"ბორჯღალოსნები" | მეექვსედ იტალიასთან

AutoSharing Option
2024 წლის შემოდგომის ერთა სერიების ფარგლებში, "ბორჯღალოსნები" 17 ნოემბერს იტალიას გენუაში ერკინებიან.

ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში ეს ორივე გუნდისათვის მეორე თამაშია. გასულ კვირას "ბორჯღალოსნები" საფრანგეთში, მონპელიეში "ოლ ბლექს XV"-ს ეთამაშნენ (13:31), ხოლო იტალიელებმა უდინეში არგენტინას უმასპინძლეს და 18:50 დამარცხდნენ.

"ბორჯღალოსნებისა" და იტალიის შეხვედრა "ლუიჯი ფერარიზე" ჩვენი დროით 17:40 საათზე დაიწყება. "ლუიჯი ფერარი" 1911 წელს გაიხსნა და ის 33 205 მაყურებელს იტევს.

აქამდე საქართველოს იტალიის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია, საიდანაც მეტოქემ პირველი ოთხი მოიგო. პირველად "აძურას" 1998 წელს ლაკვილაში ვეწვიეთ და მასპინძლებმა მსოფლიო
თასის შესარჩევ მატჩში 31:14 გაიმარჯვეს. 2000 წელს იტალიასთან ტესტ-მატჩი ლივორნოში გავმართეთ (51:7), ხოლო 2003 წლის მსოფლიო თასამდე მას ასტიში ვეთამაშეთ (31:22).

ამის შემდეგ იტალიელებთან ტესტს 15 წლის განმავლობაში ველოდით და მას მეოთხედ 2018 წელს ფლორენციაში შევხვდით - გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩა ანგარიშით 28:17.

2022 წელს "აძურა" პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ბათუმში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს, თავად მხოლოდ ერთი გაუშვეს და 28:19 გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი გამარჯვება არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ზოგადად ტიერ1-ის გუნდთან.

მთლიანობაში, საქართველომ იტალიას ამ 5 თამაშში გაუტანა 8 ლელო და 88 ქულა, თავად კი 20 ლელო და 160 ქულა მიიღო.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
საქართველო იგებს.ბრავო ჩვენ ბიჭებს
ლელა ჩარგეიშვილი
00:42 13-11-2024
0
55-12 იტალია იგებს ,იმიტომ რომ ევროპელები უფრო მაღლები , ძლიერები და ჭკვიანია ვიდრე აზიელები ! ევროპამ კედელი უნდა ააშენოს საქართველოსთან როგორც ამერიკამ მექსიკასთან !
ტრამპისტი
20:10 12-11-2024
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული