ბორჯღალოსნები | ფინალი პარიზში – პორტუგალიასთან

AutoSharing Option
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში "ბორჯღალოსნები" 17 მარტს პარიზში, „სტად ჟან ბუინზე" პორტუგალიას ჩვენი დროით 24 საათზე ერკინება.

2000 წლის შემდეგ, რაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი დაარსდა, წელს პირველად, ფინალური შეხვედრები ერთ დღეს და ერთ ლოკაციაზე ჩატარდება. 17 მარტს „ჟან ბუინზე“ 4 თამაში გაიმართება:

მე-7 ადგილისთვის ბელგია პოლონეთს ეთამაშება; მე-5 ადგილს ნიდერლანდები და გერმანია გაითამაშებენ; მე-3 ადგილისთვის ესპანეთი რუმინეთს ერკინება; დღის კულმინაცია კი საქართველოსა და პორტუგალიის ფინალური ჯახი იქნება.

"ბორჯღალოსნებმა" ნახევარფინალში რუმინეთი „მიხეილ მესხზე“ უშანსოდ, 43:5 დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია
ესპანეთს ლისაბონში დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 33:30 მოიგო. სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და 20:13 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი უპირატესობა ჯარიმით 10 ქულამდე გაზარდეს.

ამის შემდეგ მასპინძლებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და 20 უპასუხო ქულა აიღეს. ესპანეთმა ბოლომდე იბრძოლა და 79-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად დრო აღარ დარჩა და პორტუგალიამ 33:30 იმარჯვა.

Sportall.Ge

მეორედ „ჟან ბუინზე“

"ბორჯღალოსნები" პორტუგალიას „ჟან ბუინზე“ მეორედ შეხვდება. პირველად ეს 2020 წელს მოხდა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, იმხანად უმაღლეს დონეზე დაბრუნებულმა პორტუგალიამ საქართველოსთან საშინაო მატჩი სწორედ პარიზში, 20-ათასიან „ჟან ბუინზე“ გამართა და ის თამაში "ბორჯღალოსნებმა" 39:24 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შარშან შეიცვალა და პირველი ფინალიც 2023 წელს ესპანეთში, ბადახოსში გაიმართა. საქართველოს მეტოქე მაშინაც პორტუგალია იყო და ჩვენმა გუნდმა მეტოქე პირწმინდად, 38:11 დაამარცხა.

მას შემდეგ პორტუგალიას კიდევ ერთხელ, 2023 წლის მსოფლიო თასზე საფრანგეთში ვეთამაშეთ და ტულუზში ფრეს დავჯერდით – 18:18, რაც მოულოდნელი შედეგი იყო და მას შემდეგ სრულიად ქართული რაგბი რევანშის მოლოდინშია.

დღემდე პორტუგალიასთან სულ 26-ჯერ გვითამაშია და მოვიგეთ 18 შეხვედრა, ფრედ დავასრულეთ 4 და დავთმეთ ამდენივე მატჩი. „ლობუშს“ (პორტუგალიის თიკუნი) "ბორჯღალოსნებთან" 2005 წლის შემდეგ არ მოუგია, თუმცა ოთხივე ფრე ამის შემდეგ დაფიქსირდა, მათ შორის ბოლო ორი 2022 (რაგბი ევროპაზე) და 2023 (მსოფლიო თასზე) წლებში.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულებს, პორტუგალია ერთადერთია, რომელიც განვლილი 24 წლის განმავლობაში საქართველოსა და რუმინეთის დავაში ჩაერია და 2003-2004 წლების სეზონში (2003-2008 წლებში ჩემპიონი ორი სეზონის ჯამით ვლინდებოდა) თასი მოიპოვა. მთლიანობაში საქართველო ტიტულს 15-ჯერ, რუმინეთი კი 5-ჯერ ფლობდა.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 20 /
სამხრეთ აფრიკაში, ტალახში ჩატარებული 20 წლამდელთა ჩემპიონატი ხომ გახსოვთ? როგორც სჩანს რაგბის მამები გონებრივი შეზღუდულობით გამოირჩევიან.
გიორგი
06 მარტი 2024 14:07
0
საფრანგეᲗᲨი იმიტომ დანიᲨნეს რომ პორტუგალიის მეზობელია და მაგაᲗი გულᲨემატკივარი ბლომად Ჩავა.იქ მსაჯიც ცოტას წაიცუᲦლუტებს ალბაᲗ და ამას Ჩვენი Შეცდომებიც Თუ დაემატა კარგაᲗ მეყოლე.- ამაზეა გაᲗვლა, რომ როგორმე გვაჯობონ და გაგვაᲩუმონ. ასე რომ ერᲗი ᲗავიᲗ მაᲦლა Თუ არ დავდექიᲗ წასულია Ჩვენი საქმე.
რაᲨია საქმე იცი
05 მარტი 2024 19:50
0
ფედერაციაო,ასეთი და ისეთიო,უსინდისოებ-უჭკუებიო,-რო იჭაჭება აქ ზოგიერთი ზიზღ-ბოღმა-შურიანი,თავად უჭკუონი,ნუთუ არ ფიქრობენ,რომ როგორღა გვექნებოდა შესამჩნევი წინსვლა და ყველა დონეზე წარმატება(ასაკობრივებიც),ფედერაცია რომ არ ვარგოდეს და კვალიფიციურად არ უძღვებოდეს საქმეს?! ეგრე როგორ უნდა დაგაბრმაოთ უსაზღვრო არაობიექტურობამ?რა კაცთა საკადრისია ეს???!!!
დრანდელი
05 მარტი 2024 15:59
3
დრანდელს-ს.20-25 წლის წინ,კიდევ უფრო დიდი თავგანწირვით ვარჯიშობდნენ ბიჭები,მინდორში,ასფალტზე,ან სულაც ტალახში,ფანტასტიკური შედეგები ჰქონდათ შტანგაზე ვარჯიშისას,მაგრამ სრულიად უძლურები იყვნენ,ტოპ ნაკრებების წინააღმდეგ.რატომ?იმიტომ რომ ვერც ტემპით და ვერც ხელის თამაშის ტექნიკით,ახლოსაც კი ვერ მივდიოდით მათთან.საქართველოს რაგბის ფედერაციის ყოველი პრეზიდენტი,ყველაფერს აკეთებდა,რათა ქართული რაგბი როგორნე ნოძლიერებულიყო და მიუხედავად მსოფლიოს თასზე ჩავარდნისა,დღევანდელი ქართული რაგბი,შეუდარებლად ძლიერია,მაშინდელ ფანატიკოსებთან შედარებით.იმ ბიჭებმა კი არ დააკლეს რამე,დღევანდელ თაობას,შეუდარებლად უკეთესი ინფრასტრუქტურა და მწვრთნელთა კორპუსი ჰყავს.ფედერაციამ სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი და ეს,მომავალში კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მოიტანს.ისინი,ვინც სტადიონებს ანგრევდა,ვინც სპორტის აკადემიას აუქმებდა და ჰყიდიდა,უფლება არა აქვს,რაგბის განადგურება დააბრალოს იმათ,ვინც სტადიონებს,რაგბის აკადემიებს,სავარჯიშო ბაზებს აშენებს,ვინც ამზადებს პროფესიონალ მწვრთნელებს,ვინც ქმნის ქართულ ფრაჩაიზს და მას სულ უფრო მაღალი დონის ტურნირებზე თამაშის საშუალებას უხერხებენ,მათ არა აქვთ,ამისი მორალური უფლება,თუმცა მათ,ეს მორალიც არ გააჩნიათ.
სოსო
06 მარტი 2024 20:28
0
ტყემალაძევ, გიცანი და გამოდი. ნინიაშვილი, საღინაძე, გორგაძე, ივანიშვილი და ა.შ. ფედერაციამ შექმნა, თუ წვრთნის და ათამაშებს? ბიჭებმა თავად გაიკვლიეს გზა თავდადებული შრომითა და რუდუნებით. ფედერაციის როლი სხვაა და იმ სხვას უნდა
მიხედონ. იმედია, ასეც იზავენ.
დრანდელ-ს
06 მარტი 2024 14:02
3
მაგ დღეს პარიზში თუ იწვიმა, მოგვიწევს ტალახში ბურთაობა. რაგბი ევროპას ტვინი არ აქვს. ჩვენი ფედერაცია ან შემიშვნას ვერ უბედავს, ანდა არც ამათ აქვთ საჭირო რუხი ნივთიერება თავში.
გიორგი
05 მარტი 2024 14:43
1
- რევანში გვჭირდება ბიჭებო,მინიმუმ 15 ქულიანი,ენერგიული და მძლავრი დაცვა-შეტევები,
შერკინება და დერეფანში ძლიერად და უშეცდომოდ,რაქ@ი აგრესიულად,მოლის კარგად დამუშავებით...
გლახუნა
05 მარტი 2024 12:54
0
მაგას კი ნუ ფიქრობთ ის იფიქრეთ,რომ ერთი და იგივე სტადიონზე 3 თამაში ჩატარდება და მოედანი რა მდგომარეობაში იქნება იმავე დღეს საფინალოდ?.....
ზურა
05 მარტი 2024 12:23
0
შენც კარგი ვჭკვიანი ხარ...:)
Pepelu-ს
05 მარტი 2024 09:32
0
ბიჭები აპროტესტებთ აქ ავჭალაზე თამაშები რატომ ტარდებაო და მესხის სტადიონს ავსებს თბილისი? ბათუმს რო მისცეს იტალიასთან თამაში, ამოხტით საცვლებიდან, ნემსი არ ჩავარდებოდა 20000იან სტადიონზე, და ბათუმზე 10ჯერ დიდი თბილისი 25 ათას კაცს ვერ აგროვებთ სტადიონზე.
12 საათი ღამის ცოტა მართლა გადაჭარბებულია, თუმცა ჩემპიონთა ლიგას მაგ დროს უყურებთ მთელი წელი, თანაც შუა კვირაში და იქნებ ერთხელ ბელინგემის ნაცვლად ქართველი ბიჭებისთვისაც გაიტეხოთ ძილი.
შოტლანდიასთან თბილისში 18 საათზე იყო თამაში და პაიჭაძეზე 15 000 ძლივს შეგროვდით. რავა ვერ დაგიმთხვიეს სასურველი დრო და სეზონი თქვენ?
თორნიკე
05 მარტი 2024 01:08
3
ფიჯის ვეთამაშებით ისე ბათუმში, ასე გაჟონა ინფორმაციამ
ლექა
05 მარტი 2024 03:43
0

მე საერთოდ არ ვცხოვრობ საქართველოში და კარგ დროსაც ვუყურებ. მე საქართველოში მცხოვრებლებზე მაქვს ლაპარაკი და კიდევ ერთხელ: ავჭალის სტადიონზე ნაკრები არ უნდა თამაშობდეს, ხუთი კაციც რომ მოვიდეს. რეგიონშიც უნდა გაიტანონ თამაშები, თუნდაც ქუთაისში
გიორგი
05 მარტი 2024 02:16
1
თბილისის დროით კვირას 00:00 საათზე??!! ფედერაციას სძინავს თუ რა ჯანდაბაა ესეთი განრიგი?! შაბათს მაინც ზოფილიზო ცოტა უფრო ადრე რომ ხალხმა უზუროს ან პარიყში ცავიდეს და კვირას უკან დაბრუნდეს! რას აკეთებს ფედერაცია?!
ბესო
05 მარტი 2024 00:45
4
სწორი და მართალი ხარ მაგრამ ჰასობგერა ზ და ყ მართებულად რომ გამოიყენო გავიგებდით რა გინდა, რას ჩივიხარ? იქნებადა რამე ჭვკვიანური თქვი :)))))))))))
Pepelu
05 მარტი 2024 07:40
0
ფედერაცია ჩარტერს თუ აპირებს, დტოზე გაგვაგებინოს/გაგვაგებინეთ! ისე სამარცხვინოს არ ქნას, კასტრათან როგორ მოიქცნენ/ მოიქეცით. წინა დღეს რო დაწერეთ, ქართული დესანტი კასტრშიო
Rezo
04 მარტი 2024 22:41
0

სიახლეები პოპულარული