დიდებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შემოდგომის ტესტ-სერიის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე იტალიასთან 17:20 დამარცხდა.

მოიგერია რა მეტოქის სასტარტო იერიშები, ჩვენმა გუნდმა იქით შეუტია, თანაბარი თამაში წავიდა და მასპინძლებმა საჯარიმოთი დაწინაურება მოახერხეს, რასაც ქართველების შესანიშნავი კომბინაცია და „ბორჯღალოსნების“ რიგებში ტაბუცაძის მეორმოცე ლელო მოჰყვა, მატკავამაც გარდასახვა ზუსტად შეასრულა. იტალიამ საჯარიმოთი ანგარიში მალევე შეამცირა. თუმცა მატკავამ ოთხქულიანი უპირატესობა საჯარიმოდან აღადგინა. შემდეგ ჩინებულად მოასპარეზე ნინიაშვილმა გარღვევა განახორციელა და ლობჟანიძემ ლელო გაიტანა. მატკავა გარდასახვისას ისევ უზადო იყო. ბოლოს ნინიაშვილმა მეტოქეს ნაღდი ლელო არ დაადებინა და პირველი ტაიმი 17:6 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი „აძურას“ გააფრთებული, მრავალფაზიანი შეტევებით დაიწყო, შედეგად საჯარიმო ლელოთი სხვაობა შეამცირეს და ტაბუცაძემ ყვითელი ბარათი მიიღო. მერე იტალიამ ლელო-გარდასახვით წინ გასვლა შეძლო. ცოტა ხანში მათ საჯარიმო ვერ გამოიყენეს. მუდმივად თავდაცვით საქართველოს ნაკრების მორაგბეებს დაღლა დაეტყოთ, ვიზავის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ და მარცხი განიცადეს.

"ბორჯღალოსნები" მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს ტონგასთან თბილისში ჩაატარებენ.

გენუა. "ლუიჯი ფერარი"
იტალია - საქართველო 20:17
საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი ახალაძე, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემურ თაფლაძე.

alt"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან

მკითხველის კომენტარები / 22 /
მაგრები ხართ ბიჭებო, სასწაული ლელოები დადეთ. ახალ ზელანდიას და სამხრეთ აფრიკას რომ შეშურდებოდა. პირველი მაინც სასწაული იყო, ამდენი ოფლოუდი მთელ თამაშში არ გაგვიკეთებია რაც ამ ლელოს დროს გაკეთდა. ნინიაშვილი ხომ საერთოდ ფენომენია, დაფრინავს ტიპი. წავაგეთ მაგრამ გული არ გაიტეხოთ, გულშემატკივრები თქვენთან ვართ.
გია პაპა
20:19 17-11-2024
1
ამ იტალიამ საკუთარ მოედანზე რომ ძლივს გამოგგლიჯა მოგება ბევრ რამეზე მეტყველებს. ყოჩაღ ბიჭებს. მართლა მაქსიმუმის მაქსიმუმი გააკეთეს და დაამტკიცეს სად არის საქართველოს ადგილი. იტალია მომართული იყო რომ მაგარი რევანში აეღო და ერთი თავით მაღლა გამოჩენილიყო,თუმცა ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. მთელი წელი უმაღლეს დონეზე თამაშობენ იტალიელები,ჩვენ კი აგერ მოვა 2025 და ჩამოვლენ გრანდები - შვეიცარია, ჰოლანდია, ესპანეთი და ა.შ. დერეფანი რომ კვლავ პრობლემური არ ყოფილიყო შესაძლებელია მოგვეგო კიდეც.
ალექს
19:48 17-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული