კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
მაისაშვილი უნდა გადადგეს ახლავე და უპირობოდ!
Rezo
23 სექტემბერი 2023 19:40
7
Ნაცებს აღარ ვაბრალებთ?!ვაზელინის ქვეყანა. Ინტერნეტ ლომებით
Ვახტანგ კაპანაძე
23 სექტემბერი 2023 19:37
6
აააწმყოოო თუ არა გვწყაალოოობს....,
მომავააალიი "ჩვეეეეენიიიიააა" ! :(((
დიმა
23 სექტემბერი 2023 21:09
0
ვინც აქ აკომენტარებთ წლების წინ როცა ნაკრებს უკეთესი შედეგები ქონდა ნაკრებს აგინებდით იმიტომ რომ შერკინებას თითქმის ყველას ვუგებდით და მიგაჩნდათ რომ შერკინება რაგბის ნაწილი არ იყო. ინგლისმა ჩვენთან ერთობლივი ვარჯიშებიც კი დაგეგმა რომ შერკინებაში ერთად ევარჯიშათ. ყველა ერს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე ამიტომ უნდა ეცადო შენი ძლიერი კიდევ უფრო გააძლიერო და სუსტზე იმუშაო.
სსს
23 სექტემბერი 2023 18:36
4
მაისაშვილო არ გრცხვენია ეს ყველაფერი?? გამოვა ახლა და დაიწყებს შეცდომები დავუშვით და გამოსწორებაზე ვიმუშავებთო, აქამდე რო არ გიმუშავიათ და კარასტროფულ შედეგზე ვართ ახლა რის გამკეთებლები ხართ მთელი სამწვრთნელო შტაბი, ყველაზე ცუდი და სამარცხვინო შედეგით დავამთავრებთ ამ მსოფლიოს და ყველაზე დიდი წვლილი მაისაშვილს და მთლიანად რაგბის კავშირს მიუძღვის ამაში
Nik
23 სექტემბერი 2023 18:25
3
პორტუგალია ექვს ერში! თუ ასე გააგრძელეს განვითარება, პორტუგალიას მეტი შანსი ექნება ექვს ერძე მოსახვედრად, ევროკავ|შირის ქვეყანაა და ჩვენზე ბევრად განვითარებული ეკონომიკა აქვს.
irakli81
23 სექტემბერი 2023 18:20
6
ესეც თქვენი საამაყო რაგბი. ტფუ
ტტტ
23 სექტემბერი 2023 17:57
5
იგივე მოხდა რაც შოტლანდიასთან დაგვემართა.რაც ნიშნავს რომ სამწვრთნელობშტაბმმა ვერ იმუშავა კარგად შეცდომებზე .მეორე ტაიმს როცა აგებ მე ესე მგონი მწვრთნელის ბრალეულობა მეტია .წარმატებები ბიჭებს ცხვირი არ ჩამოუშვათ ბევრი გაქვთ დამამტკიცებელი.ისე ვთვლი რომ ამ მსოფლიოს მერე შემადგენლობა უფრო უნდა ახალგაზრდული უნდა შეიქმნას და ახალი ფურცლიდან რაღაც შინაარსიანი გუნდი ჩამოყალიბდეს
Geeee
23 სექტემბერი 2023 21:59
1
მე მგონი მაისაშვილმა ჩემოდანი უნდა ვაალაგოს
მერაბი
23 სექტემბერი 2023 22:45
3
ალბათ ალაგებს, მაგრამ “წონაში” ვერ ეტევა:)
გიორგი
24 სექტემბერი 2023 11:25
0
მე კიდე ბონუს ქულაზე ვოცნებობდი, შევრცხვით საერთაშორისო მაშტაბით, მალადეც ბიძია თქვენ და თფუი თქვენი კაცობას, უკვე პორტუგალიაც გვაპამპულავებს, მაისაშვილო გასკდა გული ამდენი ნერვიულობით.. კმარა
გიორგი
23 სექტემბერი 2023 20:29
5
რაც მთავრობაა იმისანა არის ყველაფერი, მათ შორის სპორტიც
ვაი ჩვენს პატრონს
23 სექტემბერი 2023 19:27
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული