მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით

AutoSharing Option
"შავი ლომის" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში ისრაელის "თელ-ავივ ჰითთან" 27:17 მოგებული მატჩი შეაფასა და გუნდის უახლოეს გეგმებზე ისაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში 17 ქულით დავწინაურდით, რთული თამაში გამოვიდა, რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით, მაგრამ პირადად ჩემთვის გაუგებარია რაზე გვაჯარიმებდა რეფერი და რატომ აჩვენა წითელი ბარათი გიორგი კერვალიშვილს, მაშინ, როდესაც მსგავსი თავი თავში კონტაქტი პირიქითაც ძალიან ბევრი იყო.

გარდა ამისა, ადრეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ "ჰითი" ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე
მითამაშია. მთავარია, რომ მაინც მოვახერხეთ გამარჯვება და თასი ზედიზედ მესამედ შევმართეთ. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს. მიუხედავად იმისა რომ თამაში ასეთ უხერხულ დროს დაინიშნა, რაც სუფთად რაგბი ევროპის პასუხისმგებლობაა, მაინც მოვიდნენ "ავჭალაზე" და თითქმის სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშეთ".

"შავ ლომს" უახლოეს პერიოდში კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი თამაში ელის ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე – 13 იანვარს "კასტრთან" საფრანგეთში და 20 იანვარს თბილისში "მიხეილ მესხზე", ასევე ფრანგულ გრანდ "კლერმონთან".

"ფრანგული გუნდის წინააღმდეგ "შავ ლომს" ჯერ არ უთამაშია და ეს ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, "კასტრიც" და "კლერმონიც" ამ შეხვედრებისთვის განსაკუთრებით მოემზადება, მით უმეტეს "სქარლეთსთან" გამარჯვების შემდეგ. ვისურვებდი, რომ "კლერმონთან" მატჩზე "მიხეილ მესხის" ტრიბუნები გადაჭედილი იყოს. ფრანგებს უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ გვიყვარს ქართველებს რაგბი“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
1. რა გაგახამათ?!!!! ყოველ დაჭერაზე რეკლამის ამოხტომა რა უბედურებაა??????
2. მერაბი მართალია. ფედერაციას მეტი ნასტირნობა გვმართებს. ასე არ შეიძლება! 2 უმნისვნელოვანესი მატჩი წაგვართვეს წელს: ფიჯი და გლისტერი! აქ ყველაფერი ქნეს, საკუთარი დეიდები მოიყვანეს, რომ წაგვეგო!
3. და ისევ ავტორს: ჩემო ოქრო, სადაც კლერმონმა თქვას- გრანდი ვარო, კასტრის არ დაივიწყოს! ბევრად დიდი გუნდია კასტრი!
რეზო
25 დეკემბერი 2023 20:28
0
ნამდვილად არ ეხატებათ, ფაქტია ეს უკვე... სტადიონზე კი მოვალ ნამდვილად და ხალხსაც წამოვიყვან...
Zviads
24 დეკემბერი 2023 00:48
0
გლოსტერთან არ ვყოფილვარ … კლერმონთან აუცილებლად მოვალ!!!
Lelo
23 დეკემბერი 2023 21:35
0
მოვალთ !

წლებია ნაკრების და ეხლა უკვე "შავი ლომის" თამაში არ გამომიტოვებია..

აუცილებლად მოვალთ და მხარს დაგიჭერთ !!
ზაზა
23 დეკემბერი 2023 21:08
0
რაღა სულ მოწინააღმდეგების სასარგებლოდ ცდებიან, ეჭვი ჩნდება რომ ვიღაც ვიღაცეებს ჩვენი რაგბის განვითარება წინსვლა გულზე არ ეხატება
მიხო
23 დეკემბერი 2023 21:00
0
ნამდვილად ტრიბუნები უნდა გაივსოს!
ქორ-პარიკმახერი
23 დეკემბერი 2023 19:21
0

სიახლეები პოპულარული