რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს

AutoSharing Option
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სახლში ნიდერლანდებს 31:10 სძლია. ნამატჩევს Rugby.ge-სთან მოკლე კომენტარი "ბორჯღალოსნების" მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა გააკეთა, რომელიც შედეგით კმაყოფილი დარჩა:

"საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. შევეცადეთ ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციები მოედანზე გადაგვეტანა. ტრიბუნაზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო და ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს".

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი გამარჯვება მოიპოვა და 17 თებერვალს ესპანეთს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არც ისე სოლიდური სხვაობით დაუმარცხებია ნიდერლანდები… წარმატებები ბიჭებს!
ლაშა
11 თებერვალი 2024 21:40
5
ქართულად ამ კაცის გვარია ქოქერილი. ეს რუსებს არ აქვთ ასო-ბგერა 'ქ'.
გიორგი
12 თებერვალი 2024 13:16
2
ქოქერილი ცოტა ვერლავეს ჯღერს ინგლისურად
Rezo
14 თებერვალი 2024 14:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული