რაგბი ევროპა | 2024 წლის ჩემპიონატის კალენდარი

AutoSharing Option
რაგბი ევროპამ 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფები და თამაშების განრიგი ოფიციალურად დაამტკიცა.

ტურნირი 2000 წელს დაარსდა და რამდენჯერმე შეიცვალა მისი ფორმატი. შარშან გუნდების რაოდენობა 6-იდან 8-მდე გაიზარდა და ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. რადგან ერთი პერიოდი ჩემპიონი ორი წლის ჯამის შედეგად ირკვეოდა, გამარჯვებული 21-ჯერ გამოვლინდა. საქართველო 15-ჯერ გახდა ჩემპიონი, რუმინეთი 5-ჯერ, ერთხელ კი პირველი ადგილი პორტუგალიამ დაიკავა.

2006 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებმა ჩემპიონის ტიტული 14-ჯერ მოიპოვეს და მხოლოდ ორჯერ – 2010 და 2017 წლებში დაუთმო პირველობა რუმინეთს.
საქართველო "ა" ჯგუფში

"ბორჯღალოსნები" 2024 წლის
რაგბი ევროპის ჩემპიონატის "ა" ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებს, "ბ" ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.

საქართველო პირველ შეხვედრას 4 თებერვალს ლაიფციგში, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს; 10-ში ნიდერლანდებს მასპინძლობს; ჯგუფურ ეტაპს კი 17 თებერვალს, ესპანეთთან საშინაო შეხვედრით ასრულებს.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის, დანარჩენები კი მე-5 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ჯგუფის გამარჯვებულები 2/3 მარტს მეორე ჯგუფის მეორეადგილოსნებს მასპინძლობენ, ფინალი კი 17 მარტსაა ჩანიშნული.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
რაო შეგვატოვეს ლევანა უკვე?...ისევე სიჩუმე აირჩიეს და ვითომ და სიტუაციის ჩაწყნარება,სანამ ხალხს ბოლომდე არ აუცრუეთ გული რაგბზე და რა მიატოვა სტადიონები წაეთრიეთ კავშირიდან და ნაკრებიდან,ნუ გააუფასურეთ რაგბი...იძახეთ ექვსი ერი...ვის რაში უნდა იქ გაფარჩაკებული ნაკრები?ნუ აფუჭებთ მაგარ თაობას... წაეთრიეთ,წაეთრიეთ.... უკვე მოთმინება აღარაა საკმარისი ამათ ასატანად... გამძლეობა ქართულ რაგბს და წარმატებები
დავითი...
13 ოქტომბერი 2023 19:12
1
როგორც რაგბის ქართველი ფანი, ხაზგასმით ვაცხადებ: სანამ რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება ჩვენს სარაგბო თემში (იგულისხმება ახალი ხელმძღვანელების მოსვლა, გამგეობის წევრების გამოცვლა თავის პრეზიდენტიანად, ასევე სამწვრთნელო შტაბის ცვლილება), მე და უამრავი ჩემნაირი აღარ ვაპირებ რაგბზე დასასწრებად სიარულს! თუ ამ ადამიანებს/ფუნქციონერებს შუბლის ძარღვი ოდნავ მაინც შერჩათ და მართლაც შესტკივათ გული ქართულ რაგბზე, მაშინ გვერდზე უნდა გაიწიონ და "ახალ სისხლს" დაუთმონ ფართო გზა. თუ არადა, ჩაიჯიბონ ყოველთვიურად ბიუჯეტის/ხალხის ფული, ხოლო შედეგები უფრო და უფრო გაუარესდება
fani
13 ოქტომბერი 2023 13:22
1
ნიდერლანდების საყურებლად რომ მომკლა არ წავალ
გივი
13 ოქტომბერი 2023 03:08
1
ბატონო გელა! რატომ "ზღმარტლი"?
უფრო "ანწლი" (როგორც ლექსიკონი გვეუბნება - იმერულად ; ჭანურად — ანწკლი, ინჭირა, ინჭირი; მეგრულად — ინჭირია, ინჭილია, ინჭირი; სვანურად — განჭვ, განჭვ და ა.შ).

ჰო, რა იყო, რა გაცინებთ? რა ყველაფერი უკუღმა უნდა გაიგოთ, ყველაფრის გამასხრება და გაუცენზუროება - როგორ შეიძლება! მართლა და მართლა!
ბატონ გელას!
12 ოქტომბერი 2023 23:58
0
6 ერი არა ზღმარტლი.ამათი დონე ესაა ამ ეტაპზე.თუ ესე გაგრძელდა რუმინეთთან,ესპანეთთან და პორტუგალიასთან მოგება მოენატრებათ.არ ვარ ჩასაფრებული და ბოღმიანი.გული მტკივა და მაგიტო ვამბობ ამას
გელა
12 ოქტომბერი 2023 22:11
7
მაისაშვილის დონის ტურნირი. აქაა ჩვენი ადგილი...
კ.მარქსი ფ.ენგელსი
12 ოქტომბერი 2023 21:31
5
მაისაშვილო, წააააადიიიიიი
გიორგი
12 ოქტომბერი 2023 19:26
2
ტყემალაძე-მაისაშვილი სანამ არ წავლენ მე სტადიონზე მიმსვლედი აღარ ვარ!!!
გიორგი IV
12 ოქტომბერი 2023 15:47
3
100%
გიორგი
12 ოქტომბერი 2023 19:25
1
ითვალეთ აწი სტადიონზე ხალხი!რაგბი ჩვენი თამაშიაო არ დაგავიწყდეთ!
გიორგი IV
12 ოქტომბერი 2023 15:46
4
ვიღას აინტერესებს ეგ კალენდარი?!
გიორგი IV
12 ოქტომბერი 2023 15:45
2

სიახლეები პოპულარული