Rugbyrama-ს ცნობით, საქართველოს ნაკრებს მალე შეიძლება სათავეში 52 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილი ჩაუდგეს.
კოკერილი ახლახან TOP 14-ის "მონპელიეს" მწვრთნელის პოსტიდან გუნდის წარუმატებელი სტარტის გამო გადააყენეს და ფრანგული გამოცემის მტკიცებით, მას საქართველოს რაგბის კავშირი ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
ერთი სიტყვით, არ არის გამორიცხული, "ბორჯღალოსნების" თავკაცად ლევან მაისაშვილის ნაცვლად კოკერილი დანიშნონ.
კოკერილს ინგლისის ნაკრებში 27 მატჩი აქვს ჩატარებული, შემდეგ კი, ვიდრე მუშაობას "მონპელიეში" დაიწყებდა, "ტულონისა" და "ედინბურგის" მწვრთნელი იყო; აგრეთვე, "ლესტერსა" და ინგლისის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ.