კატასტროფული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 18:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შესვენებამდე ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს, დებიუტში ლელო ტაბუცაძემ დადო. ეს ეროვნულ გუნდში მისი 30-ე ლელოა და რეკორდსმენი გახდა. გარდასახვა ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. შემდეგ აბჟანდაძემ ორი ჯარიმაც გაიტანა. პორტუგალიელებმა პირველ ნახევარში ერთხელ შემოგვიტიეს და ისიც შედეგიანად - კონტრიერიშისას ჩვენი დაცვის შეცდომის შედეგად ლელო სტორტიმ დადო, თუმცა გადრასახვა არაზუსტი იყო.

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი "ბორჯღალოსნებმა" შეტევაში გაატარა, თუმცა გუნდს ეფექტიანობა აკლდა და სწორედ ამიტომ, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ნაკრების
მორაგბეებმა მხოლოდ ერთხელ დაამიწეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 36-ე წუთზე ვიზავის მორაგბე ფერნანდეში გაასინბინა.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო და მარკეშმა ორი საჯარიმოთი სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა და ეს შედეგშიც აისახა: სტორტიმ ლელო გაგვიტანა, მარკეშმა გარდასახვა გამოიყენა და ვიზავი 18:13 დაწინაურდა. 78-ე წუთზე ზამთარაძემ ლელო გაიტანა, მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბოლოს დავჯარიმდით, გედეშმა საჯარიმო ზუსტად ვერ შეასრულა და წაგებას გადავურჩით.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
საქართველო – პორტუგალია 20:20
საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 185 /
Gayiduli tamashi dasves bichebma 30 iani kushi.

Testebi ro chavagdet maisashvili gaizaxoda ra goniat damushavebul kombinatiebs testebze xo ar vachvenebto. …

Romel kombinaciebze laparakobda dzalian mainteresebs moshlilia gundi.
Martali
23 სექტემბერი 2023 18:01
1
სოლიდარულები არიან ძმაო, გვერდში უდგანან ფეხბურთელებს))
სოლიდარობა
23 სექტემბერი 2023 22:04
3
მარტო მეორე ტაიმი იყო კატასტროფა?
გულშემატკივარი
23 სექტემბერი 2023 19:38
1
მიყევი რუსულ გემს! თავმოყვარეობა საერთოდ არ გაქვს?
მაისაშვილს
23 სექტემბერი 2023 19:34
8
თამაში კატასტოფა! მწვრთნელიან მოთამაშიანად აბსოლიტური დაბნეულობა! მაგრამ არც ჩვენ ვიცით სწორი გულშემატკივრობა! ახლა ლანძღვის დრო არაა! რომ მორჩებიან ჩემპიონატს მერე სწორი კრიტიკა! ბევრი რამ არის შესაცვლელი! შედეგზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მწვრთნელმა! ბიჭებო აბა თქვენ იცით, იქნებ გამოასწოროთ ეს ჩავარდნა!
PS. ისე შემადგენლობაც გადასახედია!
ეჰ
24 სექტემბერი 2023 08:31
0
ზუსტად რომ მწვრთნელის დამსახურებაა ეს შემადგენლობა დ ამბობენ რომ ძლიერ ბიჭებს არ იწვევს ნაკრებში!
რატომ ასე, არ ვიცი....
₾ადო
24 სექტემბერი 2023 10:35
0
არის ესეთი გამოთქმა და ზუსტად მაისაშვილზეა ზედ გამოჭრილი , ცუდმა მოცეკვავემ ჭანჭლები მაქ გრძელიო და ხელს მიშლის კარგად რო ვიცეკვოო.. კარგით რა იქ პირველ ტაიმში გავითიშეთო აქ მეორეშიო , აბა მწვრთნელს რა ავალია ??? დისციპლინა და ეს უაზრო გათიშვები რო არ მოხდეს ზუსტადაც მწვრთნელის მოვალეობაა ...
დავითი
23 სექტემბერი 2023 22:42
3
ეგ "ჭანჭლები" აქვს?
:))))))
23 სექტემბერი 2023 22:56
1
ჭანჭლა ყ..რები ჰქვია ზემო იმერულად
ჭიათურელი
24 სექტემბერი 2023 00:54
1
მეორე ტაიმს მწვრთნელები იგებენ. ხოდა მოუგო ჭკვიანმა და "სიმპატიურმა" ფრანგმა ჩვენ "გიგანტს"!!! საერთოდ სანამ ქართულ სპორტში მწვრთნელებზე ეკონომია იქნება, ძნელად თუ რამე შეიცვლება უკეთესობისკენ. დადეთ
S.K.K.
23 სექტემბერი 2023 19:46
1
,,მწერალნი სხვისი ისტორიისა "
ახლა რაგბშიც ვისწავლეთ საკუთარი ქვეყნის თავს დაფის დასხმის სანაცვლოდ სხვისი დახმარება. აგერ პორტუგალიას დავეხმარეთ, რომ პირველად არ წაეგო მსოფლიოზე,
რას გავდა ბიჭებო თქვენი თამაში? სხვანაირ კაცებად და ჯიგრებად მიგვაჩნიხართ მთელ ქვეყანას, წაგებით აქამდეც წაგვიგია, მარა ასე უსუსურად არ უთამაშია რაგბი საქართველოს. თვალებში როგორ უნდა უყუროთ თქვენ ახლობლებს და გულშემატკივარს? შარიქაძე, კაპიტანო! რა ხდება გუნდში? რატო არ აფეთქდი და გადაირიე მოედანზე ნახევარი გუნდი რომჩასვოიდი დააბოტებდა მოედანზე ?მაისაშვილო, მაგარ კაცად გცნობთ და ჭკვიან მწვრთნელად, მაგრამ რა ქენით ეს დღეს? ბევრი მოშურნე გყავს და არ მინდა გაიხარონ, მაგრამ რაც თქვენმა გუნდმა დღეს გააკეთა ამის გამო უნდა შეგრცხვეს და წახვიდე. და ვინც დღეს გიღალატა და მოედანზე ჩაი..ვა იმათაც უნდა შერცხვეთ რომ მათ გამო თქვენ მიდიხართ. პასუხისმგებლობის თავზე აღება უნდა ისწავლოს ყველამ ამ ქვეყანაში. ფედერაციაზე არაფერს ვამბობ, აზრი არა აქვს, მად ხალხის წინაშე არ გრძნობენ თავს პასუხისმგებლად და მეტს არაფერს ვიტყვი, მაგათი კაიკაცობა მაშინ გამოჩნდა ქართული ტრადიციული შინდისფერი კვართი რომ გახადეს ნაკრებს. რაგბისტების სიტყვას ველოდები, ნაკრების წევრების, რომ დავიწყო რგოლების მიხედვით ვინ სად ჩაისვარა ძალიან ბევრი გამოვა და ისედაც ყველამ თავი ჩაღუნთ და ბოდიში მოიხადეთ, რა ქენით დღეს ბიჭო? რა იყო ეს!
ქორ-პარიკმახერი
23 სექტემბერი 2023 19:36
2
შინდისფერი კვართი გახადა და ვაზის ლერწიც ჩამოართვა, ,,...რა გინდათ ეგ მაიმუნობა, ახლა ისეთ რებრენდინგის ჩავატარებ რომ თქვენი მოწონებული, ვაზი არა კვერცხი, რად გინდათ ეს ზედმეტი სიმბოლოები და გადამეტებული სიყვარული და გულზე მჯიღის ცემა..."-ო
ვოტ!!!
Bs
23 სექტემბერი 2023 21:06
7
ბონუს ქულით მოგებას ველოდებიდით და მეორე ტაიმში ბურთი დაგვახიეს თავზე! სირცხვილი! უელსი და ფიჯი გადაგვიარს ეხლა და ასე შერცხვენილები ჩამოვალთ...
nika
23 სექტემბერი 2023 20:48
4
მე არ ვიცი რა ასაკის ხალხი წერს კომენტარევს, არ ვიცი,რომელი ასაკობრივი კატეგორის ხაკხი კითხულობს ამ სპორტულ რესურსს, ერთს კი ვიტყვი - ჭაბუჯური ემოციებისგან ნამეტანი შორს ვარ - 6 ერი არა ყ....ი.
ჩვენ გვაქვს ჩვენი ნიში, არ ვართ მთლად აუტსაიდერები , მარა , ახლა , ირლანდია ინგლისები საფრანგეთები ეს და ის - არაა ჩვენი დონე.
ტუტუცის გარდა არავინ უარჰყოფს. კაი საშუალოზე ოდნავ დაბალი ნაკრები გვყავს..
ვალერი
23 სექტემბერი 2023 18:44
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული