კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
თამაშამდე წაგებული თამაშია, ფსიქოლოგიურად დაჟანგულები გამოვიდნენ. საერთოდ ვერ დარბიამ და აუტის ჩაწოდება დღემდე ვერ ისწავლეს. იმედი გვქონდა პირველად ჯგუფიდან გავიდოდით, ჩვენ კი ჯგუფში ჩავჩით, მეტად სამწუხაროა
rugby
23 სექტემბერი 2023 18:28
1
ჯერ არ ჩავრჩენილვართ, შანსი კიდევ არსებობს. მგონია რომ ფიჯის მაინც მოვუგებთ!მესამეც კარგი შედეგია.
.
23 სექტემბერი 2023 19:01
18
ფული ხომ არ გამაზეს ? აბა ესენი ფიჯისთან ან უელსთან ? არ ვიცი. შერკინება აღარ გვაქვს, დერეფანი ჰა და ჰა, სისწრაფე არასდროს არ გვქონია. შუა წელში რო იხოცებიან და ხუთ მეტრში ბურთს რომ კარგავენ ათჯერ თამაში რა ქვია ამას ? ან დაცვაში ბევრ ჯარიამას რომ იღებენ თავისზე სუსტ გუნდთან რა არის ეს ? ტალახაძის იმედით ვართ ხალხი მხოლოდ. ხომ არ გავაუქმოთ ყველა სპორტი ჩვენს ფულს რაში ვიხდით ფეხბურთში ან რაგბში ? ოთხი წელი ველოდებიტ ერთი თამაში რომ მოიგონ და ამასაც ვერ ახერხებენ.
1111
23 სექტემბერი 2023 18:14
2
მაისაშვილი არ გადაიბირონ სხვა ნაკრების მწვრთნელად, გავუფრთხილდეთ, ყურადღებით ვივოთ…
George
24 სექტემბერი 2023 00:01
4
კარგით რა, ხალხო, 3 წლის წინ რომ პორტუგალიასთან ფრედ დავამთავრეთ, იმის შემდეგ იტალიას და უელსს მოვუგეთ. მომავალშიც იქნება რაღაც. ბოლო ბოლო 20 წლამდელებს შეხედეთ.
.
23 სექტემბერი 2023 19:07
51
პორტუგალიასთან იმის მერეც კინაღამ ფრედ დავასრულეთ შეხვედრა,ბოლო წუთზე მოვიგეთ ფაქტიურად. მაგრამ განსხვავება კოლოსალურია. იქ თავიდანვე დიდად არ წაგვივიდა თამაში, შეცდომები, ხარვეზები და ამის ფონზე ახერხებდა პორტუგალია თამაშში დარჩენას. დღეს მეორე ტაიმში ვიხილეთ ერთადერთი გუნდი სრული დომინაციით, ესაა კოშმარი. არცერთ ტიერ2 გუნდთან მსგავსი რამ არასდროს არ მომხდარა. თითქოს ტიერ3 ვიყავით ჩვენ. ამაზე მეტად გამაოგნებელი და აუხსნელია ამხელა სხვაობები ტაიმებს შორის,რაც უკვე ჩვევად იქცა გუნდისთვის. გუნდს რომ დიდი პოტენციალი აქვს მაგიტომ ვართ ყველა ასე დაშოკილი თორემ ნამიბია ან რუმინეთი რომ ვიყოთ კი გვეცოდინებოდა ჩვენი ადგილი. ეს თამაში იყო ყველაზე დიდი სილის გაწვნა რაც კი ოდესმე ვინმეს უქნია ჩვენთვის.
ალექს
23 სექტემბერი 2023 19:24
0
ადამიან-ოო აქ წაგება მოგებაზე არ არი ლაპარაკი, რა იყო ეს? ეს იყო სირცხვილი და თავის მოჭრა! ზამთარაძე რატომ თამაშობს ნაკრებში საერთოდ? შვილო შეგრცხვეს უნდა! არ ვიცი შემდეგი თამაშები რა იქნება მაგრამ აქ რომ ჩამოხვალთ თვალებში როგორ უნდა გვიყურეთ ბიჭო!
ბს
23 სექტემბერი 2023 19:40
1
რაგბზე არ დავწერ. ომი არ გინდათ მოქილიკეებს ვკითხავ: თქვენ და თქვენი შვილები წახვალთ? ნაღდად?
არდილეს
23 სექტემბერი 2023 18:44
22
არვიცი ძმაო ვინ რას ამბობს, მე ომი არ მინდა, მაგრამ საომარი თუ იქნა უნდა ვიომოთ ყველამ. თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია! ყველას აზრს პატივი უნდა ვცეთ, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, მაგრამ ერთად უნდა ვიყოთ! რამე რომ იყოს ერთმანეთზე მეტად არავის ეტკინება გული მსოფლიოში! რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ და ვიცხოვროთ ერთიან გვეყანაში!
დიმო
23 სექტემბერი 2023 19:58
0
Მარტო შენ ხარ ეგეთი მზე თუ კიდე გყავს გვერდით .ბრძოლა არაა შენი ჯიშის და მოდგმის საქმე და არც ქართველი ხარ მენტალობით ჩმოტი ხარ..
Არდილესს
23 სექტემბერი 2023 19:05
9
ყველა გამოხმაურება
ეტყობა გუნდი ვერ მოამზადეს სათანადოდ, არც შერკინება ვარგა, არც მოლი და არც სხვა სათამაშო კომპონენტები. შერკინებიდან ნაკრებში თამაშს იმსახურებენ მხოლოდ მამუკაშვილი და გიგაშვილი, სამწუხაროდ ნარიაშვილი დაბერდა და ვეღარ ქაჩავს, ზამთარაძე არ არის მზად სანაკრებოდ, სხვებიც არ არიან ფორმაში. ეჰ აღარ მინდა წერა, გასკდა გული….
დათო
23 სექტემბერი 2023 18:26
1
შოტლანდიასთან მეორე ტაიმმა, პირველი საგანგაშო ნიშანი მოგვცა. ავსტრალიასთან პირველ ტაიმში გავბანძდით. აღმოჩნდა, რომ ეს ავსტრალია, არაფერი გუნდია( ფიჯიმ უშანსოდ მოუგო). მიუხედავად ყველაფრისა, ვინც იტყოდა, რომ პორტუგალიასთან გაგვიჭირდება, მოღალატედ აცხადებდნენ. სწორი სტრატეგიით, წინა მსოფლიოზე იაპონიამ ირლანდიას და შოტლანდიას მოუგო, იმის წინაზე სამხრეთ აფრიკას. ფაქტია, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და მე მგონია, ყველაფერი ფედერაციიდან მოდის.
დიმა
24 სექტემბერი 2023 15:51
2
რო დავწერე მაისაშვილი არაა ნაკრების დონის მწვრთნელი თქო,იმდენი დისლაიკი მივიღე თავის დროზე,ა ბატონო მისი ნამუშევარი აგერ ჩანს. არა და კარგი თაობა გვყავს,მაგრამ … რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი მაგრამ აქაც ფული წონის ყველაფერს სამწუხაროდ.
maximus
24 სექტემბერი 2023 00:05
3
კომენტარებს ვკითხულობდი ხალხო პოლიტიკა თუ გინდათ აქ რას აკომენტარებთ ტვინი ნუ გაბურღეთ უკვე რატომღაც მგონია აქ ხალხს უხარიათ საქართველოს წაგება ნყველაფერში ????!!!!!! ეს მაისაშვილი არ იყო როცა ნაკრები იგებდა ან ეს უცხოელი რომ აგიჩემებიათ
თაზო
23 სექტემბერი 2023 21:36
39
თაზოს
ყველაფერში პოლიტიკა რომ არის მაქედან ვერ ჩაანს? ყველაგან რომ საქოცეთია შესული და ნეპოტიზმი ყვავის ეს ახალია? მეც ვამბობდი იტალიის და უელსისი მოგებების შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მართავ გედერაცია თქო, მთავარია ისტორიაში პიველად ტიერი 1-ის გუნდები დავამარცხეთ მეთქი. მარა აქ კომენტარებში რაგბში გარკვეულები წერდნენ მაშინაც, რომ კატასტროფა იქნება მსოფლიოზეო. აგერ კატასტროფა და ახლა პასუხიც ზუსტად იმ ''ქართულ ჯიგრულ პონტში'' მოსულმა ტყემალაძემ უნდა აგოს. გინდა პოლიტიკა დაუძახე გინდ ნეფოტოზმი ერთი სატკივარია ხალხისათვის. ვააახ არ ამოხვედით ყელში? პოლიტიკაა ყველაფერი ცხოვრებაში რით ვერ გაიგეთ?
D
24 სექტემბერი 2023 10:20
0
გუშინ ძალიან უცნაურად მომხვდა თვალში ფსონი ფრეზე _41.ჩვენების მოგება 1.13,პორტეგალიისა 6.5
ჰოდა ერთი კახური ანეგდოტი გამახსენდა :მამი, დღესა ორშაბათია თუ პარასკევიო
შე შობელძაღლო, ცოტა ახლო ახლო მკითხეო
ზურაბ
23 სექტემბერი 2023 21:13
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული