უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.

მეტოქე დებიუტში ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს), რის შემდეგაც ლოჟანიძის მოპოვებული საჯარიმოდან ანგარიში მატკავამ შეამცირა. თუმცა, მერე „კენგურუებმა“ სხვაობა ლელო-გარდასახვით და სამი საჯარიმოთი გაზარდეს. ავსტრალია აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 18 ქულით წინ ლოგიკურად გავიდა. პირველი ტაიმის დასასრულს მოდებაძე გაასინბინეს, მოწინააღმდეგეს პერსპექტიული შეტევისას ბურთი დაუვარდა და მსაჯმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.

მეორე ტაიმი კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ლამაზი კომბინაცია ივანიშვილის ლელოთი დაგვირგვინდა. მატკავამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა. ამას ჩვენი
გუნდის კარგი შეტევა, ნინიაშვილის არაზუსტი პასი, ვიზავის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა - სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ჩვენმა გუნდმა თამაში დაალაგა და ინიციატივასაც დაეუფლა. აღსანიშნავია, ზედიზედ სამჯერ მოვუგეთ მეტოქეს მისივე დერეფანი, მაგრამ ცოტა ხანში მორიგი ლელო გაგვიტანეს. შემდეგ შესანიშნავი კომბინაციისას ტაბუცაძე ლელოსთან ახლოს იყო, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა გიგაშვილმა მე-80 წუთზე ლელო დადო. ერთი სიტყვით, მაისაშვილის შეგირდებმა შეხედრის მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარეს, თუმცა ძლიერ მეტოქესთან მარცხი განიცადეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიასთან გამართავს.

პარიზი.“ სტად დე ფრანსე“
ავსტრალია – საქართველო 35:15
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

მკითხველის კომენტარები / 75 /
საქმე ის არის, რომ მიუხედავად ასეთი ჩავარდნისა, მაინც არაფერი შეიცვლება. მაისაშვილი ხომ ყოველათვის მართალია?! გამოძებნიან მიზეზებს და დარჩება იგივე პრობლემები. სამწუხარო ის არის რომ ეს კარგი თაობა ამ ვითომ დიდი მწვრთნელის და მისი გაუგებარი შტაბიის ხელში დაღმასვლას განიცდის. ისე რაგბი ტვ-ის მოვალეობა რა არის მხოლოდ რეპორტაჟები და ბაბუაჩემის დროინდელი თამაშების კომენტირება? მსოფლიო ჩემპიონატი მიდის და ერთი სტუდია ვერ მოაწყვეს ამ ვითომ რაგბის მცოდნე ჟურნალისტებმა. ზელანდიელების და ფრანგების თამაშით აღტაცება რეპირტაჟის დროს რაგბის ცოდნას მაინცდამაინც არ ნიშნავს
ანდრო
24 სექტემბერი 2023 11:39
0
ლევან ჩილაჩავას რატო აღარ იძახებენ ნაკრებში?
ბექა
11 სექტემბერი 2023 21:56
1
ფიჯი მაგრად შემეცოდა.
Giorgi
11 სექტემბერი 2023 01:04
0
ნუ თავზე ზემოთ ძალა არაა, მაგრამ ამ ავსტრალიასთან შეიძლებოდა უკეთესი შედეგის დადება. ისე მთავარია ბიჭებმა გული და სული ჩადეს, მაგრამ ასეთი ქვეყნების ნაკრებების კლასი არსად არ მიდის და ეს კლასი კი ჯერ არ გვაქვს ისეთ დონეზე რომ ამათ ტოლ სწორად ვეთამაშოთ.რაც შეეხება შერკინებას აქ სერიოზული პრობლემა გვაქვს... ნინიაშვილი მაგარი ბიჭია ნუ გადავაყოლეთ იმ ერთ შეცდომას, ის ქართული რაგბის მომავალია აი ნახავთ სულ ცოტა ხანში რა დონეზე გავა.ისე მაისაშვილის წინააღმდეგი არა ვარ მაგრამ, უკეთესი კვალიფიკაციის მწვრთნელი კარგი იქნებოდა ამ მსოფლიოზე მაინც.
maximus
10 სექტემბერი 2023 22:03
0
ტაბუცაძე რომ ხელში შებოჭეს, მასეთ ბოჭვას რა უნდა დაუპირისპირო? ასეთ დროს შეუძლებელია ბურთის შენარჩუნება. ხომ უნდა არსებოდეს რაღაც კონტ-ილეთი, არა?
გიორგი
10 სექტემბერი 2023 19:52
0
უნდა დაწოლილიყო სანამ შებოჭავდნენ და შესრიალებულიყო, სიჩქარე აკრეფილი ქონდა თან.
beeq
10 სექტემბერი 2023 22:53
0
თავიდან ვუყურე ნინიაშვილის გაცუდებულ შეტევას. კარდრები გავყინე და მივყევი. ბოჭვა რომ გაუკეთეს, თავი და ბურთი შეიმაგრა. ამ დროს მოდებაძემ ჩაურბინა. მარცხნივ რომ მოიხედა, აფრასიძე და მატკავაც უკვე წინ იყვნენ. მარჯვნივ შარიქაძეც უკვე წინ იყო. ნინიას სამი გამოსავალი ჰქონდა: ა) წინ პასი ანუ ავსტრალიის შერკინება, ბ) ბურთის დამიწება, ანუ ავსტრალიის მიერ ბურთის ამოღლეტვა ან ჯარიმა და გ) უკან ამოგდება იმის იმედით, რომ ვინმე მიმყოლი ბურთს აიტაცებდა (მარჯვნივ, ასე 15-20 მეტრში თაფლაძე იყო). ამოგდებამ თაფლაძემდე არ მიაღწია და ლელოც დაგვიდეს. სამომავლოდ, ხაზის გამჭრელს უკან უნდა მიყვებოდეს სულ ცოტა 2 მორაგბე, რომ გამჭრელის შებოჭვისას რაქი გაწმინდონ.
გიორგი
10 სექტემბერი 2023 19:48
0
მეოთხეც იყო ფეხით გადაკიდება.. და მანდ უკეთესად შეიძლებოდა, თუმცა მადლობა ბიჭებს
O.K.
10 სექტემბერი 2023 20:44
1
ნინიაშვილი რომ შებოჭეს, სანამ წაიქცეოდა მარცხნივ გაიხედა და ავსტრალუელების კედელს გადააწყდა. იფიქრა, მარცხნივ მაინც იქნება ვინმეო და ბურთი ამოაგდო. გადამყრელი უკან არც გადამყრელი იყო. ბურთი რომ რაქში ჩაეტანა, იმწუთას ამოიღებდნენ და კონტშეტევა მაინც გარდაუვალი იყო. მოკლედ, გუნდური შეცდომა იყო.
გიორგი
10 სექტემბერი 2023 18:03
0
ერთი რაც მომეწონა მოლია საკმაოდ კარგად ვდგევართ.. სხვა მხრივ რა სჭირს ჩვენს შერკინებას რატო გვჯობნის ყველა? სელექცია არ აქვთ კარგი თუ ტაქტიკა? ბავშური შევდომების გამო წავაგეთ ნინიაშვილი ფორმაში არაა მოდებაძე სადაა თვითონაც არ იცის რისთვის გააგდებინა თავი პირველ ტაიმში ვერ მივხვდი..... და მასეთ კაცს ქვია პროფესიონალი?
roni
10 სექტემბერი 2023 13:53
0
ჩვენი ნაკრებების(ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი) ყურებას ჯობია სვარკას უყურო
დათო
10 სექტემბერი 2023 13:19
30
ჰოდა, უყურე შედუღებას ძმობილო. ჩვენ კი გვაცალე.
გიორგი
10 სექტემბერი 2023 18:04
0
ნარიაშვილი რატო არ იყო ტრავმა აქვს?
?
10 სექტემბერი 2023 12:34
6

სიახლეები პოპულარული