საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიას სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც პირველად ითამაშა ახალი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით, გასვლაზე გერმანია 28:17 (14:10) დაამარცხა.

შემდეგ ორ შეხვედრას საქართველოს ნაკრები სახლში ჩაატარებს - 10 თებერვალს ნიდერლანდებთან და 17 თებერვალს ესპანეთთან.

4 თებერვალი. დესაუ (გერმანია). Paul Greifzu Stadion
გერმანია – საქართველო 17:28

საქართველო

ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9.
მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება:
1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი).

მარქაფა:
16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. დავით ხუროშვილი (კლერმონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

alt"ბორჯღალოსნები" | მე-16 ტიტულს დესაუდან შევუტევთ

მკითხველის კომენტარები / 22 /
გასაგებია ამდენი ახალბედა, ახალი მწვრთნელი, ცუდი ამინდი და მინდვრის საფარი, ცოტა მეტოქის დაუფასებლობა და დაბალი მოტივაციაც სუსტი მეტოქის გამო, მსაჯის შეცდომებიც, მაგრამ ამ ხარისხს არაფერი ამართლებს და განსაკუთრებით დ ე რ ე ფ ა ნ ი და დაცვა, რომელმაც მოახერხა ორი ლელოს მიღება გერმანიის დონის გუნდისგან!! როდემდე ბატონებო?!
ალექს
21:04 04-02-2024
3
კიდევ ერთს დავწერ რა- უნდა მორჩეს ეროვნული ნაკრების საცდელ პოლიგონად გამოყენება!! ეს არის ერთადერთი ტურნირი რომელშიც როგორც ნაკრები ვმონაწილეობთ და ვემზადებით მსოფლიო თასისთვის. თუ აქ ყოველ წელს ყოველ თამაშში ამდენი ახალბედა გვეყოლება და ვიტყვით რომ ძირითად ბირთვს ვასვენებთ, როგორღა უნდა მოახერხოს იმ ძირითადმა შეთამაშება, წელიწადში 3 ტესტ მატჩით?! მსოფლიო თასი კი არა რაგბი ევრაპაც გვერდზე დაგვრჩება ასე ერთხელაც,რადგან მოიმატა დონემ. აგერ პორტუგალიას რა დაემართა ბელგიასთან თან ძირითადი შემადგენლობით!!
ალექს
22:48 04-02-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული