დიდებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შემოდგომის ტესტ-სერიის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე იტალიასთან 17:20 დამარცხდა.

მოიგერია რა მეტოქის სასტარტო იერიშები, ჩვენმა გუნდმა იქით შეუტია, თანაბარი თამაში წავიდა და მასპინძლებმა საჯარიმოთი დაწინაურება მოახერხეს, რასაც ქართველების შესანიშნავი კომბინაცია და „ბორჯღალოსნების“ რიგებში ტაბუცაძის მეორმოცე ლელო მოჰყვა, მატკავამაც გარდასახვა ზუსტად შეასრულა. იტალიამ საჯარიმოთი ანგარიში მალევე შეამცირა. თუმცა მატკავამ ოთხქულიანი უპირატესობა საჯარიმოდან აღადგინა. შემდეგ ჩინებულად მოასპარეზე ნინიაშვილმა გარღვევა განახორციელა და ლობჟანიძემ ლელო გაიტანა. მატკავა გარდასახვისას ისევ უზადო იყო. ბოლოს ნინიაშვილმა მეტოქეს ნაღდი ლელო არ დაადებინა და პირველი ტაიმი 17:6 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი „აძურას“ გააფრთებული, მრავალფაზიანი შეტევებით დაიწყო, შედეგად საჯარიმო ლელოთი სხვაობა შეამცირეს და ტაბუცაძემ ყვითელი ბარათი მიიღო. მერე იტალიამ ლელო-გარდასახვით წინ გასვლა შეძლო. ცოტა ხანში მათ საჯარიმო ვერ გამოიყენეს. მუდმივად თავდაცვით საქართველოს ნაკრების მორაგბეებს დაღლა დაეტყოთ, ვიზავის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ და მარცხი განიცადეს.

"ბორჯღალოსნები" მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს ტონგასთან თბილისში ჩაატარებენ.

გენუა. "ლუიჯი ფერარი"
იტალია - საქართველო 20:17
საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპ.);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გიორგი ჯავახია, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი ახალაძე, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემურ თაფლაძე.

alt"ბორჯღალოსნები" | მცირე ცვლილებებით იტალიასთან

მკითხველის კომენტარები / 28 /
შთაბეჭდილებები სტადიონიდან

ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმები ვიხილეთ. პირველი მართლაც კარგი იყო მაგრამ მეორეში ყველა კომპონენტში გადაგვიარეს. ერთი ჯარიმაც კი ვერ ავიღეთ!!!

სამწუხაროდ ეს ტექნიკური შეცდომები, ბურთის უაზროდ დაკარგვა, დაღლილობა, აუტების საშინლად ჩაწოდება, ბურთის უაზროდ მოგერიება და დაბალი პრესინგი დღემდე ჩვენი სისუსტეა! რის გამოც ესეთ მატჩებს ვაგებთ.
ხელით კომბინირებული თამაშის კულტურა დღემდე ვერ ვისწავლეთ. დღემდე!!

ფაქტია, რომ საბავშვო აკადემიაში ისე არ მიდის ახალი თაობის განვითარება როგორც უნდა იყოს!
მე ბოლო წლებში ვერანაირ შესამჩნევ წინსვლას სამწუხაროდ ვერ ვხედავ...
იმედია ეს არის არის ჩვენი ზღვარი...
ბესო
02:42 19-11-2024
0
მსაჯს დავაბრალებდი ბევვრ გამოგონილ ჯარიმას იტალიელთა სასარგებლოდ, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენც დისციპლინაში მოვიკოჭლებთ და ხშირად ვცოდავთ. ამას გარდა, ფეხს თუ ურტყავ აუტში ჯარიმიდან არ არის საჭირო რომ შენი ოცდაორიდან იმათ 5 მეტრიანში სცადო გადატანა. გადაიტანე აუტში ცენტრთან სადმე და დაასვენე შერკინება რომ მილასლასდეს აუტში დასადგომად. მაგრამ გადაიტანე რაც მთავარია. მერე კიდევ რა გახდა ამ აუტის მოგება? კარკაძე ამდენს საფრანგეთში არ აფუჭებს...არა მგონია მისის ბრალი იყოს. ბევრია მანდ სამუშაო. რომ ვტრაბახობთ ამდენი და იმდენი ბოჭვა შევასრულეთ - ეს იმას ნიშნავს რომ სულ დაცვაში ვიდექით და არ არის სატრაბახო. აყვნენ ფეხის ბრახუნში იტალიას და ჩააბარეს ბურთი უკან როგორც მაისაშვილის დროს იყო. უაზრო რაგბის თამაშით. ბურთი გაქვს? ააგე ფაზები და იმუშავე, იმის მაგივრად რომ დაცვა დაღალოდა ზწეედემტი ამუშაო შერკინება. ჩვენმა შერკნინებამ ერთI ვერ წაიღო ბურთი წესიერად. ჯალაღონიას გარდა არ მახსოვს ვინმეს წინ წაეწიოს და მოეგოს მოედანი. პირდაპირ ძირს მიდიოდნენ კონტაქტში. ეს დავალება იყო მწვრთნელებისგან თუ რა არ მესმის. შედი კონტაქტში და ამუშავე ფეხები... მოკლედ მწვრთნელთა გადანაცველბით შედეგი ანუ ხარისხი არ იცველება. ერთი ნავარჯიშებიდან პირველი ლელო დაიდო, მაგას არ დავუკარგავ, მაგრამ დანარჩენი? რომ არა ნინიაშვილის ინდივიდუალიზმი არაფერი ისეთი არ გაუკეთები გუნდს. კვლავ გვაკლია გამგლეჯი 12 ნომერი და 13 ვერ არის დონეზე. შეცვლებიც გვიან გაკეთდა და ვერანაერი შედეგ თამაშის გამოსასწორებლად ვერ მოგვზა. ამიტომ არის რომ ხშირად დიდი გუნდები მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ ან მანამდე ცვლიან პირველ ხაზს. შერკინებაც ვერ დადგა წესიერად. მოკლედ იტალიაა და ვიყოთ კმაყოფილები ამ შედეგით - ამას ვხედავ ყველა სპროტული ჰურნალისტის მიერ დაწერილს... ამბიციები ამბიციებად რცება და ხედავ რას წერენ უცხოელი ჯურნალისტები... კომკერელმაც ეიგივით ჩააფლავა იტალიასთან ტესტ მატჩი რაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე ვფიქრობ რომ იტალიას და უელსს უნდა ვუგებდეთ დღევანდელი მორაგბეებით. მწვრთელე ბმა უნდა გადახედონ საფრანგეთში მოთამაშე უკანა ხაზელებსაც და გამოიყენონ, მარტო შავი ლომის მოთამაშეებით გუნდის დაკომპლექტება არ შეიძლება და ამანაერ მიდგომას, იმავე ლოლოს მესვეურების მიერ ზეწოლის სუნი უდგას როგორც წინა წლებში და დრო გარბის... ეგ არის სიმართლე
simartle
18:23 18-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული