საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიას სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც პირველად ითამაშა ახალი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით, გასვლაზე გერმანია 28:17 (14:10) დაამარცხა.

შემდეგ ორ შეხვედრას საქართველოს ნაკრები სახლში ჩაატარებს - 10 თებერვალს ნიდერლანდებთან და 17 თებერვალს ესპანეთთან.

4 თებერვალი. დესაუ (გერმანია). Paul Greifzu Stadion
გერმანია – საქართველო 17:28

საქართველო

ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9.
მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება:
1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი).

მარქაფა:
16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. დავით ხუროშვილი (კლერმონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

alt"ბორჯღალოსნები" | მე-16 ტიტულს დესაუდან შევუტევთ

მკითხველის კომენტარები / 22 /
მთავარი მაინც მოგებაა არაფერი საპანიკო არ არი.. პორტუგალიის წაგებამ მაგრა გაასწორა,იმედია ჯგუფიდანაც ვერ გავა.. რუმინეთმა უნდა გადაუაროს.. ტიპებს ორი თამაში გაუვარდათ და ჩვენზე წინ რანაირად გაიჩითნენ რეიტინგში,მაგარი სტრანნი წესები აქვს ირბს
berg
05 თებერვალი 2024 19:55
1
თამაში არ გამოგვივიდა, ბურთს ხელში ვერ იჭერდნენ ბიჭები. პირველი თამაში იყო კოკერილის ხელში, თანაც ნახევარი გუნდი დებიუტანტი იყო. მაისაშვილის ტროლებმა გაიხარეს, რადგან მაისაშვილის დაბრუნებას ცდილობენ. ეს თუ მოხდა, ქართული რაგბი საბოლოოდ დასამარდება. აცალეთ კოკერილს მუშაობა!
გიორგი
05 თებერვალი 2024 12:45
3
კარგი იქნება, თუ ამ გვერდზე ის ხალხი, ვისაც რაგბი უთამაშია ან ეხლაც თამაშობს და მეტი ესმის ვიდრე ჩვენ, მოყვარულ გულშემატკივრებს, აქ კომენტარებში ქების ან პირიქით ვუშვიშის ნაცვლად შეაფასებდნენ გუნდის ტაქტიკას რგოლებისა და სათითაო რეგბისტის თამაშს.
ნიკო
05 თებერვალი 2024 11:33
0
დიტო მარინაშვილისეული რის ვაი-ვაგლახით დამაკლდა სათაურში.

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიის ნაკრებს რის ვაი-ვაგლახით სძლია.


საშინელი თამაში.
გერმანიის ნაკრებმა აიღე და მიეძალეთი დაგვიდო ლელო.
გერმანიის ნაკრებმა...
კოფი კოჯია
05 თებერვალი 2024 10:40
2
პორტუგუამ ბელგიასთან წააგო. ბელგიასთან!
გიორგი
05 თებერვალი 2024 12:47
1
ამ გუნდს დიდი შრომა დასჭირდება, მაისაშვილამდე რა გუნდიც იყო იმ დონემდე მაინც რომ მივიდეს.
ჩელენჯერი
05 თებერვალი 2024 08:31
9
არადა მაისაშვილის ხელში ყველაზე დიდი პროგრესი იყო იტალია უელსს მოვუგეთ ამდენ წელდი ერთხელ ვერ მოუგო თავის დონის ან ნაკლებ გუნდს პორტუგალიასთან ფრე
Vazha
05 თებერვალი 2024 07:54
8
ისე საერთო საქმისთვის ეს მეორეხარისხოვანი ტურნირი ერთხელ უნდა მოიგოს ან გერმანიამ ან ესპანეთმა, იქნებ ესე მაინც შევამტვრიოთ ეს 6 ერის კარი.
გვაქვს ამის დონე თუ არა? ეს სხვა დისკუსიაა.
ამათ კიდე დღეს რა დაემართათ აღარ ვიცი
მეგრელი
05 თებერვალი 2024 03:02
7
მეტოქისადმი მთელი პატივისცემით, მაგრამ გავიხსენოთ, რამდენად კარგად თამაშობდა საქართველო ყოველთვის გერმანიასთან, ეს არის კლასისა და ხარისხის პირდაპირი ვარდნა.
გიორგი
05 თებერვალი 2024 01:32
8
არაფერია საპანიკო. პორტუგალიამ საერთოდ წააგო. წარმატება ბიჭებს.
გიორგი
05 თებერვალი 2024 01:07
1
ქართულ რაგბის მუდმივად უდგას მეორეხაზელების პრობლემა, თუმცა დერეფანში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რაც ხდება კატასტროფაა, მანამდე ასე ნამდვილად არ იყო.
სულ იყო ლაპარაკი მაღალი ბიჭების შერჩევაზე და სპეციალურად ამ პოზიციაზე სათამაშოდ მომზადებაზე. იყო ვარიანტები ჩვენს მეგობარ ქვეყნებში მათ მოძიებაზე და გაწვრთნაზე, მაგრამ რასაც ვხედავთ ახალი ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ზოგადად რაგბის განვითარების გზაზე უსაშველოდ ბევრი კეთდება, მაგრამ ამ კონკრეტულ პრობლემა კონცენტრაცია არ მომხდარა, არადა ფაქტია რომ პრობლემა დგას და ის მისახედია!
ქორ-პარიკმახერი
05 თებერვალი 2024 00:18
0

სიახლეები პოპულარული