საქართველოს ნაკრებს ტრავმამორჩენილი აბჟანდაძე დაუბრუნდა, მამუკაშვილმა კი ეროვნულ გუნდში მეასე შეხვედრა ჩაატარა.
პირთამდე სავსე 67-ათასიან „მარიფილდზე“ თამაში ქართველი მორაგბეების შეტევებით დაიწყო და მე-12 წუთზე საჯარიმოთი მატკავამ წინ გაიყვანა. ჩვენი გუნდი მრისხანე მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, წნეხში ამყოფებდა, ორჯერ ლელოს გატანასთან ახლოს იყო, 21-ე წუთზე კი მატკავამ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. აქედან მოყოლებული შოტლანდია მოგვეძალა, 35-ე წუთზე სტეინმა ლელო დაგვიდო, მაგრამ იქამდე ბურთი წინ დაუვარდა და პირველი ტაიმი 0:6 დასრულდა.
იმედია, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი საჭირო დასკვნებს გამოიტანს და დაშვებული შეცდომები მსოფლიო თასზე არ განმეორდება.
26 აგვისტო. ედინბურგი. „მარიფილდი“
შოტლანდია – საქართველო 33:6
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.