კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
მთელმა მსოფლიომ ისიამოვნა ამ თამაშით და დრამატიზმით, განსაკუთრებით ბოლო წუთების ტრილერით - სადაც წაგებულ გუნდს შეეძლო მოეგო და მოგებულ გუნდს შეეძლო წაეგო. ჩვენ კი ნერვები დაგვაწყდა, ინფარქტამდე ერთი-ორი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი. ასე არ შეიძლება…
TanoLife
23 სექტემბერი 2023 18:31
0
უკვე მესამე კომენტარს ვწერ.. შოკი მაქვს.. უბრალოდ ვერ ვიჯერებ ასე გატეხილ და დაჩოქილ ნაკრებს პორტუგალიასთან. საქართველოს ნაკრებმა წააგო ფსიქოლოგიურად, წააგო მოტივაციით, წააგო თავდადებაში, წააგო სამშობლოს სიყვარულში, წააგო განწყობით და სულისკვეთებით. ეს ფრე უბრალოდ ანგარიშია, ჩვენ დღეს დაგვაჩოქეს! ბიჭებო!! მოიკრიბეთ ყველაფერი და ფიჯისთან და უელსთან საქართველო ფეხზე წამოაყენეთ და ღირსება დაუბრუნეთ!!!
ალექს
23 სექტემბერი 2023 18:28
4
შესაძლოა მეჩვენება მაგრამ მორაგბეებსაც ფეხბურთელების ქედმაღლობა გადაედოთ. და არაპოლიტიკური გაგებით ქართულ სახელმწიფოს გაგება შეეყარათ თავისი ყველა მანკიერი ფორმით. დღეს მრცხვენია მათ გამო!
amberგ
23 სექტემბერი 2023 18:12
3
ეს იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე შემზარავი მეორე ტაიმი. სრულიად გამაოგნებელი და აუხსნელია რამდენად განსხვავებულ ტაიმებს თამაშობს გუნდი ,ჯერ ავსტრალიასთან,მანამდე შოტლანდიასთან და ახლა ამათთან.. არ ვიცი რა დავწერო, გული მაქვს მოკლული, რა გჭირთ ბიჭებო???? სად წავიდა იტალიასთან და უელსთან ნათამაშები გუნდი??? ალოგიკურია ასეთი სხვაობა ტაიმებს შორის უკვე მერამდენედ, რა ხდება??
ალექს
23 სექტემბერი 2023 18:00
0
იმიტომ კიარ მეშლება ნერვები რომ ვერ მოვიგეთ ( რათქმაუნდა ამაზეც მეშლება მაგრამ) არამედ იმაზე რომ უჯიგროდ ითამაშეს. ჰიმნებზე ეტყობოდა ვის უნდოდა მოგება და ვის არა. პორტუგალიამ როგორ უნდა გაჯობოს სულისკვეთებით?? ვის ჰკადრებთ ბიჭებო ამ თამაშს?? თავში ხოარაგივარდათ რაღაც რაღაცეები აბა კარგად დაფიქრდით. მაისაშვილი მსოფლიოს მერე უნდა წავიდეს 100% მაგრამ დღეს მარტო მაისაშვილში არიყო პრობლემა, ქვეყნისთვის თავი არ გაწირეთ მოედანზე,ძალიან საწყენია
საქართველოსთვის
23 სექტემბერი 2023 18:44
2
მოკლედ ეს მაისაშვილი რა ჭირი სჭირს ამ ჩვენს რაგბს,ჩააბარეს მთავარი გუნდები,თითქოს ისეთი მაღალ კვალიფიციური და ძლიერი მწვრთნელი იყოს.... ასე იცის ქვისლობა ნათესაობამ,ისე გამოდის რომ ის მოგებები იტალიასთან და უელსთან სასიამოვნო გამონაკლისი იყო...ვინ იტყვის რომ ეს მატჩი მწვრთნელის წაგებული არაა? და რომ ნაკრები წინ მიდის,ამ ჩემპიონატისთვის საერთოდ არაა გუნდი მომზადებული და ნამიბიის და რუმინეთის დონეზე თამაშობს,ბიჭებზე არაფერი მეთქმის ბოლომდე იხარჯებიან და იბრძვიან,ნაკრებს თითქოს არ ყავს სამრწთვნელო შტაბი,და მკაფიოდ ჩანს რომ მაისაშვილი არანაირი მწვრთნელი არაა,და ასეთი მაგარი თაობის ასე უხეიროდ გამოყენება უბრალოდ დანაშაულია ხალხის წინაშე და დაუშვებელია.... წადი მაისაშვილო წადი.... წარმატებები ბიჭებს და მთლიანად ქართულ რაგბს....
დავითი...
23 სექტემბერი 2023 23:02
4
არაფერ წაგებას არ გადაურჩა. ეს არის სრული კატასტროფა და წაგებაზეც უარესია. სიტყვები არ მყოფნის ისე ვარ დათრგუნული. ჩემთვის ბოლო 2 წელი რაგბის წინსვლას ნიშნავდა, რადგან იტალია და უელსი დავამარცხეთ. აქ კომენტარებში ბევრი წერდნენ ბევრ მიზეზებს, რაც პირადად ჩემთვის გაუგებარი იყო. მე მიყვარს რაგბი მაგრამ ვერაფერში ვერკვევი და ვინც ერკვევოდნენ ბევრჯერ წერდნენ რომ კატასტროფა იქნებოდა მსოფლიოზე და აი ისიც. ბევრი ქოცურ მართველობაზე წერდნენ ფედარეციაზე. ჩემთვის კი წარმატება სულ ერთია ვისთან იქნებოდა. ახლა ურემი გადაბრუნდა და ძალიან ცუდ დროს. წინსცლის მაგივრად არის კატასტროფა დახამდენი ნაღვაწევის წყალდი ჩაყრა. ამაზე პასუხი უნდა აგოს მწვრთნელმა და პრეზიდენტმა. ქართული რაგბი წუმპეში აღმოჩდა სამწუხაროთ ნეპოტიზმით და გაუმაძღრობით.
G.LA
23 სექტემბერი 2023 18:04
4
ვინც არ იცის ვეტყვი რომ საკმაოდ მსუყე ფინანსური სარგებელი აქვთ ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს. ტონგას რომ მოვუგეთ იმ წელს 45 000 ები გადაუხადეს ჩვენი ნაკრების მორაგბეებს და სულაც არ მიკვირს რომ ნეპოტიზმი ჰყვავის ქართულ რაგბიში, ეს ეხება შიდა ჩემპიონატსაც. ზოგადად სადაც დიდი ფულია იქ მადაც ჭამაში მოდის...
David
23 სექტემბერი 2023 18:19
1
საშინლად ითამაშეს!განსაკუთრებით მე-2 ტაიმი, სადაც მწვრთნელმა ტაქტიკურად ვერაფერი ვერ შეცვალა.პორტუგალიელებმა გვაჯობეს სისწრაფით, მოქნილობითა და დისციპლინით. ჩვენი 3-4 რაგბისტის გარდა, დანარჩენები ისე დარბიან გეგონებათ ფეხებზე 10 კილოიანი ქვები ჰკიდიათ თქო.
KOSTAKURTA
23 სექტემბერი 2023 18:37
1
ეხლაც
დაიცავით მაისიანი!!! გადაგვაყოლა ამ შავ ლომს !!! 6 ერში კიარა აგერ არსად აღარ უნდა მიიღონ!!
ცოტნე
23 სექტემბერი 2023 18:01
4
მაისაშვილი არ არის იმ დონის მწვრთნელი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ათამაშოს.
1111
23 სექტემბერი 2023 18:01
2

სიახლეები პოპულარული