კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
საქმე ის არის, რომ მიუხედავად ასეთი ჩავარდნისა, მაინც არაფერი შეიცვლება. მაისაშვილი ხომ ყოველათვის მართალია?! გამოძებნიან მიზეზებს და დარჩება იგივე პრობლემები. სამწუხარო ის არის რომ ეს კარგი თაობა ამ ვითომ დიდი მწვრთნელის და მისი გაუგებარი შტაბიის ხელში დაღმასვლას განიცდის. ისე რაგბი ტვ-ის მოვალეობა რა არის მხოლოდ რეპორტაჟები და ბაბუაჩემის დროინდელი თამაშების კომენტირება? მსოფლიო ჩემპიონატი მიდის და ერთი სტუდია ვერ მოაწყვეს ამ ვითომ რაგბის მცოდნე ჟურნალისტებმა. ზელანდიელების და ფრანგების თამაშით აღტაცება რეპირტაჟის დროს რაგბის ცოდნას მაინცდამაინც არ ნიშნავს
ანდრო
24 სექტემბერი 2023 14:20
2
“საეაგბო პოდკასტის “ ლინკი. https://youtube.com/@Abragani?si=Ai2bPNzn6C3Inzq4
გიორგი
24 სექტემბერი 2023 15:03
0
“სარაგბო პოდკასტი” მოისმინეთ იუთუბზე, ძალიან საინტერესოა!
გიორგი
24 სექტემბერი 2023 15:01
0
მართლა ტყემალზე ვართ და წიწმატს მივირთმევთ,ჯგუფში მოუგებლად ჩაიღვენთება ჩვენი ნაკრები და მერე იტყაპუნონ შუბლში ხელი რაგბის ე.წ. "ფუნქციონირებმა",ვითომ ძალიან,რომ წუხან ქართული რაგბის ბედიღბალზე
ჰმ
24 სექტემბერი 2023 00:52
3
გაიტანეთ გრელანდია,გ ა ი ტ ა ნ ე ე ე ე ე ე თ!!!
BOSS
23 სექტემბერი 2023 21:25
4
გააგდეთ მაისაშვილი !!!
ლევანი
23 სექტემბერი 2023 20:29
4
შარიქაძე ოქრო ბიჭია, ყოველმხრივ კარგი. მაგრამ კაპიტანი უნდა იყოს მგელი მოტივატორი, ფსიქოლოგიურად რთულ მომენტებში გუნდს ლომივით უნდა შეუძახოს.
Რაგბის ფანი
23 სექტემბერი 2023 19:40
0
ყველაფერი დაიწერა უკვე კომენტარებში და რა დავამატო არ ვიცი, მაგრამ ისე ვარ გაცეცხლებული გაჩუმებაც არ შემიძლია. 90 იანების რაგბი გამახსენდა მეორე ტაიმში. Ყველაფერში უკან როგორ მივდივართ. Ერთი რაგბისღა გვქონდა იმედი და ჰააა. Დარწმუნებული ვარ უკეთეს შემთხვევაში მაისაშვილს შეაწმენდენ ხელებს და მეტი პასუხისმგბლობას არავინ აიღებს. ასე გაგრძელება არ შეიძლება!
Irakli
23 სექტემბერი 2023 18:27
2
სანამ არ გააბანძა ნაკრები მანამდე დატოვეს და ახლა უკვე გვიანია 4 წლით უკან დაგვხია
ჩელენჯერი
23 სექტემბერი 2023 18:26
4
დღესვე გააკეთოს განცხადება ფედერაციამ რომ მწვრთნელები გათავისუფლებულები არიან !რომ შემდეგი ორი თამაში ფორმალურად იქნებიან !
გიორგი
23 სექტემბერი 2023 18:22
4
გასაოცარი უღიმღამობა გამოვავლინეთ.
ვანდა ჯიქია
23 სექტემბერი 2023 18:13
1
რაც უელს დაემართა ჩვენთან, ის დაგვემართა ჩვენც პორტუგალიასთან. პორტუგალია მართლა არ არის ცუდი გუნდი. რაც შეეხება მაისაშვილს, მსოფლიოს მერე უნდა წავიდეს, ახალი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს, მაისაშვილმა კი შავ ლომში გააგრძელოს მუშაობა.
irakli81
24 სექტემბერი 2023 00:33
1

სიახლეები პოპულარული