ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ედინბურგში, მსოფლიო თასის დაწყებამდე ჩატარებულ ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან 6:33 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ტრავმამორჩენილი აბჟანდაძე დაუბრუნდა, მამუკაშვილმა კი ეროვნულ გუნდში მეასე შეხვედრა ჩაატარა.

პირთამდე სავსე 67-ათასიან „მარიფილდზე“ თამაში ქართველი მორაგბეების შეტევებით დაიწყო და მე-12 წუთზე საჯარიმოთი მატკავამ წინ გაიყვანა. ჩვენი გუნდი მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, წნეხში ამყოფებდა, ორჯერ ლელოს გატანასთან ახლოს იყო, 21-ე წუთზე კი მატკავამ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. აქედან მოყოლებული შოტლანდია მოგვეძალა, 35-ე წუთზე სტეინმა ლელო დაგვიდო, მაგრამ იქამდე ბურთი წინ დაუვარდა და პირველი ტაიმი 0:6 დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი სრულად შეიცვალა, მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, ჩვენი გუნდის შეცდომებმა იმატა და სკოთებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

იმედია, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი საჭირო დასკვნებს გამოიტანს და დაშვებული შეცდომები მსოფლიო თასზე  არ განმეორდება.

26 აგვისტო. ედინბურგი. „მარიფილდი“
შოტლანდია – საქართველო 33:6
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

მკითხველის კომენტარები / 86 /
მსოფლიომდე დათვლილი დღეებია. რამე არ მოგწონს გულისტკივილი გამოხატე, მაგრამ ეს მაისაშვილის უაზრო (უაზრო იმიტომ რომ მცირე დრო დარჩა და ჩემპიონატის დამთავრებამდე მვრთნელი ხელშეუხებელია - თუ რამე კონსტრუქციული/მხარდასაჭერი/რჩევა გაქვს სათქმელი კი ბატონო) ლანძღვა რა უბედურებაა.
ღმერთმა ქნას ისე წაგვივიდეს საქმე ყაყანის გამო საბოდიშოდ გაგიხდეთ. რაც შეეხება შოტლანდიასთან პირველი ტაიმი ღირსეულად ვითამაშეთ. შოტლანდიასთან, ვინც მსოფლიოში დღეს სიძლიერით მეხუთეა. მეორე ტაიმი ჩავაგდეთ და იმას თუ გავითვალისწინებთ რა შეცვლები გვქონდა (ანუ თადარიგში ვინც იყვნენ) ეს იმთავითვე წარმოდგენადი იყო. კი ბატონო, შეიძლება არც პირველი ტაიმი უნდა მოგვეგო შოტლანდიისთვის (ობიექტური მოცემულობებიდან გამომდინარე) და არც მეორე ტაიმი უნდა წაგვეგო ასე (იმავე ობიექტური მონაცემებიდან გამომდინარე).
ეხლა ყაყანს, თუ რამე სასიკეთო (ვიმეორებ ბიჭების და გუნდის მხარდამჭერი, გამამხნევებელი) სათქმელი არ გაქვს დადუმდი და დაელოდე შენ დროს, იქნებდა რომ არ დადგეს (რატომღაც მჯერა რომ შენც გინდა რომარ დადგეს).
ვნახოთ ავსტრალიასთან რა შედეგი დაიდება.
რამაზ
28 აგვისტო 2023 16:35
1
რა სირცხვილზე ლაპარაკობ,რამაზ!როდის იყო,ამათ რაიმესი რცხვენოდათ?!ამდენი წელია,რაგბი ევროპას,მსაჯებთან ერთად უგებენ მეტოქეებს და ეგ თურმე არაფერი ყოფილა,იტალიას მოუგეს და თურმე მწვრთნელი ნულია,მაგრამ მაგარმა მორაგბეებმა(თითქოს ან ისინი,სოკოსავით ნახერხზე ამოიზარდნენ) გაიმარჯვეს,შავმა ლომმა ტურნირზე მოიგო და ისიც არაფერი იყო,უელსიც დაამარცხეს და მაისაშვილი,თურმე ისევ არაფერი ყოფილა,აი შოტლანდიასთან წააგეს და უეცრად,ყველაფერში დამნაშავე,მაისაშვილი აღმოჩნდა.დაუნახაობა და უმადურობა,ჩვენი ეროვნული თვისება გახდა.არ სურთ დანახვა და მორჩა!თემურ ქეცბაია,რა დღეში გაატარეს და თურმე ახლა გამხდარა,კარგი კაცი და მწვრთნელი.გულს მოუკლავენ ადამიანს და მერე,იქით დააბრალებენ უჯიგრობას.ამათ სირცხვილისა,სინდისის ქენჯნისა,არაფერი იციან!საერთოდაც,არაფერი იციან,მათმა დიდმა ნაწილმა და ამიტომ უფრო არიან,ასე ბრმად აგრესიულები.
სოსო
28 აგვისტო 2023 23:06
0

ბიჭებს მადლობა თავდადება-განვითარების სწრაფისათვის, სისუსტეების-შეცდომების სწორად გაანალიზებით, სწორი სტრატეგია- ტაქტიკის გამოყენებით,განს აუტები-დერეფანში,შერკინებაში,რაქი,მოლში უშეცდომო, აგრესიული თამაშით, უკანა ხაზის ,,შიდა ჩათამაშებები,,-ს დამუშავებით (4-6 პასით და მერე გაშლა),რაც მეტოქის დეზორიენტირებას იწვევს...
ფიჯისთან ფრთებზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერი ბიჭებიის დაყენებით (- ფიჯის ფრთებს ვერ ვაჩერებთ და მით რომ მოგვიგეს ბოლო თამაშები), თუნდაც მე-3-ე ხაზის ( მისი შესაძლევლობა გვაქვს) და
შეიძლება ჯგუფიდან გასვლა.

ცნობისათვის -ჯერ შოტლანდიის დონის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ავაშენოთ-50 ეურო კი არა,100 ეუროს რომ დაუფიქრებლად იხდიან შიდა ჩემპიონატის თამაშებზე დასასწრებად- საყურებლად...და მერე გამოვთქვათ მეტი პრეტენზიები,
რისთვის გვჭირდება რუსულ-მონღოლური სამყაროდან თავის დახსნა,თან საბოლოოდ და სამუდამოთ,მით ეკო-კა-შიდა წარმოების რეალურად განვითარება,მით სპორტში კერძო სეიოზული ბიზნესი- ფინანსები შევიდეს,მით შიდა ჩემპიონატები ყველა სპორტის სახეობაში გაცილებით კონკურენტული და პასუხისმგრობითი გავხადოთ, მით ხარისხი გავაუმჯობესოთ- განვამტკივოთ და შედეგიც სწრაფად დადგენა,
რისთვის გვჭირდება- სახელმწიფოში სამართლებრივი გარემო-წესრიგის დამკვიდრება, მისთვის დასავლური - დემოკრატიულ-ინსტიტუციური მმართველობის პოლიტიკური სისტემა-კანონის უზენაესუბის...
და არა რუსული;ტოტალიტარული,თუ ავტორიტარული,თუ ოლიგარქიული, კლეპტოკარატიული ...ე.ი
კრიმინალური მმართველობის სისტემა- რეჟიმები,მით რუსეთი,მით უმეტეს მტერი- მტრულად განწყობილი ნომერ-1-ლი სავაჭრო ,,პარტნიორი,, რომ გახადეს(?!)...

