კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
სირცხვილი და თავისმოჭრა!
ეგრე იცის მოდუნებამ. პირველ ტაიმში იმდენად ვაჯობეთ, რომ მგონი გამარჯვება ნაადრესად ირწმუნეს.
ტიერ 2-ის გუნდებთან საქართველოს ნაკრები ასეთი უსუსური მე არ მახსოვს, როგორიც დღესმეორე ტაიმში იყო.
ირაკლი
23 სექტემბერი 2023 18:00
1
მაისაშვილო წადიიიიიიიი! 4 წელია ამას გავიძახით და მეტი რა კატასტროფამდე უნდა მივიდეთ. რაგბის კავშირის ბოსებო - თქვენც წადიიიიით! 8 წელია უკან მიგყავთ ეს სახეობა, რომელსაც თამაშის გარდა სხვა დატვირთვაც აქვს ჩვენთვის. წადიიიით!
???
23 სექტემბერი 2023 17:58
3
მეორე ტაიმში ბურთი დაგვახიეს თავზე!!! წაგების ტოლფასი იყო. პორტუგალია უფრო იყო მოწადინებული მოგებაზე ვიდრე ჩვენი ნაკრები. და თან რა დროს, მსოფლიო ჩემპიონატის ასეთ მნიშვნელოვან მატჩში!! ასე როგორ გაითიშნენ... ეხლა უელსი და ფიჯი გადაგვიარს
ნიკა
23 სექტემბერი 2023 21:05
5
ჩემი აზრი არის ასეთი, გთხოვთ მაპატიოთ. აქიდან კომენტარებდი ვინც წერს ასეთ მესიჯებს რომ კარგით რა ხალხო არაუშავს, მსოფლიოზე ხო ვთამაშობთ, 2 ელის უკან ხომ მოვუგეთ უელსსს და ასეთ საშინელებესს ვინც წერსსს, ფეხბურთი ოქნება კალათბურთი თუ რაგბი. ასეთ ხალხსსს იმენააა უხარიააა სამშობლოსსს წარუმატებლობა. იმის მაგივრად რომ სამართლიანად დაწეროთ და სამართლიანად მისცეთ შენიშვნა ჩვენ ნაკრებს ,როდესაც არისსს რეგრესი, და უკან უკან მივდივართ. იმენა იძახით რომ გავჩუმდეთ და არაუშავს რათი დავკმაყოფილდეთ? სურცხვილიააა ასეთი შედეგები და მასხარად აგდება გულშემატკივრებისს. კალათბურთში ერთი გამთამაშებელი ვერ მოიყვანეს როდესაც უამრავიააააა მსოფლიოში რომელიც შედეგს დებს. ფეხბურთში ერთი მწვრთნელი ვერ მოიყვანესსს რომ გუნდი აათამაშოსს თანამედროვე ფეხბურთით. რაგბშიბერთი მწვრთნელი ვერ მოიყვანესს ან ინგლისიდან არ ირლანდიდდან რომელოც თანამედროვეეე რაგბს ათამაშებს. გადისს წლები დედა უტირაა,იმედით ვართ და არა და არ მორჩა ეს უიმედობა და უსუსრობა.
ბექა
23 სექტემბერი 2023 20:10
2
ცალსახაა, რომ გუნდი თამშობს მწვრთნელის გარეშე.
Guram
23 სექტემბერი 2023 18:12
4
Დაუყოვნებლად დატოვონ რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელებმა თანამდებობები
Ნიკოლოზი
23 სექტემბერი 2023 18:07
7
რაღაც ნამეტარი უგულოდ თამაშობდით ბიჭებო!რა ხდება,რამე ზემოდან ხომ არ იყო ბრძანება?!)უბრალოდ მე ასეთი უკბილო ნაკრები არასდროს მინახავს
გიუშა
23 სექტემბერი 2023 18:05
1
უკვე ჯგუფიდან გასვლას ვფიქრობდით ჩუმად და... დედა რა იყო ეს აააა...???
rigiti
23 სექტემბერი 2023 18:01
0
რაგბი მეორე ტაიმია უფრო და პორტუგალიასთან მეორე ტაიმს რომ პირწმინდად წააგებ, უჩუმრა უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე ნაკრების მწვრთნელობიდან..
ნინიაშვილი რომ არა სამარცხვინოდ წავაგებდით.
rable
23 სექტემბერი 2023 17:58
1
კატასტროფული მეორე ტაიმი? რას ამბობ, პირველ ტაიმში ხო დაბრდღვნეს ყველაფერი. იმხელა უპირატესობის ფონზე რო პირველი ტაიმი მხოლოდ 8 ქულით მოიგეს, იმიტო დაისაჯნენ!
ეეხ, ავტორ
23 სექტემბერი 2023 21:15
2

სიახლეები პოპულარული