2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.
პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.
მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.
პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.
მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.
2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).
იტალიასთან მაგარ ფორმაში მყოფმა ნინიაშვიმა მოიგო ტამაში მარტომ.
უელსთან გაგვიმართლა რადგან არეულობა იყო უელსისი ნაკრებში და მწრვთნელი ბავრს არ მოსწონდა და ბევრმი საუკეთესო მოთამაშე არ ჰყავდათ და იმ მწვრთნელმა წააგო ის თამაში. მაისაშვილს არ მოუგია.
უკუსვლა ნიჟარაძის პერიოდში დაიწყო მისი კომკავშირელი მაფიოზური მიდგომის გამო. ფულის გაქრობა და სემდგომ სვანაზეს მიეწერა ყველაფრი რაც ნიჟარაძემ დანგრევას საფუზველი ჩაუყარა. რადგან სვანაძემ აღმოაჩინა საიდან "რავდებოდა" ოლიგარქის მიერ ჩადებული ფული რაგბში და ვიღაცეების ანგარიშებზე ირიცხებოდა.
მილტონ ჰეიგის დანიშვნაც ნიჟარაძის გათველბს ემსახურეებოდა. ამ დროს ჰეიგი ჯურნალისტად მუშაობდა და ჭ ლიგის გუნდის მწვრთნელად. ჰეიგი ჩამოიყვანეს როგგორც ახალზელანდიელი უკანა ხაზის გამოსასწორებლად. ამ დროს მან ვერც ეგ გააკეთა და ასევე შერკინებაც დააკნინა. მას გაუმართლა რომ გორგოძე თამაშობდა იმ პერიოდში და ზირაქაა დასხვები. მის დროს მოიშორეს უნიჭიერესი ზურა ძვანიაც რომელიც არაჩვეულებრივად თამAშობდა პირველ ხაზს და თანამედროვე რაგბს..
შეცდომები იყომბევრი დაშვებული ასევე 20 წლიანებში. გაიხსენეათ რა გუნდი გაუშვეს რვა ერზე წინა წელს. სულ ნათესავ, ნაცნოობით შეტენილები.,
დიდე ბესის არ დაუფასეს კარგი გარჯა ასევე რომელმაც ჩვნი შერკინება აიყვანა მაღალ დონეზე.
ჭლევანდელი გუნდის შერკინება არასწორად იქნა არჩეული. ნარიაშვილს თავი ჰქონდა დანებებულუ, მამუკაშვილმა ამდენი წელია ბურთის შემოგდება ვერ ისწავლა, ზამთარაძეც ლელოდან შეტენეს. ასევე შეიყვანე ნკარებში დამტვრეული, გორგაძე, საღინაძე, ცუცქირიძე... ნინიაშვილიც ეხლა მოშუშდა და ეტყობა კიდეც,უთამაშებლობა..კი კარგი ბიჭები არიან და ბევრი კარგი თამაშები ჩაატარეს. მაგრამ სპორტში მარტო მოშუშება არ კმარა. გამოჯანმრთელების შემდგომ თამაშის მაღალ დონეზე ასასვლელად დროა საჭირო რადგფან დიდი ტრამვის შემდგომ ყველას შიში აქვს რომ კიდევ არ დაიმტვრნენ და ვერ არიან იმ დონეზე სანამ დაიმტვრეოდნენ.
ამ დროს სრულიად მოატოვეს ქუნთელია, რაფავას ბიჭის გადმობირებაც შეიძლებოდა რადგან ვერ ხვდება ინგლისის ნაკრებში და არც სცადეს კარგად.
ვანო კარკაძე რომელიც მონპელიეს მთავარი ჰუკერია სულ დაივიწყეს. შემდგომ დაკარგეს ისეთი ნიჭიერი მოთამაშეები როგორიც სხვებმაც ახსენეს სპანდერაშვილი, იაშაღაშვილი რომელიც სასწაულად გამართულ რაგბს თამაშობს და თავის გუნდშI 8 ნომერია, რასაც ჟალაღონია ვექაჩავს და გორგაზე ფორმაშიც არ არის.
რამოდენიმე მოთამაშეს საერთოდ გული აუცრუეს რაგბზე, რომლებიც ბავშვობიდან თამაშობენ და თავი დაანებებინეს საერთოდ სრული იგნორორების გამო, რადგან ისენიც ლელოს აღზრდილები არ იყვნენ. ]
ასევე მოშალეს 7 კაცა რაგბი, რაც აუცილებელია დღევანდელი თამაშის მაღალ დონეზე სათამაშოდ. ყველა მოწინავე ქვეყანაში ბავშვების რაგბი იწყება შვიდკაცით, რაც ანვითარებს, მოედნის ხედვას, ბურთის ხელით კარგ თამაშშ, რაქებში დროულ ჩასვლას და გაწმენდას, მობილურობას, სისწრაფეს და სწრაფ აზროვნებას, მოედაზე ხვრელების ხედვას, "ოფლოუდებს" და ასე შემდეგ.
ეს ფედერაციის პრიზიდენტი რომელიც ტყემალზე ზის ყველამ ვნახეთ როგორ მოვიდა ძალით და ჩხუბით, მოაშორეს რაგბს ყველა ვისაც ალალმართლად უნდოდა მუშაობა, ბევრი მოისყიდეს, ზოგი მთავრობაში შეტენეს...საძმოში შუღლი ჩააგდეს... ხომ არ გვეცნობა ხელწერა?
მოკლედ ყველას გვინდა კარგი ქართველობა და წარმატება სპორტში მაგრამ სანამ ქვეყანა ერთიანი არ იქნება და ისევ რუსეთში მონახვეჭების და მოხვეჭილთ ანდ "დავერბოვკებულების" ხელშია ქვეყანა ერი და სარწმუნოება ეს ყველაფერი სპორტში და განსაკუთრებით გუნდურ სპორტში ჩნდება როგორც ამ ამაზრზენობის ანარეკლი და გვაქს სათანადო შედეგები ფეხბურთში, კალათბურთში და რაგბიც... ხო და ვიღაც კიდევ წყალბურთელებს აუზში წყალს არ უსხამს ან აუზს ითვისებს კიდევ ერთI მახინჯი შენობის დასაყუდებლად. შეხედეთ რას დაამსგავსეს დედა ქალაქი და ქვე ყანა...
გამოფხიზლდით ხალხნო, გამოდით, გააპროტესტეთ 32 წელია ტყუილ თავისუფლებაში ცხოვრობთ... ქვეყან მიჰყიდეს და მიაქვთ თურქებს, სპარსებს არაბებს, ინდოელებს, ჩინელებს და ისევ რუსებს და ხახლი კი მექსიკის გავლით ამერიკაში გარბის ბევრი გამწარებული და ბევრი კიდევ იაფი გასაჩხერისთვის ბრაიტონზე... მერე კიდევ იტყვით პოლიტიკა რა შუაშიაო, შუაში კა არა თავშია
როდის იყო მონა გმირებს ამარცხებდა