აღარ უნდა იყოს რთული გასაგები!
გლახუნა
28 აგვისტო 2023 12:40
6
ჰო, კიდევ შოტლანდიელი ბილეთში 100 ევროს არ იხდის, იმიტომ, რომ იქ ევროები არაა - ფუნტებია. მეორე - ასე ძვირი პრო 14-ის თამაშებზე დასწრება არ ღირს, 6 ერის თამაშებზე არის 100 ფუნტიანი ბილეთები მაგრამ - არა ყველა და ისიც, შოტლანდიაში წელიწადში 2, მაქსიმუმ 3 თამაში ტარდება. და მესამე - შოტლანდიელისთვის 100 ფუნტის გადახდა იგივეა, რაც ქართველისთვის 100 ლარის, რადგან იმათ ხელფასი ფუნტებში აქვთ, 100 ლარი კი იტალიასთან ბილეთებში გადავიხადეთ და სტადიონიც გავავსეთ. ასე, რომ არც მასე დაქცეულები ვართ.
ოსე
28 აგვისტო 2023 15:58
1
რეგლემენტიიიიი....
საპროცედურო
28 აგვისტო 2023 15:44
0
ყველა გამოხმაურება
რა ვთქვა არ ვიცი, ყველა თამაშის ბილეთები დავარეზერვე საფრანგეთში მსოფლიოზე ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ, იმედია ასე სამარცხვინოდ არ გადაგვივლიან და სირცხვილს არ ვჭამთ , ხალიან იმედგაცრუებული ვარ.
Giorgi
27 აგვისტო 2023 22:37
6
როცა გუნდი მეორე ტაიმში მთლიანად აგდებს, აშკარად მწვრთნელის ბრალია. ყველა ხიდი კიდევ ის არის, რომ მარქაფა გყავს სუსტი და ძალიან უხერხულ ჯგუფში. ვართ. ეს გუნდი , რაც გუშინ ვნახეთ, არ არის ძირითადი შემადგენლობა. ამიტომ ვიტოვებ იმედს, რომ მსოფლიოზე ასეთი ჩავარდნა არ ექნება. უბრალოდ, არ მოვიტყუოთ თავი, რომ ავსტრალია და უელსი ჩვენი საკბილო გახდება. აი ფიჯის რაც შეეხება, ისინი ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატები არიან და ასე მგონია, მაგათი დამარცხება ჩვენთვის სენსაცია იქნება
: )))))))
27 აგვისტო 2023 20:55
3
მოდი, ასე შევხედოთ - შარშან, ნოემბერში უელსს რომ მოუგო, ამის შემდეგ, ჩვენს ნაკრებს პირველი ეშელონის გუნდთან არც-ერთი ! თამაში არ უთამაშია! ამასობაში, შოტლანდიამ ითამაშა ექვსი ერი და ორი ტესტი საფრანგეთთან. მაგათმა ფრანჩაიზებმა კი ითამაშეს - პრო 14, ჩემპიონთა თასი და ჩელენჯი! ყველაზე რთული მოწინააღმდეგე კი, რომელიც შავ ლომს სუპერ თასზე შეხვდა იყო ლუზიტანუში და თელავივ ჰითი! ამის მიხედავად, პირველ ტაიმში შოტლანდია ნულზე დავტოვეთ და თან - სად! აბა, გვეთამაშონ კიდევ ორი- სამი მატჩი და მერე ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს! საამაყო და გმირი ნაკრები გვყავს!
ოსე
27 აგვისტო 2023 19:45
2
ეს კარკაძე მართლა რა მოთამაშეა ასეთი , რომ ყველა მაგას გაიძახის? ერთმა ისეთი სისულელე დაწერა, ე, ბიჭო ქუთეისლები დაგვიჩაგრენო. რომ წაეყვანა და ვერ ევარგა, მაშინ არ გადაუვლიდნენ? ვართ მძიმე ჯგუფში, ჩვენ კი არა, შოტლანდია შეიძლება დარჩეს. ამიტომ ნუ მოვითხოვთ იმდენს, რამდენიც არ არის შესაძლებელი
: )))))))
30 აგვისტო 2023 18:14
0
ეს კარკაძე ახალი ამოჩემებაა? კარკაძე იყო 2 წლის წინ ერთი აუტი ვერ ააგდო და პირველები თქვენნაირები იყავით ვინც მას ლანძღავდა, მონპელიეში ძირითადში იმიტომ არის რომ ნახევარი გუნდი წასულია.. არაფერი არ მაქვს კარკაძესთან საპირისპირო, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ რაც სიმართლეა ის დაწერეთ..
ზაალი
28 აგვისტო 2023 17:39
0
ყველა გამოხმაურება
თავს არ ვდებ რაგბის მაგარ მცოდნედ და ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია .როგორც დილეტანტი ვკითხულობ:1]როდესაც მოწინააღმდეგის ჩათვლის ხაზამდე რამოდენიმე მეტრი რჩება და დანა და ყელი ერთად არის,აი მაშინ ,სწორედ მაშინ ჯარიმდებიან და კარგავენ ბურთს.რატომ? რა ხდება?ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს თამაშის წესები არ იციან.2]ცუდად თამაშობენ ხელით და ფეხით კიდევ უფრო უარესად და როცა ხელით თამაშისას რაღაც პერსპექტივა მაინც ჭიატობს შეტევის მწვავედ გაგრძელებისა ,ესენი ფეხით თამაშობენ და იკარგება ბურთიც და ყველაფერი.რატომ ? რატომ აკეთებეN ამას? 3]შერკინებისას მოწინააღმდეგე სწრაფად და იოლად იღებს ბურთს და სწრაფადვე იწყებს შეტევას,მაშინ როცა ჩვენები დიდი გაჭირვებით ახერხებენ ამას .არადა თითქოს ჩვენი შერკინება ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში.4]მოწინააღმდეგის აუტის დროს ჩვენები იმდენად უშანსოდ არიან მცდელობაც კი არაა აქვთ ხელის შეშლისა,ჩვენი აუტისას კი შანსები თითქოს თანაბრდება და ზოგჯერ უფრო მცირდება კიდეც .რატომ,რატომ ხდება ასე,რატომ ასეთი უზარმაზარი სხვაობა?
საჩინო
27 აგვისტო 2023 16:48
1
პიმენის, შოტლანდია და ზოგადად ტიერ 1 ქვეყნები იმიტომ არიან ძლიერები, რომ თამაშის მრავალფეროვანი განვითარება შეუძლიათ მაღალ სისწრააფებში, ტაქტიკას საქართველო ვერ შეცვლიდა შოტლანდიასთან, უბრალოდ არ გვქონდა მაგის რესურსი, დამერწმუნეთ ვერც მაისაშვილი და ედი ჯონსიც რომ ყოფილიყო მაგ წნეხს რაც შოტლანდიელება დაგვადეს, ვერაფერს მოუხერხებდა.. მაისაშვილის გარდა იქ 6 მწვრთნელია, დავიჯერო ჩვენზე კარგად არ იციან რაგბი? და რა უნდა გააკეთონ?
ზაალი
28 აგვისტო 2023 21:29
0
მართალი ხარ, მარა პირველი ტაიმის შემდეგ მწვრთნელმა უნდა იყოჩაღოს - უნდა შეაფასოს ავ-კარგი; და როცა შავ დღეში ჩაგვაგდეს, მე-60 წუთისთვის ცვლილებები და ტაქტიკური გადაადგილებები გააკეთოს - სწრაფი ანალიზი!
პიმენი რ
28 აგვისტო 2023 10:49
2
ყველა გამოხმაურება
მთელი ღამე ცუდად ვიყავი, ახლაც ჭვალი მადგას... რა დაგიშავეთ მაისაშვილო? არ ვიცი რა უთხარი ბიჭებს შესვენებაზე, მაგრამ იგივე აღარასოდეს გააკეთო. წაგებას ისე არ გავუმწარებივარ, როგორც შერკინებაში და აუტიდან კაპიტულაციას... ამაში ხომ მაინც შეიძლებოდა გვევარგა? რამდენჯერ გაგაფრთხილე გაუშვი მადლობით დამსახურებულ პენსიაში ხანდაზმულები, მიეცი შანსი ახალგაზრდებს გაიზარდნონ, არა... პარტიულ ბოსებს ხომ ვერ აწყენინებ... შენს გულში ჩაიხედე...
გიორგი 50
27 აგვისტო 2023 16:24
5
პირველ ტაიმში დაბალი ტემპი რომ იყო ეს ვერავინ დაინახა? მეორე ტაიმი ჩაგდებული კი არა ჩვენი ბიჭების გმირობის დემონსტრირება იყო კლასით ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგეზე. მადლობა ბიჭებს და ბევრი იფიქრონ მწვრთნელებმა ბიჭების თავდადების ხარჯზე როდესაც შედეგს აღწევენ ეს რამდენ ტრავმად უჯდებათ ჩვენ ბიჭებს და დროზე მოიყვანონ უფრო მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები!
1.2.3.4.5.6.
27 აგვისტო 2023 15:54
2
ფაქტია რომ უსუსურად გამოიყურება ჩვენი პირველი ხაზი, მარტო ჰუკერის პრობლემა არ არის აქ. სამწუხაროდ საკადრო პოლიტიკა არ უვარგათ, კარკაძე, ქუნთელია, მელიქიძე ნაკრების შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ აუცილებლად, ზამთარაძე და ნარიაშვილი არ არიან ნაკრების ხალხი. მეორე ხაზელები საშინლად შემოვიდნენ, გორგაძე და საღინაძე მაგრად გვაკლდა. ერთადერთი ხაზის ბიჭებმა ითამაშეს ნორმალურად, ყველამ შარიქაძის ჩათვლით. ასეთი შერკინებით შევრცხვებით ფიჯისთანაც, ავსტრალიასთანაც და უელსთან. მწვრთნელი რომ უცხოელი და კვალიფიციური გვჭირდებოდა ყველამ იცის.
რეზო
27 აგვისტო 2023 15:39
1
რაგბის კავშირი ფულს ზოგავს, როცა ხეირიანი მწვრთნელის ჩანოყვანის მაგივრად მაისაშვუილს აბარაებს ბუნდს. იმაზე კი არავინ დარდობს, რომ ამგვარი მცდარი გადაწტვეტილებით უამრავი ფული იფლანგება საერთაშორისო ტესტებზე, რაც მაისაშვილის გამო არაფრის მომტანია. გუშინ დავინახეთ, რომ იტალიასა და უელსთან გამარჯვებაში იმათი მწვრთნელების შეცდომის წილიც იყო. ცხადია, ჩვენმა ბიჭებმა ფანტასტიურად ითამაშეს და ამას არასდროს დავივიწყებთ გულშემატკივრები.
გიორგი
27 აგვისტო 2023 15:16
3

სიახლეები პოპულარული