კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
უკვე ჯგუფიდან გასვლას ვფიქრობდით ჩუმად და... დედა რა იყო ეს აააა...???
rigiti
23 სექტემბერი 2023 18:01
0
ეს მოაქვს კორუფციას და ძმაკაცობას.. დედა აწვს ნატირები კაი ხამია ქართულ რაგბის. ფეხბურთის გზას დაადგა.. შეაზარეთ ხალხს ყველაფერი. ხომ შეიძლება ერთხელაც ქართველმა ერმა გაიხაროს? მაგრამ არ აძლევთ გასახარს და თუ რაიმე იმედის ნაპერწკალი ჩნდება არაპროფესიონალიზმით კლავთ ყველაფერს. თითქოს შეგნებულად აკეთებთ
გიორგი
23 სექტემბერი 2023 18:01
6
Gayiduli tamashi dasves bichebma 30 iani kushi.

Testebi ro chavagdet maisashvili gaizaxoda ra goniat damushavebul kombinatiebs testebze xo ar vachvenebto. …

Romel kombinaciebze laparakobda dzalian mainteresebs moshlilia gundi.
Martali
23 სექტემბერი 2023 18:01
1
ეხლაც
დაიცავით მაისიანი!!! გადაგვაყოლა ამ შავ ლომს !!! 6 ერში კიარა აგერ არსად აღარ უნდა მიიღონ!!
ცოტნე
23 სექტემბერი 2023 18:01
4
მაისაშვილი არ არის იმ დონის მწვრთნელი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ათამაშოს.
1111
23 სექტემბერი 2023 18:01
2
ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე შემზარავი მეორე ტაიმი. სრულიად გამაოგნებელი და აუხსნელია რამდენად განსხვავებულ ტაიმებს თამაშობს გუნდი ,ჯერ ავსტრალიასთან,მანამდე შოტლანდიასთან და ახლა ამათთან.. არ ვიცი რა დავწერო, გული მაქვს მოკლული, რა გჭირთ ბიჭებო???? სად წავიდა იტალიასთან და უელსთან ნათამაშები გუნდი??? ალოგიკურია ასეთი სხვაობა ტაიმებს შორის უკვე მერამდენედ, რა ხდება??
ალექს
23 სექტემბერი 2023 18:00
0
სირცხვილი და თავისმოჭრა!
ეგრე იცის მოდუნებამ. პირველ ტაიმში იმდენად ვაჯობეთ, რომ მგონი გამარჯვება ნაადრესად ირწმუნეს.
ტიერ 2-ის გუნდებთან საქართველოს ნაკრები ასეთი უსუსური მე არ მახსოვს, როგორიც დღესმეორე ტაიმში იყო.
ირაკლი
23 სექტემბერი 2023 18:00
1
ბიძინამ ყველა სფერო ააყვავა მათ შორის რაგბიც.
123
23 სექტემბერი 2023 17:59
11
ტიპი მაოხრებელი გზირია :D
კ.მარქსი ფ.ენგელსი
23 სექტემბერი 2023 18:53
3
მაისაშვილო წადიიიიიიიი! 4 წელია ამას გავიძახით და მეტი რა კატასტროფამდე უნდა მივიდეთ. რაგბის კავშირის ბოსებო - თქვენც წადიიიიით! 8 წელია უკან მიგყავთ ეს სახეობა, რომელსაც თამაშის გარდა სხვა დატვირთვაც აქვს ჩვენთვის. წადიიიით!
???
23 სექტემბერი 2023 17:58
3
რაგბი მეორე ტაიმია უფრო და პორტუგალიასთან მეორე ტაიმს რომ პირწმინდად წააგებ, უჩუმრა უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე ნაკრების მწვრთნელობიდან..
ნინიაშვილი რომ არა სამარცხვინოდ წავაგებდით.
rable
23 სექტემბერი 2023 17:58
1

სიახლეები პოპულარული