან რა შედეგი დაიდება.
რამაზ
16:35 28-08-2023
1

ბიჭებს მადლობა თავდადება-განვითარების სწრაფისათვის, სისუსტეების-შეცდომების სწორად გაანალიზებით, სწორი სტრატეგია- ტაქტიკის გამოყენებით,განს აუტები-დერეფანში,შერკინებაში,რაქი,მოლში უშეცდომო, აგრესიული თამაშით, უკანა ხაზის ,,შიდა ჩათამაშებები,,-ს დამუშავებით (4-6 პასით და მერე გაშლა),რაც მეტოქის დეზორიენტირებას იწვევს...
ფიჯისთან ფრთებზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ბიჭებიის დაყენებით (- ფიჯის ფრთებს ვერ ვაჩერებთ და მით რომ მოგვიგეს ბოლო თამაშები), თუნდაც მე-3-ე ხაზის ( მისი შესაძლევლობა გვაქვს) და
შეიძლება ჯგუფიდან გასვლა.

ცნობისათვის -ჯერ შოტლანდიის დონის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ავაშენოთ-50 ეურო კი არა,100 ეუროს რომ დაუფიქრებლად იხდიან შიდა ჩემპიონატის თამაშებზე დასასწრებად- საყურებლად...და მერე გამოვთქვათ მეტი პრეტენზიები,
რისთვის გვჭირდება რუსულ-მონღოლური სამყაროდან თავის დახსნა,თან საბოლოოდ და სამუდამოთ,მით ეკო-კა-შიდა წარმოების რეალურად განვითარება,მით სპორტში კერძო სეიოზული ბიზნესი- ფინანსები შევიდეს,მით შიდა ჩემპიონატები ყველა სპორტის სახეობაში გაცილებით კონკურენტული და პასუხისმგრობითი გავხადოთ, მით ხარისხი გავაუმჯობესოთ- განვამტკივოთ და შედეგიც სწრაფად დადგენა,
რისთვის გვჭირდება- სახელმწიფოში სამართლებრივი გარემო-წესრიგის დამკვიდრება, მისთვის დასავლური - დემოკრატიულ-ინსტიტუციური მმართველობის პოლიტიკური სისტემა-კანონის უზენაესუბის...
და არა რუსული;ტოტალიტარული,თუ ავტორიტარული,თუ ოლიგარქიული, კლეპტოკარატიული ...ე.ი
კრიმინალური მმართველობის სისტემა- რეჟიმები,მით რუსეთი,მით უმეტეს მტერი- მტრულად განწყობილი ნომერ-1-ლი სავაჭრო ,,პარტნიორი,, რომ გახადეს(?!)...

აღარ უნდა იყოს რთული გასაგები!
გლახუნა
12:40 28-08-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული