კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
Დაუყოვნებლად დატოვონ რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელებმა თანამდებობები
Ნიკოლოზი
23 სექტემბერი 2023 18:07
7
უბედურება ისაა რომ ყველაფერი ისევ ისე დარჩება როგორც აქამდე იყო. ფედერაციაც, მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც. ახლა იტყვიან რომ ხარვეზები გვქონდა და უნდა ვიმუშაოთ მის აღმოფხვრაზეო. გორგოძის გამკვირვებია, როგორ ჩერდება ასეთ მმართველობაში სადაც აშკარად ნეპოტიზმი ჰყვავის
David
23 სექტემბერი 2023 18:06
5
რაღაც ნამეტარი უგულოდ თამაშობდით ბიჭებო!რა ხდება,რამე ზემოდან ხომ არ იყო ბრძანება?!)უბრალოდ მე ასეთი უკბილო ნაკრები არასდროს მინახავს
გიუშა
23 სექტემბერი 2023 18:05
1
დაიმსხვა ის ილუზია რომ ჩვენი ნაკრები ვითარდებოდა. სუსტ გუნდებთან მოგებებნა შექმნა ეს ილუზია და აი რეალური სახეც. შემდეგი თამაშები უფრი ძლიერ მეტოქეებთან გვაქვს, სამწუხაროდ, ასეთი თამაშით გავნადგურდებით
Nick
23 სექტემბერი 2023 18:05
1
ესეთი თამაშით ფიჯისთან თქვენგან აგარაფერი დარჩება, ძალიან გულგატეხილი დავრჩი როგორც ყველა გულშემატკივარი, ფსიხოლოგიური მდგომარეობაც დაკარგედ შემდეგ მატჩებში, მე მგონია მწვრთნელმა წააგო პორტუგალიელთა დამრიგებელთან, დზალიან სამწუხაროა, არა და როგორ გრლოდებოდით რომ გაგვახარებდით ამ დახაბულ ცხოვრებაში, მოხდა პირიქით, უფრო დავიგრუზეთ, წარმატებები და მადლობა.
გიო
23 სექტემბერი 2023 18:05
1
ბიძოს მადლობა ფედერაციაში პრარაბი როდანიშნა ! პირად მეზოვეს ჭიდაობა ან მძეოსლობა ჩააბაროს და ავშენდით
შალვა
23 სექტემბერი 2023 18:04
6
არაფერ წაგებას არ გადაურჩა. ეს არის სრული კატასტროფა და წაგებაზეც უარესია. სიტყვები არ მყოფნის ისე ვარ დათრგუნული. ჩემთვის ბოლო 2 წელი რაგბის წინსვლას ნიშნავდა, რადგან იტალია და უელსი დავამარცხეთ. აქ კომენტარებში ბევრი წერდნენ ბევრ მიზეზებს, რაც პირადად ჩემთვის გაუგებარი იყო. მე მიყვარს რაგბი მაგრამ ვერაფერში ვერკვევი და ვინც ერკვევოდნენ ბევრჯერ წერდნენ რომ კატასტროფა იქნებოდა მსოფლიოზე და აი ისიც. ბევრი ქოცურ მართველობაზე წერდნენ ფედარეციაზე. ჩემთვის კი წარმატება სულ ერთია ვისთან იქნებოდა. ახლა ურემი გადაბრუნდა და ძალიან ცუდ დროს. წინსცლის მაგივრად არის კატასტროფა დახამდენი ნაღვაწევის წყალდი ჩაყრა. ამაზე პასუხი უნდა აგოს მწვრთნელმა და პრეზიდენტმა. ქართული რაგბი წუმპეში აღმოჩდა სამწუხაროთ ნეპოტიზმით და გაუმაძღრობით.
G.LA
23 სექტემბერი 2023 18:04
4
ვინც არ იცის ვეტყვი რომ საკმაოდ მსუყე ფინანსური სარგებელი აქვთ ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს. ტონგას რომ მოვუგეთ იმ წელს 45 000 ები გადაუხადეს ჩვენი ნაკრების მორაგბეებს და სულაც არ მიკვირს რომ ნეპოტიზმი ჰყვავის ქართულ რაგბიში, ეს ეხება შიდა ჩემპიონატსაც. ზოგადად სადაც დიდი ფულია იქ მადაც ჭამაში მოდის...
David
23 სექტემბერი 2023 18:19
1
აბა ომი გვინდა პორტუგალიასთან?!
დოდო
23 სექტემბერი 2023 18:03
21
ყველაფერი თუ არ გასვარეთ პოლიტიკით, ისე როგორ შეიძლება???
პატრონმა დაგავალა ამის დაწერა???
რამდენი გადაგიხადა???
დოდოს
23 სექტემბერი 2023 18:28
11
ვაი შენს უბედურ პატრონს!!!
დოდოს
23 სექტემბერი 2023 18:07
27
სამარცხვინო მაისაშვილი კიდევ ჩამოვა აქ და დაიწყებს თავის მართლებას...... რას თამაშობს ნაკრები? შერკინება ნოლი... ხელით თამაში ნოლი..... ლამაზი თამაში ნოლი.... ამაზრზენი თამაში ქონდათ.
რონი
23 სექტემბერი 2023 18:03
1
მაისაშვილი კიდევ უნდა დარჩეს ერთი 10 წლით:) წინ მასთან დიდი გამარჯვებები გველის:) ის ხომ ყველაფერში მართალია.
ანდრო
23 სექტემბერი 2023 18:01
1

სიახლეები პოპულარული