ოფიციალურად - "ბორჯღალოსნებსა" და "შავ ლომს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "შავი ლომის" მწვრთნელად რიჩარდ კოკერილი დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პირველი ქართული ფრენჩაიზი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ახალ წელს დიდი ამბით შევხვდით - "ბორჯღალოსნებსა" და "შავ ლომს" ახალი მწვრთნელი ჰყავს.

რიჩარდ კოკერილი წლების განმავლობაში იყო ფრანგული "ტულონის", "მონპელიესა" და შოტლანდიური "ედინბურგის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი.  მას უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან.

მოთამაშის კარიერის განმავლობაში, კოკერილი იცავდა "ლესტერ ტაიგერსისა" და "კლერმონის" ღირსებას, ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 თამაშში 3 ლელო აქვს დადებული".

მკითხველის კომენტარები / 14 /
მაგარი ჭკვიანურია რომ ერივეს მწვრთნელია, შავ ლომში ბევრი ნაკრების მორაგბე თამაშობს, აქ შეეცდება ცდები ჩაატაროს რომელსაც გამოიყენებს ნაკრებისთვის! მომეწონა
ლევანი
18 იანვარი 2024 19:01
0
ის შემთხვევაა,როცა მხოლოდ ერთი უნდა ვთქვათ:კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.წარმატებები!
მინდია
18 იანვარი 2024 18:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული