რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთი 43:5 დაამარცხა.

მატჩი ჩვენი გუნდის იერიშით დაიწყო, ლამაზი კომბინაცია ტაბუცაძის ლელოთი დაგვირგვინდა, რთული პოზიციიდან კი მატკავმ გარდასახვა ვერ გამოიყენა. „ბორჯღალოსნებმა“ წნეხი გააძლიერა, მაგრამ რამდენიმე სახიფათო შეტევამ შედეგი ვერ გამოიღო. შემდეგ მატკავამ საჯარიმოდან ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, ხოლო ცოტა ხანში ტაბუცაძემ დუბლი მიითვალა, მატკავამ გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა და პირველი ტაიმი 10:0 დასრულდა.

კოკერილის გუნდის დომინაცია მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და მოდებაძემ ლელო დადო, ხოლო ნინიაშვილმა უზადოდ გარდასახა. ამას დერეფნიდან კარგად აგორებული მოლი და გორგაძის ლელო მოჰყვა, ნინიაშვილმა ზუსტად ვერ გარდასახა. საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სრულად სჯაბნიდა, საკუთარ ნახევარზე პრაქტიკულად არ უშვებდა, შერკინებაშიც უკეთესად ირჯებოდნენ, დერეფანშიც და შეცვლაზე შესულმა ივანიშვილმა ლელო გაიტანა, ნინიაშვილმა - გარდასახვა. 73-ე წუთზე რუმინელთა პირველი შეტევა ტანგიმანამ ლელოთი დაასრულა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს. მერე ტაბუძაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, აბჟანდაძემ გარდასახა. ბოლოს თაფლაძემაც გაიტანა ლელო, აბჟანდაძემ ისევ ზუსტად გარდასახა და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

17 მარტს, პარიზში ფინალში საქართველოს ნაკრები პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

2 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხი

საქართველო – რუმინეთი 43:5

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

სოსო
მოვიგეთ და ისედაც დასუსტებული და ახლა ტრავმებით კიდევ უფრო დაუძლურებული რუმინეთის ძლევა.უფრო დიდი სხვაობითაც გვმართებდა,თუმცა ახალი მწვრთნელის და გადახალისებული შემადგენლობის გამო,ეს შედეგიც ნორმალურია.ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ვანო კარკაძის თამაში.ჯერ იყო და პრობლემად ქცეული დერეფანი 100% პროცენტით მოვიგეთ,მეორე კი,ეს პირველხაზელი ლომი,რამდენჯერმე ისეთი სისწრაფით შევარდა დაცვის ბზარებში,რომ უკანახაზელებსაც შეშურდებოდათ.უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ვასკას და მატკავას დუეტის საკმაოდ სუსტი,არადამაჯერებელი და ნევროზული თამაში.მიზეზი არ ვიცი,მაგრამ აშკარად ეტყობოდათ დაძაბულობა.კოკერილმა უკვე საკმაოდ გაიცნო ჩვენი ბიჭები,გუნდიც სულ უფრო კარგად უგებს ერთმანეთს,კოკერილის სათამაშო სქემებში.ასე რომ პორტუგალიისათვის,ჩვენი გუნდი,უკვე საკმაოდ კარგად შეთამაშებული გუნდი იქნება.ჩვენ ბიჭებს პორტუგალიაზე ისეთი ჯავრი სჭირთ,მსოფლიოს თასის შემდეგ,რომ არათუ მათი ალესვა,მგონი პირიქით,დაწყნარება უფრო გვმართებს.ჩვენ გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება.პორტუგალიელებმა,ჩვენთან 10 წელიწადში ასაღები ქულების ლიმიტი უკვე ამოწურეს.
კახა
მეგობარო ხალხი აღარ დარჩა საქართველოში ყველა საზღვარგარეთ წავიდა!! მანდ სტადიონზე ვინც არის, ალბათ ახლო მომავალში ისენიც წავლენ. სამწუხაროდ!!
გ
სადღეგრძელოები რა შუაშია,ბრძენთა ბრძენო...
გიორგი
მთავარი რაც ქოქრილნა შემოიტანა, პირველი ნახევრის შემდეგ სწორი ტაქტიკური ცვლილებების განხორციელებაა. ამას დავამატოთ გამოსწორებული დერეფანი და გამისწორების გზაზე შემდგარი მოლი. ცუდი არაა.
თემო
ასე ცოტა ხალხი რატო დადის სტადიონზე? ყველაზე უაზრო გუნდებთან ვავსებდით ხოლმე არა და....
დიმა
დღევანდელი რუმინეთი ვერ გამოდგება ნაკრების შესაფასებლად. პორტუგალიასთან ფინალში გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა. ნინიაშვილი ძალიან მაგარია და ვფიქრობ უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავია. ყველა მოქმედებაში ჩანს მისი მაღალი დონე.
ნოდო
შენ და რაგბი შორს ხართ აშკარად. ან ძაან გაბოროტებული ხქრ ამ ცხოვრებაზე. ამ ყამაშით ის გამოჩნდა რო ბიჭებს უკეთესი ხელით ბურთაობა გამოუვიდათ, დერეფანში გამოასწორეს და სხვა დანარჩენს დრო გვიჩვენებს
Pepelu
შენ ისე იცი რაგბი როგორც მიშა სააკაშვილია ქართველი პატრიოტი :)))))))
Bs
მოვიგეთ. გილოცავთ! მაგრამ ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით! დღევანდელი რუმინეთი გამომცდელად არ გამოდგება! გვაქვს ბევრი ნაკლი და სამუშაო! მაგრამ მაინც გამარჯვება კარგია! გილოცავთ ანთიმოზ ივერიელის თასის მორიგ ჯერზე დასაკუთრებას!
პაატა
ნუ იცით ხოლმე ასე ისტერიულად ეიფორიაში ჩავარდნა! კოკერელის ხელი დაეტყო არა ფეხი კიდე?! რა დაეტყო დაწერეთ! ასეთი სუსტი რუმინეთი არც კი მახსენდება და მაგათთან სათამაშო დროის 80% გუნდურად საერთოდ ვერ ვთამაშობთ, ნინიაშვილი და კიდევ ერთი ორი არის ნათელი წერტილი! ტაბუცაძეს რომ ადიდებთ, ტიპი ტრამვაივით ჩაბმული დარბის, ნული ინტელექტი… ამ თამაშით, პირველი ათეულის გუნდებთან კი არა, იაპონია, სამოა და ტონგასთან ძალიან გაგვიჭიედება თამაში! ეგრე უაზროდ ადიდებდნენ ჩვენი კალათბურთის ნაკრებს და კი ვნახეთ რა შედეგიც გვაქვს. მეტი ობიეტურობა და კრიტიკული აზროვნება გვმართებს და არა უაზრო სადღეგრძელოები!
გიორგი
კიდევ უფრო უკეთ ათამაშდებიან. ტასბუცაძემ 'ჰეთ ტრიკი' შეასრულა მაგრამ მაყურებელისთვის ნაკლებად ჩანს მისი ხარვეზები. ხშირად კარგავს ბურთს, აქვს ხელის სუსტი ტექნიკა, უჭირს სწორი გადაწყვეტილებების მიღება და შესრულება, არ არის დამაჯერებელი უკან და მოედნის შუაში თამაშში. მარტო წინაა ძლიერი სისწრაფის წყალობით, და ეს მომენტებიც მისთვის ლანგარზე მორთმეულია; მაგრამ პირველი ეშელონის გუნდებთან ასეთ სიტუაციები იშივიათობაა. მოკლედ, ამ ხარვეზებს თამაშში თავისი ფასი აქვთ. რუმინელებთან ერთი ლელო 14 ნომერის მიერ მეტოქის ნახევარზე დაკარგულ ბურთს მოყვა. ერთო ბიჭია, თუ არ ვცდები ლუკა ცირიკიძე, U20 მსოფლიოზე და ინგლისთან ორ ამხანაგურშუ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კარგი იქნებოდა მისი ნელ ნელაქ მომზადება ამ პოზიციაზე სათამაშოდ ეროვნულ ნაკრებში.
Nika
კვირიკაშვილის შემდეგ კარში დარტყმების სტატისტიკა არასახარბიელო გვაქვს. იმედი მაქვს ბიჭები იმუშავებენ ამ მხრივაც. აქვთ მატკავასაც და აბჟანდაძესაც მონაცემებიც და შესაძლებლობაც სოლიდური დამრტყმელები იყვნენ. წარმატებები მათ.
ალექს
ბრავო კოკერილ! რა ინტენსივობა, რიტმი და დომინაცია შემოგვთავაზეს ბიჭებმა ფაქტიურად მთელი 80 წუთის მანძილზე მართლაც რომ საქებია! აქამდე ერთადერთი მინუსი იყო პირველ ტაიმში დაბალი რეალიზაცია, რაც მოვთვალე 2 ჯერ ხუთმეტრიანში უეჭველი ლელო ხელიდან დაუვარდათ ან გააგდებინეს და ორი ლელო არაზუსტი პასის გამო ვერ დავდეთ, თუმცა მეორე ტაიმში ეგეც დალაგდა. როგორც ყოველთვის წარმატებები ქართულ რაგბს და ჩემპიონობას ველით პარიზში!
BOSS
მადლობა ბიჭებს და სამწვრთნელო შტაბს.აშკარად დაგვეტყო კოკერილის ხელი ყველა კომპონენტში. იმედია პორტუგალიასთანაც დამაჯერებლად მოვიგებთ!
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"ასეთი ფიზიკური ფორმა მის სტანდარტებს არ შეეფერება" - მოურინიომ "რეალის" ახალწვეული გააკრიტიკა
"ტოტენჰემის" კაპიტანმა "არსენალში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "სოშოს" მოუგო
აბუაშვილმა "მეცს" "გენგამთან" გამარჯვება მოუპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
[VIDEO] მიქაუტაძემ გაიტანა, ოსიმენმაც - "ვილიარეალმა" სტამბოლში "გალათასარაის" მოუგო
ხვიჩა ტრავმას გადაურჩა - ქართველის პრეასისტი და პსჟ-ს ფრე "მანჩესტერ იუნაიტედთან"
კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - მუნდიალის გმირი მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"