მსოფლიო თასზე მესამე მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის 9:0 ამარცხებს.
შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ შეტევებით დაიწყო და მატკავას რეალიზებული საჯარიმოთი დავწინაურდით. ქართველი მორაგბეები დისციპლინირებულად მოქმედებდნენ და მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ფიჯელებმა ანგარიშის გათანაბრების შანსი მე-14 წუთზე გაუშვეს, როდესაც საჯარიმო ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ შემდეგ საჯარიმო შორიდან ზუსტად შეასრულა ნინიაშვილმა. აქედან მოყოლებული მეტოქე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა, 31-ე წუთზე კი ნინიაშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო გამოიყენა. ბოლოს სწრაფი კონტრიერიშისას ტაბუცაძის დადებული ლელო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი 9:0 მოვიგეთ.