რიჩარდ ქოქრილი: იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა იტალიასთან 17 ნოემბერს გენუაში გამართული შეხვედრა შეაფასა:

“უპირველეს ყოვლისა, უნდა ხაზი გავუსვათ, თუ რამდენად კარგად ითამაშა საქართველომ! მიმაჩნია, რომ პირველ ტაიმში ჩვენი ფიზიკურობა და სიზუსტე ძალიან მაღალ დონეზე იყო, და მინდა მივულოცო ჩემს გუნდს! მათ მართლაც ძალიან კარგად ითამაშეს! იტალიას ორი წლის წინ ბათუმში მოვუგეთ, ხოლო დღეს აქ ვართ, სახლიდან შორს, და მხოლოდ სამი ქულის სხვაობით წავაგეთ. ხაზი უნდა გავუსვათ, რამდენად ძლიერი იყო ჩვენი გუნდი. ბიჭებმა მართლაც შესანიშნავად ითამაშეს. წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევა ჩადეს! ეს არ
უნდა დაგვავიწყდეს მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს ვერ მოვიგეთ!”.

“იტალია ძალიან ძლიერი გუნდია. ამას 6 ერშიც ვხედავთ. ისინი უკვე 25 წელია 6 ერში არიან, ასევე 14 წელია URC-ში (რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი - საკლუბო) ორი გუნდით თამაშობენ. წარმოიდგინეთ, საქართველოს რომ მიეცეს ასეთ ტურნირებში თამაშის შესაძლებლობა?! გამოცდილების მიღების შანსი რომ გვქონდეს, რა შედეგები შეიძლებოდა მიგვეღო! ამდენად, იტალია ჩვენზე 25 წლით წინ არის და მაინც მხოლოდ 3 ქულის სხვაობით წავაგეთ. უფრო მეტი ასეთი თამაში გვჭირდება, რათა გავუმჯობესდეთ და უკეთესები გავხდეთ. დღეს საოცარი თამაში იყო! საქართველოს არაფერი დაუკლია! ჩვენ ძალიან, ძალიან პატარა ერი ვართ, ვისთვისაც არავის სურს 6 ერში ან მსგავს ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა!”.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ გინდა ქოქრილ ახლა ეს თავის მართლებები!
levan
10:01 19-11-2024
7
ძალიან კარგები რომ ყოფილიყვნენ მაშინ თამაშსაც მოიგებდნენ და იმ უპირატესობას არ გაანიავებდნენ! ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმები ვიხილეთ. პირველი მართლაც კარგი იყო მაგრამ მეორეში ყველა კომპონენტში გადაგვიარეს.

სამწუხაროდ ეს ტექნიკური შეცდომები, ბურთის უაზროდ დაკარგვა, დაღლილობა, აუტების საშინლად ჩაწოდება, ბურთის უაზროდ მოგერიება და დაბალი პრესინგი დღემდე ჩვენი სუსუსტეა რის გამოც ესეთ მატჩებს ვაგებთ.
ხელით კომბინირებული თამაშის კულტურა დღემდე ვერ ვისწავლეთ.

ფაქტია, რომ საბავშვო აკადემიაში ისე არ მიდის ახალი თაობის განვითარება როგორც უნდა იყოს!
ბესო
02:29 19-11-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული