იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „მადლობას ვუხდი ლევანს იმისთვის რაც მან ქართული რაგბისთვის გააკეთა. ის
მან გამორჩეული წინამძღვრობა გაუწია მორაგბეთა დღევანდელ თაობას, გვერდში მყარად მედგა ქართული რაგბის წინსვლისთვის მუშაობაში, რომელიც დღეს გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ლევანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლამდე.
მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “შავი ლომის” ტრიუმფალურ გამარჯვებებში სუპერთასის ტურნირზე. მოხარული ვარ, რომ დათანხმდა ჩვენთან დარჩენას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მისი ახალი როლის უკეთ განსაზღვრაზე”.
ლევან მაისაშვილი: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.
მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.
მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ”.
*ლევან მაისაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველომ პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები- იტალია და უელსი 2022 წელს; მოიგო ზედიზედ ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატი; ჰქონდა გამარჯვების საუკეთესო კოეფიციენტი (60%) – ითამაშა 40 – მოიგო 24, ფრე 3, წააგო 13 და მიიღო კვალიფიკაცია ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე.
შავი ლომმა ზედიზედ ორჯერ მოიგო “სუპერ თასი”.
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
თამაშის ხარისხი რო ცა და დედამიწა იკო ვიდრე ცინა შეხვედრები?
და საერტოდ რა გუნდით ვეთამაშეთ ანუ პატარა მაგარი ბიჭებით მთელი მსოფლიო აღნიშნავს ჩვენს გარდა აი ესაა პრობლემა ჩვენ ლიჟბი ჩვენიანს ვაგინოთ და ვიპროფესოროთ და დალშე არ გვაინტერესებს ეს არის ქართული ანალიტიკა და პატრიოტიზმი.
მე ვთვლი რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო გადადგომა აშკარა პროგრესი ქონდა ახალგაზრდა გუნდს თავის მწვრთნელებთან ერთად მაგრამ ჩვენ ხო ეგრევე მსოფლიოს მოგება გვინდა!!!!!!
შეძლო, რომ პორტუგალისთან თითქმის წააგო თამაში (გადარჩა) და საბოლოოდ მიიღო პორტუგალიაზე უფრო ცუდი მონაცემები (ყველა თვალსაზრისით).
ერთია მოთამაშეების თავდადება (თუნდაც ფიჯისთა), დე მეორეა მწვრთელის კვალიფიკაცია, რომელმაც აუტიც კი ვერ მოაწესრიგა. იმ ფიჯისთან ჩვენი აუტების უმეტესობა მოიგო "ფიჯმა". ლელოგ გაუშვეს, როდესაც ჩVენები მეტნი იყვნენ, შერკინებები წააგო, პასი ვერ გააკეტეს და
აის ეს შეძლო ამ შტაბმა.
ხომ ვერ დაწერ წინა მსოფლიოზე რამდენი 10-ი ქულიტ გადფაგვირბინა ფიჯიმ?
თამაშის ხარისხი მთელმა მსოფლიოს სპორტულმა პრესამ შეაფასა და წაიკიტხეთ რა წერია.
მწვრთნელების 80პროცენტი ასრულებს კარიერას პრინციპალიტიზე მოგების გარეშ უელსთთან ! (ედი ჯონსსაჩ კი არ აქვს მოგებული) ეს ისე.....
კაცმა 2 ტიერ 1 გუნდი დაამარცხა უმაგრესი გუნდი ჩამოაყალიბა..
მაგარი ბიჭები რომ თამაშობენ ნაკრებში ვისი გაზრდილები არიან?
ასე რომ მაგ კაცს უზარმაზარი წარმატება და საქმეაქ გაკეთებული
რომელსაც კიდევ გააკეთებს.
მადლობა მთელ სამწვრთვნელო შტაბს გამოვიდა რომ თამაშს როცა ვაგებთ
მწვრთნელები აგებენ და თუ ვიგებთ ბიჭები.
უსამართლო და დამაზიანებელია ეს მიდგომა ქართული რაგბისათვის
აი ეს არის სინამდვილე და ეს შეძლო ლევან მაისაშვილმა.
კვლავ მოდაშია.
წადით რა საქმეს მიხედეთ რაც გიყვართ ,თქვენ არც რაგბი და არც ადამიანი გიყვართ,გათითოკაცებული გასაცოდავებული რევანშის წყურვილით შებყრობილიკ
საწყალი ადამიანების სექტა ხართ!!!
მაისაშვილის მადლობა !!! რაც ამ კაცმა შეძლო ვის გაუკეტებია ერთი ნამიბიას უგებდით მსოფლიოზე ფიჯისთან 40 ქულით ვაგებდით აი სიმართლე!!!!
ჩართეთ მთავარი და უსმინეთ თქვენი ტვ ეგარის.
მადლობა მაისაშვიულს,მაისურაძეს,რამიშვილს და ყველას მთელ შტაბს!!!!!