კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
სირცხვილი! აი, რა არის სახელი იმის, რაც ჩვენმა გუნდმა ქნა. ზუსტად ეს იცის, ხამობამ, ნეპოტიზმმა. ფული ბაბაია, ფული, რატომ წაეღო ის ფული ვიღაც სხვა ქვეყნიდან მოსულ მწვრთნელს, ჩვენ გავინაწილოთ ძმაააო. ჰოდა, ააა შედეგი, მერე რაა რო, წინ ხომ მივდივართ არაა?
ეეეეეჰ...
ლევანი
23 სექტემბერი 2023 18:31
5
ლევანი, ფული ბიძინასია და მკაცრად კონტროლდება, ასეთი იყო პირობა, როდესაც რაგბის დაფინანსება გადაწყვიტა, თუ არ იცი. ფეხბურთსაც იგივე შესთავაზა, მაგრამ, არ ინებეს, რამდენაც ვიცი. ნეპოტიზმი კიდევ რას ნიშნავს თქვენი აზრით - უკეთესი მოთამაშეები გვყავს და არ შეყავთ ნაკრებში, მერწმუნე, რაგბში ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია.
ლევანი 1
23 სექტემბერი 2023 19:51
4
არაუშავს, დროებითააო მაისაშვილიო ბრძანა ბატონმა სვანაძემ წინა მსოფლიოს შემდეგ... თან ძმაკაცია და რაგბი პირველ რიგში კაცობას გვასწავლის... თან, შავ ლომს გვიტოვებენ შთამომავლობას და ეს ცოტა არის? მაისაშვილი წადი რა, წადი! არ ხარ შენ მაღალი დონის მწვრთნელი, არაა! არც არასდროს ყოფილხარ და არც არასდროს იქნები! წადი გთხოვ, წადი!!!
დათო
23 სექტემბერი 2023 18:12
4
ბიძოს მადლობა ფედერაციაში პრარაბი როდანიშნა ! პირად მეზოვეს ჭიდაობა ან მძეოსლობა ჩააბაროს და ავშენდით
შალვა
23 სექტემბერი 2023 18:04
6
ძალიან მაინტერესებს ვინ რას იტყვის მთელი ერი გელოდებათ აბა რა გამართლებას მოუძებნით სირცხვილია უბრალოდ. მაისაშვილი წადი და რაგბს ტელევიზორშიც აღარ უყურო
ქართველი
23 სექტემბერი 2023 19:50
10
უბედურება ისაა რომ ყველაფერი ისევ ისე დარჩება როგორც აქამდე იყო. ფედერაციაც, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც. ახლა იტყვიან რომ ხარვეზები გვქონდა და უნდა ვიმუშაოთ მის აღმოფხვრაზეო. გორგოძის გამკვირვებია, როგორ ჩერდება ასეთ მმართველობაში სადაც აშკარად ნეპოტიზმი ჰყვავის
David
23 სექტემბერი 2023 18:06
5
მაისაშვილი კიდევ უნდა დარჩეს ერთი 10 წლით:) წინ მასთან დიდი გამარჯვებები გველის:) ის ხომ ყველაფერში მართალია.
ანდრო
23 სექტემბერი 2023 18:01
1
მომწყინდა ლუზერად ყოფნა.. ფეხბურთი ცალკე რაგბშიც ამხელა დეგრადაცია განვიცადეთ !! არაფერს აღარ უნდა ვუქომაგო თორე გული ვეღარ გაუძლებს ამდნეს :((
ავთო
23 სექტემბერი 2023 18:48
3
სრულუ ფიასკო, საპნის ბუშტივით გასკდა მოჩვენებითი ვითომ პროგრესი, მომენტების ანალიზს აზრი ეკარგება, თუგინდ ბოლო მომენტი გაანალიზეთ, ასეთ მომენტში როგორი უსუსური და უნიათო უნდა იყო რომ ბურთი დაკარგო, ეს სახასიათოც იყო, აღარც მინდოდა ამ თამაშის მოჩვენებითი გადარჩენა, იმიტომ რომ სტაფი და ბიჭები თავის მართლებას დაიწყებდნენ... ყველაფერს თავისი ობიექტური შეფასება ჭირდება, 6 ერიო ზოგიერთ ურა პატრიოტს რომ უნდოდა და ილანძღებოდა, დაეშვით მიწაზე? ერს ის ღუპავს, მიტივაცია კარგია მაგრამ ზედმეტი გადაფასება გაკიტრებს... გაიგეთ, სტაფი ამ უნითო, უსუსური თამაშის გამო დასათხოვია, ანგარიშ თავი რომ დაანებო, ვთქვად მოგვეგო კიდეც, თამაშში ხომ გამოჩნდა უნიათობა, მოთამაშეების კონცენტრაციის დაბალი დონე, ვისაც არ გჯერათ ცალკეული მომენტები გადახვიეთ და ცოტა გულისყურით გაანალიზეთ, შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ აპრიორი როცა გაუმართლებელ გადაწყვეტილებას იღებ და ბურთს კარგავ ეს უკვე პროფესიულ უნიათობაზე მეტყველებს....
გუსანი
23 სექტემბერი 2023 18:48
2
რაგბი ჩვენი თამაშია !!! (საქართველოს პარლამენტი)
დინამოელი
23 სექტემბერი 2023 17:56
3
პორტუგალიის ნაკრებს, რომელიც ნახევრად პროფესიული ნაკრებია (კბილოს ექიმიც კი ყავთ), კაცნაკლულიც იყო რაღაც პერიოდი, შეეძლო დამსახურებულად მოეგო ჩვენი 3 კვირით დასვენებული ნაკრებისთვის. დასანანია, რომ არ გაუმართლათ!

აი ესაა ის, რისი დაწერის ხალისი დამრჩა ამ თამაშის მაყურებელი და შერცხვენილი.

ხო, კიდევ! თანაგრძნობას და დიდ მადლობას ვუცხადებ(მხოლოდ მათ) ჩვენ სტადიონს მყოფ მხარდამჭერებს, რომლებმაც ალბათ კაი ხანია გეგმები ალაგეს, ჯავშნები აკეთეს, ხარჯი გაეიეს, რომ ჩვენი გუნდისთვის მხარი დაეჭირათ და გამარჯვებით გაეხარათ, მაგრამ მოუწიათ პორტუგალიის ნაკრების და მათი ქომაგების ზეიმის ყურება და სიმღერების მოსმენა!
ვულოცავ პორტუგალიას
23 სექტემბერი 2023 18:16
0

სიახლეები პოპულარული