დღეს მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბორდოში ფიჯის დაუპირისპირდება. მატჩის წინ "ბორჯღალოსნებს" "ბორდოს" ფეხბურთელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ეწვია.
დავითაშვილს თანამემამულე მორაგბეებმა 9-ნომრიანი მაისური გადასცეს. ზურიკომ მათ წარმატებები უსურვა, მაგრამ "სტად დე ბორდოზე" ვერ უგულშემატკივრებს, რადგან მის გუნდს ამ საღამოს "გრენობლთან" გასვლითი შეხვედრა აქვს.
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბორდოში 30 სექტემბერს თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.