ორი განსხვავებული ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 38:3 დაამარცხა.

მატჩი მაღალ ტემპში ბურთის გადაკიდებებით დაიწყო, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და რეალიზებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ. 37-ე წუთზე პერანიძემ საქართველოს ნაკრების შეტევა ლელოთი დააგვირგვინა, მატკავამ გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 7:3 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნები“ უკვე სრულად ფლობდნენ ინიციატივას, შეცვლაზე შესულებმა გააძლიერეს თამაში, ჯერ ლელო ტაბუძაძემ გაიტანა, მერე მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა და მეტოქის ორი მორაგბე გაასინბინა, რასაც კვესელაძის, ბაბუნაშვილის და
თაფლაძის ლელოები მოჰყვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სპანდერაშვილი დაასახელეს.

საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა და პირველ ადგილზე გავიდა.

17 თებერვალი. თბილისი. "ავჭალა"
საქართველო – ესპანეთი 38:3

საქართველო

ხაზი:
15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

შერკინება:
1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 11 /
გილოცავთ! როგორც იქნა პირველი მძლავრი გამარჯვება ახალი მწვრთნელით, ესპანეთს ერთ ტაიმში 5 ლელო დაუდო ხუმრობა ნამდვილად არაა. ყველა რგოლმა შესანიშნავად იმუშავა, დისციპლინა და დაცვაც მშვენიერი იყო,ესპანეთს უბრალოდ შანსი არ ქონია მთელი თამაში, დერეფანიც ცალსახად გამოსწორებულია. შერკინებებშიც მსაჯის მოწყალება რომ არა გაცილებით დიდი ანგარიში იქნებოდა. გაითვალისწინეთ რომ 2 ძირითადი 9 ნომრის და ნინიაშვილის გარეშე თამაშობს გუნდი. ეს ყველაფერი თან ესპანეთის მწყობრი დაცვის და კარგი დაცვითი მოლის პირობებში. როგორც ყოველთვის, რაგბი ჩვენი თამაშია! წარმატებები ქართულ რაგბს!
ალექს
17 თებერვალი 2024 17:58
0
ცნობისთვის, საბოლოო ანგარიშია 38:3. ქოქერილმა მეორე ნახევარი აშკარად მოუგო ესპანეთის მწვრთნელს, ყოჩაღ!
გიორგი
17 თებერვალი 2024 17:55
0
კარგია რომ მეორე ტაიმი უკეთ ვითამაშერთ ვიდრე პირველი. წინა მწვრთნელის დროს სწორედ მეორეწ ტაიმი გვიჭირდა. ორივე ტაიმის დაახლოებით ერთ დონეზე ჩატარება იდეალური იქნებოდა. მაღალი დონის გუნდი არ გაპატიებს ჩავარდნას. ესპანეთთან ასეთი ანაგარიშით მოგება უკვე მოსალოცია.
გიორგი
17 თებერვალი 2024 20:18
0
გილოცავთ გამარჯვებას ყველას. მომეჩვენა, რომ ქაოტურად თამაშობდნენ ხშირად. მწვრრთნელები თუ ახლები არიან და კომუნიკაცია უჭირთ ჯერ, თვითონ ხოიციან, ან წყლის მიმწოდებელს ეკარნახა, რომ მეტოქეს როცა ორი კაცი სინბინში ყავს, სამჯერ შერკინებით ჯიქურ მიწოლა სისულელეა და ხაზზე გაშლა აუცილებელია.. წარმატება საქართველოს
rable
17 თებერვალი 2024 19:52
0
ძალიან მეიმედება ახალი მწვრთნელის. მჯერა, ამ კაცის ხელში ბევრად უკეთესი ნაკრები გვეყოლება
ხომ ერა
17 თებერვალი 2024 18:18
0
ამ თამაშში ფერნაიძის პირველი ლელო საქართველოს რაგბის ნაკრების ისტორიაში მე-800
დააT
17 თებერვალი 2024 18:19
1
აუტი რომ მუშაობს კარგია ძალიან, მაგის გარეშე არაფერი გამოვა. მოლი ძალიან სუსტია, თამაში ძალიან უსახური იყო მაგრამ ახლა არაფრის თქმა შეიძლება კონფიდენტურად. ყველაფერი ზაფხულში გამოჩნდება.
._.
17 თებერვალი 2024 23:37
2
ესპანელებს ჩამოყვანილმა მჩხიბავმა ვინმე - გომბიო ფათახო ხაბალეს როსკიპო ავარომ - ვერ უშველა
მაშ !
17 თებერვალი 2024 17:59
5
კარგი იქნებოდა ტურის სხვა თანაშებიც მიმოგეხილათ. რუმინეთისა და პორტუგალიის თამაშის მეორე ნახევარი მაგარი რაგბი იყო. დონე მატულობს, რაც მისასალმებელია.
გიორგი
19 თებერვალი 2024 14:24
0
გაუჭირდათ
bibi
17 თებერვალი 2024 18:32
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული