![](https://sportall.ge/pictures/image5/6a074f6dd3c9891b91ea7d4c01157672.jpg)
ლევან მაისაშვილის ნაცვლად საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელად 53 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილი დაინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას FreeRugby.ge ავრცელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და კოკერილს 1+1+2 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებენ.
"ბორჯღალოსნების" ახალ თავკაცს "შავი ლომისა" და "თელ-ავივ ჰითის" რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩამდე წარადგენენ, რომელიც 22 დეკემბერს "ავჭალაზე" გაიმართება.